1 თვის წინ ექიმმა მირჩია, ეს საშუალება მიმეღო. ძალიან მომიხდა და სამუდამოდ მომიმადლიერა.

15215

ძველი, ცოტათი მივიწყებული წამალი – თევზის ცხიმი, ამჟამად ახალ ბუმს განიცდის. ეს გასაკვირიც არ არის – ბოლო წლებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან პოპულარულია, რომელიც არამხოლოდ სპორტით დაკავებას, არამედ, სწორ კვებასაც მოიცავს.

თევზის ცხიმი ორგვარია – თხევადი და კაფსულებში. პირველი ფორმა გაცილებით იაფია, მაგრამ აქვს არც თუ ისე სასიამოვნო სუნი და გემო. ამიტომ, უმეტესობა კაფსულებს ირჩევს. ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ თევზის ცხიმის სარგებელზე.

თევზის ცხიმი კაფსულებში – სასარგებლო თვისებები

თევზის ცხიმის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა გლიცერიდები, ოლეინის მჟავა, პალმიტინური მჟავა, მჟავები ომეგა-3 ს ომეგა-6.
ომეგა-3 მჯავები ჰაერთან შეხებაში სწრაფად მჟავდება და გამოყენებისთვის უვარგისი ხდება, სწორედ ამიტომ კაფსულა იცავს მჟავიანობისგან და მისი ვარგისიანობის ვადა იზრდება.

თევზის ცხიმის სასარგებლო თვისებები

თევზის ცხიმის სარგებელზე მასში შემავალი A და D ვიტამინები მეტყველებს. A ვიტამინი კანის უჯრედებისა და მხედველობის პიგმენტების რეპროდუქციასა და ზრდას უწყობს ხელს. ამ ვიტამინების წყალობით, თევზის ცხიმი სასარგებლოა თმისთვის, ფრჩხილებისთვის, კანისთვის.

D ვიტამინი ამცირებს ნერვულ აღგზნებადობას, ხელს უწყობს უკრედებში კალციუმისა და ფოსფორის შეღწევას, ამიტომაც ურჩევენ ექიმები მას ბავშვებისთვის.

მაგრამ არსებობს ერთი სასწაულმოქმდედი რეცეპტი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ: კარგად შეურიეთ 1 ჩ.კ. თევზის ცხიმი და იმავე რაოდენობის თაფლი. წაისვით სახეზე 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ გვირილის ნაყენით.

ომეგა-3 თევზის ცხიმის ყველაზე ფასეული კომპონენტია. იგი ხელს უშლის გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, სწევს მავნე ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად ზემოქმედებს გულის მუშაობაზე, ამცირებს დიაბეტის წარმოშობის რისკს.

თევზის ცხიმი შესანიშნავია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში, იგი ასევე საგრძნობლად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

თევზის ცხიმს ბოდიბილდერებიც ხშირად იყენებენ, რადგან ეს გახლავთ სწორი ცხიმები, რომლებიც სპორტსმენებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს, ამასთან, ჯანმრთელობას არ აზიანებს.

გინეკოლოგები ქალებს ურჩევენ მენსტრუალური ტკივილის დროს მიიღონ თევზის ცხიმი.

რა თქმა უნდა, თევზის ცხიმის სარგებელი უდავოა, მაგრამ თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ამ წამას მიიღებთ.