ომეპრაზოლი და მისი ნატურალური ალტერნატივა, რომელიც ორგანიზმს არ აზიანებს.

21931
ომეპრაზოლის ნატურალური ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც ორგანიზმს არ აზიანებენ
ომეპრაზოლის ნატურალური ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც ორგანიზმს არ აზიანებენ

ომეპრაზოლი ფართოდ ცნობილი სამკურნალო მედიკამენტია, რომელიც კუჭის სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. მაგ., გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება. პერორალური უჯრედები მჟავას გამოყოფენ სტრუქტურიდან, რომელსაც პროტონური ტუმბო ეწოდება. ეს მედიკამენტი კუჭის პერორალური უჯრედის ინაქტივაციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ კუჭის წვენის გამომუშავება 95%-ით მცირდება. თუმცა არსებობს ომეპრაზოლის ბუნებრივი ალტერნატივა არსებობს, რომელიც იმავე ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ? ამას დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.

ომეპრაზოლი და ანტაციდი

ანტაციდი კუჭის ჰიდროქოლირინის მჟავას ანეიტრალებს, დაუყონებლივ ეფექტს და მაღალი მჟავიანობის დროს დისკომფორტის შემცირებას იწვევს.

ომეპრაზოლის ეფექტი დღის მეოთხედ ნახევარში ჩნდება, ამიტომ მას ხანგრძლივი და საშუალო მკურნალობის დროს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ანტაციდები თავისუფალ გაყიდვაში იმყოფება, მაგრამ სჯობს ექიმმა დაგინიშნო და მისი მიღება გააკონტროლოს.

ომეპრაზოლი და გვერდითი მოვლენები

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ომეპრაზოლის ან სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს:

  • თირკმლების ქრონიკულ დაავადებას;
  • ოსტეოპოროზის გამო მოტეხილობის რისკის გაზრდას;
  • დემენციის გამოვლენის რისკის გაზრდას;
  • გულის დაავადების განვითარების საფრთხეს;

ომეპრაზოლის ალტერნატივა: ნატურალური საშუალება

ჯანსაღი კვების ფონზე ზოგიერთი ინგრედიენტების გამოყენების შემდეგ ომეპრაზოლს საერთოდ დაემშვიდობებით და კუჭის დარღვევას მოიშორებთ, რომელიც მაღალ მჟავიანობასთან არის დაკავშირებული.

საკვები სოდა

ნატრიუმის ბიკარბონატი ან საკვების სოდა, როგორც ბუნებრივი ანტაციდი, ომეპრაზოლის შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მოხმარება ჰიპერტონიკებში მაღალი ნატრიუმის გამო უკუჩვენებულია.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ საკვები სოდა (10 გრ)
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. სოდა წყალში გახსენით.
  2. რაც შეიძლება სწრაფად დალიეთ, სანამ ბუშტები გაჩნდება.
  3. დღეში ერთხელ, ჭამამდე უნდა დალიოთ.

ვაშლის ძმარი

ორგანიზმში ქიმიკატების ნეგატიური მოქმედების თავიდან აცილება თუ გსურთ, უპირატესობა ორგანულ ვაშლის ძმარს მიანიჭეთ. ის ომეპრაზოლის ეფექტური ალტერნატივაა.

ის კარგი მოკავშირეა მათთვის, ვისაც კუჭის ჭარბი მჟავიანობით გამოწვეული დისკომფორტის გაკონტროლება სურს.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი (10მლ)
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. ძმარი 1 ჭიქა წყალში გახსენით.
  2. დალიეთ დღეში ერთხელ, ჭამამდე.

ალოე ვერას გელი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ალოე ვერას გელის ყიდვაც კი, უმჯობესია უკანასკნელი არ შეიძინოთ, რადგან მასში შაქარს ამატებენ, ანუ ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში ის მჟავე გახდება. სწორედ ამიტომ თავად მოიპოვეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ალოე ვერას ფოთოლი
  • ½ ჭიქა სუფთა წყალი (100 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. ალოე ვერას ფოთლები შუაზე გაჭერით და კოვზის დახმარებით მათგან გელი ამოიღეთ.
  2. წყალში ბლენდერის დახმარებით აურიეთ.
  3. თქვენ თხევადი მასა უნდა მიიღოთ.

გამოყენების მეთოდი:

  1. დალიეთ 1 ს/კ ეს სახლში მომზადებული წამალი დილით.
  2. მკურნალობა ერთი თვე უნდა გაგრძელდეს (მინიმუმ).

ბერძნული იოგურტი და ქინძი

რადგან იოგურტი რძის პროდუქტია, ის ორგანიზმს გლუტამინებით ავსებს, რომლებიც თავის მხრივ, კუჭის მჟავის რაოდენობას ბუნებრივი გზით ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 5 ახალი ქინძის ფოთოლი
  • 1 ს/კ უცხიმო ბერძნული იოგურტი (20გრ)
  • ¾ ჭიქა სუფთა წყალი (150 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

1.ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

გამოყენების მეთოდი:

ნარევი ყოველდღე ჭამამდე მიიღეთ.

ამლა (ინდური ხურტკმელა)

ამლა ინდური ხურტკმელაა, რომელიც საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით აიურვედში ფართოდ გამოიყენება.

გამოყენების მეთოდი:

  1. ეს ხილი ყოველდღე დილის საათებში მოიხმარეთ.
  2. ძალიან ძლიერი მჟავე გემოს გამო წინასწარ მარილიან წყალში დაასველეთ.
  3. თუ ამ პროდუქტს ფხვნილის სახით მოიხმართ, დარწმუნდით, რომ კარგი ხარისხის პროდუქტი გაქვთ ნაყიდი.

საზამთროს წვენი

საზამთრო – ომეპრაზოლის კიდევ ერთი შესანიშნავი ალტერნატივაა, მისი გამოყენება როგორც დესერტის ან კოქტეილის სახით შეგიძლიათ. საზამთროს წვენს მსგავსი პრობლემის მოგვარების ყველა აუცილებელი თვისება აქვს.

გამოყენების მეთოდი:

  1. ერთი ჭიქა (200მლ) საზამთროს წვენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  2. მკურნალობა 1 თვე გააგრძელეთ.

ჯანსაღი ჩვევები და სასარგებლო რჩევები

ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებებთან ერთად ჯანსაღი კვების რაციონი აუცილებელია: ძალიან მნიშვნელოვანია ცხიმების მცირე რაოდენობა და დიდი რაოდენობით უჯრედისის ხილიდან და ბოსტნეულიდან მიღება.

მოერიდეთ იმ პროდუქტების მიღებას, რომლებიც რაფინირებულ შაქარს შეიცავს, რადგან ისინი კუჭში ბაქტერიების ბალანსს არღვევს და გულძმარვის ნიშნებს გაგიჩენთ;

საკვები კარგად დაღეჭეთ, ეს საკვების მონელების პროცესს შეამსუბუქებს და რეფლიუქს თავიდან აგაცილებთ.

სამჯერადი ჩვეული კვების ნაცვლად, დღეში 5-ჯერ იკვებეთ, მაგრამ პორციები მცირე უნდა იყოს.