პაველ გლობის 2019 წლის პროგნოზი. რას უნდა ველოდოთ და თითოეულმა ჩვენგანმა რა უნდა გააკეთოს

1369
პაველ გლობის 2019 წლის პროგნოზი. რას უნდა ველოდოთ და თითოეულმა ჩვენგანმა რა უნდა გააკეთოს
პაველ გლობის 2019 წლის პროგნოზი. რას უნდა ველოდოთ და თითოეულმა ჩვენგანმა რა უნდა გააკეთოს

ძველი კალენდრით ახალი წელი უკვე აღვნიშნეთ და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცხოვრების ახალი გვერდი გადავშალეთ. 2019 წლის მფარველია მიწის ყვითელი ღორია, რომელმაც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობები და გამოცდები მოამზადა.

რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს მომავლის კარის შეღება და იმის ცოდნა გვსურს, თუ ამ მშვენიერ წელს რას უნდა ველოდოთ. ამაში ცნობილი ასტროლოგი, პაველ გლობა დაგვეხმარება.

თქვენთვის პაველ გლობის ასტროლოგიური პროგნოზი გავაანალიზეთ და თითოეული ნიშნისთვის 2019 წლის ჰოროსკოპი შევადგინეთ.

პაველ გლობის 2019 წლის პროგნოზი

ვერძი

წელს ვერძს ბევრი შრომა მოუწევს და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეთ. ის ცხოვრებისეულ გზაზე გამოჩენილ უსიამოვნებებს ადვილად გაუმკლავდება. ოღონდ გონიერი უნდა იყოთ და ყველა მოქმედება უნდა გაითვალისწინოთ. ვერძი კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწევს. არა მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე უნდა იზრუნოთ, არამედ გარშემო მყოფ ადამიანებსაც უნდა დაეხმაროთ, რომ ღორის კეთილგანწყობა მოიპოვოთ.

ასტროლოგის თქმით, ვერძს ზაფხულში საბედისწერო ცვლილება ელოდება, რომელიც მის გამძლეობას შეამოწმებს. თუ ვერძი ღირსეულად ამის გადატანას ვერ მოახერხებს, მისი ცხოვრებისეული ბალანსი დაირღვევა და წლის დარჩენილ დროს დაბნეულობაში გაატარებს. თუ გონივრულად და მშვიდად იმოქმედებს, ბედნიერებაში იცურავებს. ფული, სიყვარული, აღიარება, ახალი ნაცნობები – აი, რა მოამზადა 2019 წელმა ჯილდოს სახით.

კურო

2019 წელმა კუროს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. მთლიანობაში წელი საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული იქნება, თუმცა ზოგიერთი უსიამოვნო მოვლენები მაინც მოხდება. დასახული მიზნების მისაღწევად, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კურომ თავისი ამბიცია უნდა დააოკოს. დაუფიქრებლად წინ გაჭრა არ ღირს, თქვენთვის ღორმა მწვერვალი შეარჩია. თვითგანვითარებით დაკავდით და საკუთარ თავთან უფრო მეტი დრო გაატარეთ.

ყველაზე სახიფათო პერიოდი ზამთარი იქნება. პაველ გლობი გირჩევთ სარისკო საქმიანი პროექტებს ხელი არ მოკიდოთ და სწრაფი და დიდი შემოსავლის მიღების პირობამ გონება არ დაგიბინდოთ. დიდი რისკი არსებობს, რომ თაღლითების მახეში გაება. გაზაფხულიდან კი, შეგიძლიათ თამამად მოდუნდეთ და ცხოვრებიდან სიამოვნება მიიღოთ. მთავარია – ბედის ნიშნებს ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ეს წელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო იქნება. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ზრუნვის, დასვენების და ახალი მიზნების დასახვის დრო მოვიდა. შეგიძლიათ კარიერულ კიბეზე თამამად წაიწიოთ, არაკეთილმოსურნეებზე არ იდარდოთ. ასევე თანამშრომლების მიმართ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ, რადგან ახალი მიზნების მიღწევაში სწორედ ისინი დაგეხმარებიან.

2019 წელს ყველაფერი კარგად იქნება, ურთიერთობის გარდა. სწორედ აქ საფრთხე გელოდებათ. ტყუპებს ხმაურიანი სასიყვარულო გამარჯვება და ბობოქარი ვნება არ ელოდებათ. მეორე ნახევარს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ, რადგან მას განწყობა სწრაფად შეეცვლება. მარტოხელა ტყუპი პირველ რიგში საკუთარი თავით უნდა დაკავდეს და არა სიყვარულის პოვნით.

კირჩხიბი

2019 წელს კირჩხიბის შინაგანი ძალა გამოვლინდება. გლობის გათვლით, კირჩხიბს ელოდება სიტუაცია, რომლის გადასაჭრელად მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდება. ეს ცუდ შედეგამდე არ მიიყვანს, არამედ პირიქით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძლიერ ენერგიას იგრძნობს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ თქვენი ახლობლები თქვენს მხარდაჭერას წარმოადგენს, ამიტომ მათ დახმარება სთხოვეთ.

ურთიერთობის მხრივ ეს წელი ხელსაყრელი იქნება. დაოჯახებულ კირჩხიბს ვნების ახალი ტალღა და ოჯახში გამრავლება ელოდებათ, ხოლო მარტოხელა კირჩხიბი სიყვარულს იპოვის. ასევე ფინანსური კუთხით პრობლემები არ გექნებათ, რადგან გასული წლების დანაზოგი ყვითელ ღორის მიერ დაფასებული იქნება. მთლიანობაში ახალი მიზნების მისაღწევად და ცხოვრებიდან სიამოვნების მისაღებად კარგი წელი იქნება.

ლომი

2019 წელს ამ ნიშნის წარმომადგენლის ცხოვრება გაჯერებული იქნება. ბევრი ახალი იდეა და ფულადი პროექტი, ნაცნობობა, მიღწევები…ცხოვრება ბოლომდე დაგიპყრობთ. მთავარია თავი არ დაკარგოთ და ჯანმრთელობაზე დაფიქრდეთ. ასტროლოგის რჩევა – გარშემომყოფებს საკუთარი გეგმების შესახებ ნაკლებად უამბეთ, დაე მხოლოდ ფაქტს შეხედონ. კარიერული კუთხით ყველაფერი კარგად დალაგდება.

პირადი ცხოვრება არ დაგავიწყდეთ, რადგან სწორედ მეორე ნახევარი შთაგაგონებთ და ცხოვრების მიმართულებას მოგცემთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება იმედი გაგიცრუოთ – ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, ფულის და ბევრი საქმის მიუხედავად, კარგი დასვენებისთვის დრო უნდა გამონახოთ, განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე. დასვენებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა თავიდან აგაცილოთ.

ქალწული

2019 წელმა კარგად რომ ჩაიაროს, ახალი გატაცება უნდა იპოვოთ, რომელიც კარიერასა და საყოფაცხოვრებო საქმეებში შთაგონების წყარო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიბნელე გარდაუვალია. სიახლემ არ შეგაშინოთ, ჰობი შეიძლება ახალ საქმიანობად გადაიზარდოს, რაც ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. დაოჯახებული ქალწულის პირადი ცხოვრება ნაკლებად კონფლიქტური იქნება, ხოლო მარტოხელა ქალწულს საინტერესო რომანი ელოდება.

არახელსაყრელი თვე ქალწულისთვის მაისია. ამ თვეში სერიოზული შესყიდვების განხორციელება არ ღირს, რომ დიდ ფინანსურ პრობლემასთან გამკლავება არ მოგიწიოთ. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და საქმეები მომავლისთვის გადადეთ.

სასწორი

წლის პირველი ნახევარი ცოტა დეპრესიული იქნება, მაგრამ უკვე ზაფხულში ოპტიმიზმი და ახალი შესაძლებლობები აგავსებთ. როგორც სასიხარულო, ასევე სამწუხარო დღეებიც გექნებათ. უსიამოვნებასთან გამკლავებაში სწორედ რომ ინტუიცია დაგეხმარებათ. ყველაზე ჯიუტ სასწორს შეიძლება წარმოუდგენელი საჩუქრის მიღების იმედი ჰქონდეს, რომლის ღირებულება ფულით არ განისაზღვრება.

ყველაზე სახიფათო სფერო 2019 წელს – ახლობლებთან ურთიერთქმედება. სხვების გრძნობებით მანიპულირება არ ღირს, რომ კონფლიქტი არ შექმნათ და თანამშრომლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ.

მორიელი

წარმატება მორიელთან დაიბუდებს! გართობა, კარიერა, პირადი ურთიერთობა – ყველაფერი ეს სურვილის და საკმარის ძალებთან იქნება დაკავშირებული. მას რამდენიმე საქმის ერთდროულად გაძღოლა არ გაუჭირდება. თავს ცხოვრების მმართველებად ჩათვლიან, რამაც შეიძლება ბოროტად იხუმროს, რადგან ეგოიზმმა და თავის ქებამ შეიძლება იღბალი გააქციოს.

ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. უბრალოდ საქმით ან ფულით დაეხმარეთ, მორალი არ წაუკითხოთ და არ აჩვენოთ, თუ რამდენად წარუმატებლები არიან. ყველა შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

ყვითელი ღორი გასული წლების მიღწევებს დააფასებს. სასიამოვნო ბონუსებს მიიღებენ მშვილდოსნები, რომლებიც მთელი წელი შრომობდნენ და ურთიერთობას აქტიურად აშენებდნენ. თავის ფინანსურ მდგომარეობას შესანიშნავად გაზრდიან და საყვარელი მოგზაურობისთვის დროს გამოყოფენ. ხოლო ზარმაცებს ბედის საჩუქრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ენერგიის მოზღვავება სამსახურის და დასვენების ჰარმონიულ კომბინაციას ხელს შეუწყობს.

გაზაფხულზე ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების გამწვავების რისკი გაიზრდება – ურთიერთობას შეიძლება ემოციური გამოვლენები და მკაცრი ბრალდებები მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ყველა სიტყვასა და ქმედებაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ.

თხის რქა

თხის რქამ საკუთარ ქცევაზე და მთელ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მხოლოდ ასეთ პიროვნებებს ვარსკვლავები კეთილგანწყობით გადმოხედავენ და დასახული მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებიან. რთულ და დიდ საქმეებს ხელი მოკიდეთ, რადგან ისინი პიროვნული განვითარების ახალ დონეზე გადასვლაში დაგეხმარებათ.

2019 წლის ყველაზე პრობლემური სფერო – ფინანსები. თხის რქამ ფინანსები უფრო გონივრულად უნდა გადაანაწილოს, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა შეძლოს. ასტროლოგები ვალის აღების ცდუნებაზე გაფრთხილებთ – მხოლოდ საკუთარი დანაზოგის იმედი გქონდეთ, გართობის და ძვირადღირებული შესყიდვების ხარჯები შეამცირეთ.

მერწყული

მერწყულისთვის, განსაკუთრებით მამაკაცისთვის, ცხოვრების ყველა სფერო წარმატებული იქნება. პლანეტა ურანი კარიერულ მიღწევებზე იზრუნებს, ამასთან სასიყვარულო ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის. მთავარია – პრიორიტეტები სწორად აირჩიოთ, რომ ცნობიერების გზას დაადგეთ და საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიას მიაღწიოთ.

მცირე დაბრკოლება მხოლოდ წლის დასაწყისში გელოდებათ. მოვლენების ბუნებრივი განვითარების დაჩქარება არ სცადოთ, ეს პერიოდი დასვენებისა და ძალების აღსადგენად გამოიყენეთ. ოღონდ ხანგრძლივ მოგზაურობაზე უარი თქვით.

თევზები

წელს თევზებს ცვლილებები ელოდებათ. 2019 წელს სამსახურის, თანამდებობის ან საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლას შეძლებენ, სადაც კარიერული მიზნების განხორციელებას მოახერხებენ. ასევე ეს კარგი წელია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. თევზების ცხოვრება მშვიდი და უკონფლიქტო იქნება, რაც ძალიან გაგახარებთ. როგორც კი პროფესიულ საქმიანობას დაალაგებთ, ოჯახით დაკავდით.

მარტოხელა თევზისთვის 2019 წელი – ოჯახური კერის მოსაწყობად საუკეთესო დრო იქნება. სწორედ ახლა ამისთვის დრო და შთაგონება საკმარისი გექნებათ.

თითოეული წელი ჩვენთვის რაღაც კარგ და ცუდს გვიმზადებს. ჰოროსკოპის დახმარებით თქვენი მოქმედების დაგეგმვა ან კარგის რწმენის გაზრდა შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ქცევასა და შრომაზე არის დამოკიდებული, ხოლო ვარსკვლავები უბრალოდ ეხმარება მათ, ვინც სწორ გზაზე მოძრაობს და სხვებთან გულწრფელია.