
ციტრუსებით ქოთანში ვეღარავის გააკვირვებთ, მაგრამ ვაშლი, მსხალი, ბალი და ატამი აივანზე? ახლა ეს შესაძლებელია! “ნანო მებაღეობა” სულ უფრო პოპულარული ხდება და საშუალებას გაძლევთ, ბაღი შექმნათ პირდაპირ ტერასაზე, აივანზე ან ეზოს პატარა კუთხეში. ამ პატარა ხეებიდან მიღებული ნაყოფი ისეთივე გემრიელია, როგორც ჩვეულებრივი ხეხილის ხეების!
თუ ხეხილის მოშენება ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ საკმარისი სივრცე არ გქონდათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა!
ქოთანში გაზრდილი ლიმონითა და ფორთოხალით ვეღარავის გააკვირვებთ, ამასთანავე პირველი ნაყოფის ლოდინიც საკმაოდ დიდხანს მოგიწევთ. ახლა კი წარმოიდგინეთ ვაშლი და მსხალი, ბალი, ქლიავი, ატამი ქოთანში!
საერთოდ ახალი მიმდინარეობაა მებაღეობაში – ნაყოფიანი და კენკრიანი “ნანო” ხის ჯიშები, რომელიც ჯუჯა ხეებს გულისხმობს.
უბრალოდ წარმოიდგინეთ: ბაღის გაშენება ახლა პირდაპირ აივანზე შეგიძლიათ ან ტერასაზე ქოთნებში, კასრებში, აბაზანში…..
ეს ჯუჯა ხეები იზრდებიან 1,20 მ, ხოლო მისი ნაყოფი არაფრით ჩამოუვარდებიან ხეებს არომატით და არც ნაყოფის ზომით.
უბრალოდ, ეს პატარა ხეები ცოტათი მეტ ყურადღებას მოითხოვენ ჩვენგან. მათი ნიადაგი აუცილებლად ნაყოფიერი და ჰაერგამტარი უნდა იყოს, ხოლო ქოთნის ტევადობა 30 ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ქოთანში აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟი, წყალის დაგუბების და ფესვების დალპობის თავიდან ასაცილებლად.
ასეთი ქოთნები უნდა განლაგდეს მზიან ადგილებში, იქ სადაც ორპირი ქარი არ იქნება. ხოლო პირველივე ყინვებისას სითბოში უნდა შეიტანოთ. ყოველ წელს აუცილებელია გასხვლა ლამაზი ფორმის მისაღებად.
რეგულარული მორწყვისას და გამდიდრებით (აზოტითა და კალიუმით), ჯუჯა ხეები აუცილებლად ღირსეულ მადლობას გადაიხდიან გულიხვი მოსავალით.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენი სივრცე სჭირდება ნანო ხეებს?
ჯუჯა ხეები მაქსიმუმ 1.2 მ სიმაღლეს აღწევენ და იდეალურია ქოთნებისთვის, რომელთა მოცულობა 30 ლიტრი ან მეტი უნდა იყოს. - როგორ უნდა მოვუაროთ ნანო ხეხილს?
საჭიროა ჰაერგამტარი, ნაყოფიერი ნიადაგი, კარგი დრენაჟი, რეგულარული მორწყვა და სასუქები (აზოტი და კალიუმი). - ზამთარში როგორ უნდა მოვიქცეთ?
პირველი ყინვებისთანავე ხე უნდა შეიტანოთ სითბოში, რათა ფესვები არ გაიყინოს.
რჩევა რედაქციისგან: კვლევები აჩვენებს, რომ ქოთნის ბაღი ხელს უწყობს როგორც ეკოლოგიურ მდგრადობას, ისე მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ (Urban Horticulture Journal) დაადასტურა, რომ პატარა სივრცეში ხეხილის გაზრდა ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
ასევე, 2022 წლის კვლევის მიხედვით (Agricultural Science Review), ჯუჯა ხეები ისეთივე ნაყოფს იძლევიან, როგორც ტრადიციული ხეები, თუ მათ სწორად მოუვლით.
თქვენი აივანი ან ტერასა შეიძლება ნამდვილი მწვანე სამოთხე გახდეს!