ყველასთვის ცნობილია, რომ დამჯდარი ელემენტის ჩვეულებრივ ნაგავში გადაგდება არ შეიძლება. რეკომენდებულია მათი სპეციალურ მიმღებ პუნქტებში ჩაბარება. ხშირად ძველი ელემენტებისთვის ყუთებს მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოებში და მაღაზიებშიც კი დგამენ, რათა ადამიანებს გაუადვილონ ეს ამოცანა.
მაგრამ სანამ ძველ ელემენტებს გადაყრით, ისინი თქვენს სახლებში ინახება. ზოგჯერ ჩვენ მათ ერთ ყუთში ვათავსებთ ახალ ელემენტებთან ერთად, რის გამოც ერთმანეთში გვერევა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ უნდა დაადგინოთ, რომ ელემენტი დასამუხტია, სულ რამდენიმე წამში. წაიკითხეთ და შეინახეთ!
როგორ უნდა გავიგოთ, რომ ელემენტი დასამუხტია. 2 საინტერესო მეთოდი
პირველი მეთოდი
ელემენტი მცირე სიმაღლიდან ჩამოაგდეთ მყარ ზედაპირზე. მაგალითად, იატაკზე, მაგიდაზე, ტუმბოზე ან სკამზე. ხელიდან გაშვებამდე ელემენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა გეჭიროთ. თუ ელემენტი უბრალოდ გვერდულად დაეცემა, ესე იგი, ის ჯერ კიდევ დამუხტულია. დამჯდარი ელემენტი სანამ საბოლოოდ დაეცემა, რამდენჯერმე ახტება ჰაერში.
მეორე მეთოდი
ამ მეთოდით ელემენტის შესამოწმებლად, საწოლიდან ადგომაც კი არ დაგჭირდებათ. დაიჭირეთ ელემენტი ისე, რომ “+” ნიშანი იყოს ზედა მხარეს და შემდეგ 10 სმ სიმაღლიდან ჩამოაგდეთ სწორ ზედაპირზე. თუ ელემენტი ვერტიკალურად დადგება, ესე იგი, ის ჯერ კიდევ არ არის დამჯდარი. თუ ელემენტი გვერდზე დაეცემა, ესე იგი, დასამუხტია. თუ ის ოდნავ შეხტება, ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გამოყენება, მაგრამ არა დიდი ხნით.
დამეთანხმეთ, რომ ელემენტის ასე შემოწმება უფრო მარტივია, ვიდრე მოწყობილობაში მოთავსებით. ამას გარდა, ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ პულტის ერთი ელემენტი დაჯდა და მეორე პულტის ძებნა მომიწია იმის დასადგენად, თუ რომელი ელემენტი იყო დამჯდარი, რის გამოც მთელი 10 წუთი დავკარგე.