ჩაის ნაყენი, როგორც სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

29

არსებობს უამრავი ნატურალური პროდუქტი, რომელთა გამოყენება შეიძლება სასუქად ოთახის მცენარეებისათვის. არც შენი საყვარელი ცხელი სასმელია გამონაკლისი. ჩაის ნაყენი ძალიან ეფექტური და ამავე დროს ბიუჯეტური სასუქია ოთახის მცენარეებისთვის.

საღამოს ჭიქა არომატული ჩაით ისიამოვნეთ? ნუ იჩქარებთ ჩაის ნაყენის გადაყრას. მისგან სარგებლის მიღება შეგიძლიათ. მთავარია, რამდენიმე წესის დაცვა. ამ გზით ჩაის ნაყენისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებთ.

ჩაის ნაყენი, როგორც სასუქი: თვისებები და გამოყენების წესი

რაში მდგომარეობს ჩაის ნაყენის სარგებელ

როგორც იცით, ჩაის ნაყენი შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო მიკროელემენტსა და სხვა ნივთიერებებს. ისინი დადებით გავლენას ახდნენ მცენარეზე, აუმჯობესებენ მის მდგომარეობას.

  • კალიუმი, რომელსაც ჩაის ნაყენი შეიცავს, სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როდესაც ოთახის მცენარის ფოთლები ჩამოკიდებულია და აქვს ავადმყოფური მოცისფრო ფერი.
  • კალციუმი ხელს უწყობს მცენარის ზრდას და ფესვთა სისტემის გაძლიერებას.
  • მაგნიუმი სასარგებლოა, როდესაც მცენარეს ფოთლები ნაადრევად სცვივა და ასევე ფოთლების გაყვითლების დროს.
  • რკინა – საუკეთესო წამალია ქლოროზის დროს (როდესაც ოთახის მცენარე კარგავს მწვანე შეფერილობას).

ჩაის შერჩევა

ეფექტური სასუქის მოსამზადებლად არ არის შესაფერისი ნებისმიერი ჩაი. უხარისხო პროდუქტის გამოყენება, რომელსაც სხვადასხვა არომატიზატორები და საღებავები აქვს დამატებული, არ შეიძლება. ის მცენარეს მხოლოდ ზიანს მოუტანს. ამ მიზნით უნდა გამოიყენოთ მსხვილ ფოთლებიანი ჩაი (გამოდგება მწვანეც და შავიც). თუ ჩაის შაქრით მიირთმევთ, მაშინ სასუქად გამოყენებამდე ის უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქოთანს ჭიანჭველები დაესევა.

სასუქის მომზადება და გამოყენება

ჩაის ნაყენს წვრილ საცერში ვწურავთ და კარგად ვაშრობთ. ის უნდა შეინახოთ სუფთა, მშრალ კონტეინერში ან ქილაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ. ჩაის უბრალოდ ქოთანში ჩაყრა არ შეიძლება. ჩაი გამოყენებულ უნდა იქნას სპეციალური ნაყენის სახით. აიღეთ 1 ჭიქა კარგად გამშრალი ჩაი და დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაგრილებამდე. მზა ნაყენით მორწყეთ მცენარე.

გახსოვდეთ, რომ ოთახის ყვავილებისთვის ასეთი სასუქის გამოყენებას დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ჩაის ფოთლები შეიცავს ტანინებს, რომლებსაც შეუძლიათ ნიადაგის დამჟავება. ამიტომ, ასეთი სასუქის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ნიადაგის დამჟავება ესაჭიროება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს