შეიძლება ითქვას, რომ ორქიდეა ქალების უმეტესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილია. ეს ყვავილი შესანიშნავია თაიგულებში და ასევე წამატებით ამშვენებს სახლის ორანჟერეასაც. თუმცა, სახლის პირობებში, ის არც ისე ხშირად ყვავის, როგორც გვსურს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ორქიდეამ რეგულარულად იყვავილოს.
ამ მეთოდის შესახებ მეგობარმა მიამბო, რომელიც უკვე მრავალი წელია ორქიდეების მოშენებით არის დაკავებული. მე შევჩივლე, რომ მეგობრების მიერ ნაჩუქარი ორქიდეა წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხარობდა. მან მითხრა, რომ ამის გამოსწორება ძალიან მარტივია. გასაკვირია, მაგრამ მან მთავარი მოქმედი საშუალების საყიდლად აფთიაქში გამგზავნა. ის ეფექტური აღმოჩნდა!
გარანტირებული საშუალება ორქიდეის ყვავილობისთვის
რადგან ორქიდეა ჭირვეული მცენარეა, მას მუდმივი მოვლა ესაჭიროება. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს გააქტიურებული ნახშირი. ეს იაფი აბები, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, ნამდვილი ხსნა იქნება სუსტი და დაავადებული ყვავილებისთვის. გააქტიურებული ნახშირის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე გზით.
გააქტიურებული ნახშირი ორქიდეისთვის
გაამახვილეთ ყურადღება, რომ გააქტიურებული ნახშირის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჯანმრთელი, ასევე დაავადებული მცენარეებისთვის.
1.თუ ორქიდეა არაჯანსაღად გამოიყურება, მას გადარგვა სჭირდება. დაავადების სიმპტომებს შეიძლება წარმოადგენდეს გაყვითლებული ფოთლები, ობი, ასევე ყვავილი, რომელიც გაუშლელად ჩამოვარდა. მცენარე უნდა ამოიღოთ ქოთნიდან და უნდა მოაშოროთ ხმელი და დამპალი ფესვები.
ამის შემდეგ, ფესვების დაზიანებულ ნაწილებს უნდა მოაყაროთ დანაყილი ნახშირი. ის ანტისეპტიკური საშუალების როლს შეასრულებს და ფესვების ხელახლა დაავადებას შეუშლის ხელს. მცენარე ახალ ნიადაგში უნდა გადარგოთ.
2. გააქტიურებული ნახშირი ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ორქიდეის სუბსტრატს, მცენარის გადარგვის დროს. ამისთვის დანაყილი ნახშირი თანაბრად უნდა გადაანაწილოთ ქოთანში და ამის შემდეგ უნდა მოათავსოთ მასში მცენარე.
ამას გარდა, გააქტიურებული ნახშირი უნდა მოაყაროთ ნიადაგის ზედაპირს, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლება, რომლებიც ხელს უწყობენ ობის და სხვა პრობლემების გაჩენას.
ასევე ნახშირის ფხვნილი შეიწოვს ზედმეტ ტენიანობას, რაც ასევე დაიცავს მცენარეს ლპობისგან.
3. თუ ორქიდეა გარეგნულად ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ არ ყვავის, გირჩევთ, გააქტიურებული ნახშირის გამოყენებას მის მოსარწყავად. ამისთვის, უმჯობესია გამოიყენოთ მორწყვის ჩაძირვის მეთოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს მცენარეს. ქოთნის წყალში მოთავსებამდე, წყალში გახსენით რამდენიმე აბი გააქტიურებული ნახშირი.
ამის გაკეთება საჭიროა რამდენიმე თვეში ერთხელ. ამის წყალობით ფესვთა სისტემა უფრო ძლიერი იქნება, ყვავილები კი – მსხვილი და კაშკაშა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები გამოგადგებათ და დიდი ხნის განმავლობაში დატკბებით თქვენი აყვავებული ორქიდეებით.