მავნე ჩვევები სსრკ-დან

291

უმეტესობა ჩვენგანი საბჭოთა კავშირიდან მოდის, თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაბადებულებიც კი გრძნობენ მის გავლენას. ჩვენ გამუდმებით გვესმის სსრკ-ში დაბადებული ხალხისგან, თუ რამდენად კარგი იყო იქ ცხოვრება. ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ჩვევა სწორედ იქიდან მოდის. მაგრამ კარგია ეს? ამ ცუდმა ჩვევებმა შეიძლება ახლაც კი უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე, თუ ამას არ შეცვლით.

ჩემი მეგობრის ბებია მთელი ცხოვრება აგროვებდა ულამაზეს ტანსაცმელს, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევისთვის იყო განკუთვნილი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასე აკეთებდა უამრავი ადამიანი, ვინც სსრკ-ში ცხოვრობდა. როდესაც ბებია გარდაიცვალა, მისმა ოჯახმა დაიწყო იმ ნივთების გადარჩევა, რომლებსაც ბებია ამდენი წლის განმავლობაში აგროვებდა. რა გასაკვირი იყო, როდესაც გაირკვა, რომ უამრავი ახალი ნივთი სრულიად ჩაუცმელი იყო. ჩვენ შევადგინეთ ყველაზე პოპულარული ჩვევების სია, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გადმოგვეცა.

მავნე ჩვევები საბჭოთა კავშირიდან

სსრკ-ს დროინდელ ჩვევებს სრულიად ლოგიკური საფუძველი აქვს. სრული დეფიციტის დროს ადამიანები ვალდებულნი იყვნენ დაეზოგათ და თავი შეეზღუდათ უამრავ რამეში. მაგრამ თანამედროვე სამყაროში არ არის საჭირო დაზოგვა და საკუთარი თავის დაჩაგვრა. არის სხვა დესტრუქციული ჩვევებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირმა გვაჩუქა. ჩვენ შევადგინეთ ყველაზე პოპულარული ჩვევების სია.

ეს დღესასწაულისთვის არის

იმის გამო, რომ სსრკ-ში ძნელი იყო ლამაზი ჭურჭლისა და გემრიელი პროდუქტების მოპოვება, ყველაფერი საუკეთესო ინახებოდა დღესასწაულებისთვის. დეფიციტურ საკვებს საკუჭნაოში ინახავდნენ და მხოლოდ ახალ წელს ან დაბადების დღეებზე გამოჰქონდათ. ბროლისა და ფაიფურის ჭურჭელი კარადაში მტვერს აგროვებდა, თავად კი კერამიკის ჭურჭელს იყენებდნენ. გარდა ამისა, პულტი ყოველთვის ცელოფანში იყო, ავეჯს კი გადასაფარებლები ეფარა.

ზედმეტია იმის თქმა, რომ ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამ პრინციპით ცხოვრობდა, სწორედ ის განსაკუთრებული დღე, რომლისთვისაც მთელი ეს ნივთები ინახებოდა, არასოდეს დამდგარა. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ საუკეთესო დღე – არის სწორედ დღეს.

“ნადია, რატომ ხარ ასე გამოწყობილი?”

გახსოვთ, როგორ წარმოთქვა ეს ფრაზა ფილმის “ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი” გმირმა, როდესაც ირინა მურავიოვას პერსონაჟი სამსახურში ახალი ტანსაცმლით მივიდა? ეს ნათლად აჩვენებს საბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობის დამოკიდებულებას საგნებისადმი. გარდა იმისა, რომ ლამაზი და ელეგანტური სამოსი ძნელი საყიდელი იყო, ასევე არ მიღებული მისი ყოველდღიურად ჩაცმა. ლამაზი კაბები და კოსტიუმები დღესასწაულებისა და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ინახებოდა, ხოლო ყოველდღიური ტანსაცმელი უბრალო და სტანდარტული იყო.

ახლა ლამაზი ტანსაცმელი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, დაწყებული ბაზრის ბიუჯეტური სეგმენტიდან, დამთავრებული ძვირადღირებული სამოსით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თქვენი გარეგნობა დიდწილად განსაზღვრავს თქვენს განწყობას. ატარეთ ლამაზი ტანსაცმელი, რადგან მათთვის სხვა სიცოცხლე აღარ გექნებათ.

სახლისთვის დავიტოვებ

ვინაიდან ტანსაცმელი დეფიციტური იყო, მას გაცვეთამდე იცვამდნენ. და თუ შარვალი ან მაისური უკვე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, მათ არ ყრიდნენ, რათა სახლში ჩაეცვათ. რა თქმა უნდა, იქ ხომ არავინ ხედავს. ასე გადიოდა საბჭოთა ადამიანის ცხოვრება – შეკერილ და გახუნებულ სამოსში.

ახლა ყველას აქვს საშუალება, რომ სახლისთვის შეიძინოს იაფი, მაგრამ ლამაზი და კომფორტული სახლის სამოსი. ეს საშუალებას გაძლევთ მუდმივად იქონიოთ ამაღლებული განწყობა და არ გეშინოდეთ სტუმრების მოულოდნელი ვიზიტის, ან არ მოგერიდოთ მაღაზიაში წასვლა.

იქნებ გამოგვადგეს

რადგან ბევრი რამის საჭირო მომენტში შოვნა შეუძლებელი იყო, სსრკ-ში არაფერს ყრიდნენ. ამ ყველაფერს ერქვა საერთო ფრაზა “იქნებ გამოგვადგეს”. ამიტომ, ჩაის და ორცხობილების ქილები და ყუთები, უცხოური პარკები და ლამაზი შეფუთვები მეორე სიცოცხლეს იძენდნენ. გარდა ამისა, აგარაკზე ან აივანზე ინახებოდა გადამწვარი ტელევიზორები, უფეხო თოჯინები, დაჟანგული ქვაბები და მსგავსი ნაგავი.

რა თქმა უნდა, ამ ნივთების უმეტესობა აღარასოდეს გამოიყენებოდა და უბრალოდ ადგილს იკავებდა. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა არ შევინახოთ გატეხილი ნივთები, რომლებიც აბინძურებს სივრცეს. გახსოვდეთ, რომ ახალი არ მოვა მანამ, სანამ ძველს არ გადააგდებთ.

თეფში უნდა გაასუფთაო!

ჩვენი ბებიები, რომლებმაც ჯერ შიმშილი გადაიტანეს შემდეგ კი დეფიციტი, საჭმელს არასოდეს ყრიდნენ. ისინი ყველაფერს უკანასკნელ ნამცეცამდე მიირთმევდნენ. თანაც ზოგჯერ გაფუჭებულ ან უგემურ საჭმელსაც კი ჭამდნენ. ამიტომაც გვასწავლიდნენ, რომ თეფშზე არაფერი უნდა დაგვეტოვებინა. მაგრამ ახლა რეალობა შეიცვალა.

ამას გარდა, ზედმეტის ჭამამ, როდესაც არ გინდა, შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გახსოვდეს, რომ შენი ორგანიზმი ნაგვის ურნა არ არის.

დედის მეგობრის ვაჟი

ის, რომ საკუთარი შვილები არ უნდა შეაქო, ეს ჩვევაც სსრკ-დან მოდის. მაშინ ეს კეთდებოდა იმ მიზნით, რომ გადამეტებული ქების შედეგად, ბავშვი ზედმეტად ამპარტავანი და თავდაჯერებული არ გაზრდილიყო. ჩვენთვის მაგალითად მოჰყავდათ სხვა ბავშვები და ფიქრობდნენ, რომ ეს ჩვენთვის მოტივაცია იქნებოდა წარმატებების მისაღწევად. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ასეთი პრინციპები დაეხმარა დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების რამდენიმე თაობის აღზრდას, რომლებსაც არ სჯერათ საკუთარი ძალების და დამოკიდებულნი არიან სხვების აზრზე.

ახლა ვიცით, რომ მშობლების ქება ბავშვისთვის ბევრს ნიშნავს. ის ეხმარება პატარა ადამიანს თავს საჭიროდ გრძნობდეს ამ სამყაროში. ასე რომ, აქეთ თქვენი შვილები. სხვათა შორის, თუ ბავშვობაში დედაშენის მეგობრის ვაჟს ან მეზობლის გოგოს გადარებდნენ, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება.

რას იტყვის ხალხი?

ეს არის მთელი საბჭოთა ხალხის ერთ-ერთი მთავარი უბედურება, რომელიც ჩვენს რეალობაშიც შეუფერხებლად გადმოვიდა. წუხილი იმაზე, თუ რას იტყვიან მეზობლები, კოლეგები, მეგობრები და უბრალოდ გამვლელები, ერთგული თანამგზავრი იყო საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობისთვის. ეს ვრცელდებოდა სიტყვებზე, ქმედებებზე, გარეგნობაზე და ჩვევებზე. იმ დროს ნებისმიერი შეცდომისთვის შეიძლებოდა პარტიულ კრებაზე საყვედური მიგეღო, რაც აბსოლუტურ ნორმად ითვლებოდა.

ახლა დრო შეიცვალა, ამიტომ საკუთარი ინტერესებისა და საზღვრების დაცვა ჩვეულებრივად მოვლენად ითვლება. დაიმახსოვრე, რომ შენს შესახებ სხვისი აზრი მხოლოდ მისი საქმეა და არა სამოქმედო სახელმძღვანელო შენთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს