თითოეულ ჩვენგანს მოსწონს დროის გატარება ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში. ამავდროულად, კარგი იქნებოდა, რომ თავადაც ასეთად ითვლებოდე ირგვლივ მყოფთა შორის. დამკვიდრებული რწმენის საპირისპიროდ, გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობები შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ კანტის ნაწარმოებების ზეპირად ცოდნით ან კვანტურ მექანიკაზე საუბრით. არსებობს თვისებები, რომლებიც ადამიანის ინტელექტის მაღალ დონეზე უფრო მეტად მიანიშნებს, ვიდრე აკადემიური ცოდნა.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდა შესაფერის ადამიანს. მას სურდა პარტნიორი, რომელიც არ იქნებოდა მოსაწყენი, მაგრამ გონებით იქნებოდა გამორჩეული. მაგრამ ერთი გამორიცხავდა მეორეს. მას ჩვენი მეგობარი ფსიქოლოგი დაეხმარა. მან გვითხრა, თუ რა თვისებები დაგვეხმარებოდა ადამიანში ინტელექტის მაღალი დონის ამოსაცნობაში. გასაკვირია, მაგრამ, მას ეს რჩევები დაეხმარა.
როგორ ამოვიცნოთ ინტელექტის მაღალი დონე
ფსიქოლოგების ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, გონიერი ადამიანის რამდენიმე გარანტირებული მაჩვენებელი არსებობს. უფრო მეტიც, ამ კრიტერიუმების გამოყენებით შეგიძლიათ შეამოწმოთ როგორც თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ასევე საკუთარი თავი.
რა თვისებები და ჩვევები განასხვავებს გონიერ ადამიანს?
შიდა დიალოგის წარმართვის უნარი
ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ღრმა შიდა დისკუსიების წარმოება, გამოირჩევიან ინტელექტის მაღალი დონით. ამ ადამიანებში არის დაუსრულებელი დიალოგი, რომელიც ზოგჯერ ხმამაღლა გრძელდება. ამიტომაც ასეთ ადამიანებს რაიმე პრობლემის გადაჭრისას ხშირად შეუძლიათ საკუთარ თავთან საუბარი.
ამ ადამიანებს ძალიან ეხმარება შიდა დიალოგის წარმართვის უნარი. მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაანალიზება და დასკვნების გამოტანა, რაც სხვებზე წარმოუდგენლად ჭკვიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებს. მათი აზრები უფრო სტრუქტურირებული ხდება, რაც შემდგომში დაზოგავს მათთვის დიდ დროს, რადგან ისინი არ ასრულებენ არასაჭირო ქაოტურ მოქმედებებს.
მარტოობით ტკბობა
ექსპერტები ამბობენ, რომ მარტო ყოფნის უნარი ასევე მიუთითებს ინტელექტის მაღალ დონეზე. ამავე დროს, ადამიანი არ განიცდის დისკომფორტს და ყოველთვის იცის, რით უნდა დაკავდეს. მას არ სჭირდება გარშემო სხვა ადამიანები ან სხვა გარე სტიმული, რომელიც ქმნის ფონურ ხმაურს. მარტოობის მომენტებში ასეთ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი საქმიანობით დაკავდეს და არ მოიწყინოს.
იუმორის გრძნობა
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგები ერთხმად მიუთითებს იმაზე, რომ კარგი იუმორის გრძნობა ჭეშმარიტად ინტელექტუალური ადამიანის ნიშანია. იუმორი ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლოგიკურ, ვერბალურ და ემოციურ აზროვნებაზე. ამიტომ რაც უფრო დახვეწილია ხუმრობა, მით უფრო მაღალია ადამიანის ინტელექტის დონე.
ცნობისმოყვარეობა
თუ ბავშვობაში გვაინტერესებს აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს გარშემო, მაშინ რაც უფრო ვიზრდებით, უფრო ნაკლებს ვიგებთ. მაგრამ არა ყველას შემთხვევაში. მაღალინტელექტუალური ადამიანი არასოდეს წყვეტს ახლის შეცნობას. ის დაინტერესებულია ახალი ტენდენციებით, სიახლეებით მეცნიერებისა და კულტურის სამყაროდან. სწორედ ასეთი ადამიანები არ ერიდებიან იმის შესწავლას, რაც არ იციან და არ იმალებიან ფრაზების მიღმა, როგორიცაა „ეს ახალგაზრდებისთვისაა” ან „მე ძალიან ბებერი ვარ ამისთვის”. სწორედ ახალი აღმოჩენების ამოუწურავი წყურვილია ის, რაც მუდმივად ინარჩუნებს ადამიანის ტვინს ტონუსში.
კითხვები გლობალურზე
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა, მაგალითად როგორიცაა „რა არის ცხოვრების აზრი?“ შეიძლება სასაცილო იყოს, სინამდვილეში ასეთი კითხვების არსებობა შეიძლება მიუთითებდეს ადამიანში ინტელექტის მაღალ დონეზე. ის ფიქრობს სხვადასხვა ცხოვრებისეული პროცესებისა და მოვლენების ბუნებაზე. ამის წყალობით ადამიანს შეუძლია შეხედოს პრობლემას სხვადასხვა კუთხით და ასევე შეუძლია წინასწარ განსაზღვროს როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში.
ახლა თქვენ იცით, თუ რომელი ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის ინტელექტის მაღალ დონეზე.