ჯერ კიდევ ნეკრასოვმა თქვა ქალზე: „მორბენალ ცხენს გააჩერებს და ცეცხლწაკიდებულ ქოხშიც შევაო“. თანამედროვე ქალები თავად აშენებენ საკუთარ ბიზნესს, ზრდიან შვილებს და სახლებს არემონტებენ. ამასთანავე ვერ ვიტყვით, რომ ცუდად გამოიყურებიან. პირიქით, მოვლილი გარეგნობა, მოდური სამოსი, მოგზაურობა მთელს მსოფლიოში. და მათი უმეტესობა გაუთხოვარია. შეიძლება ოდესღაც იყვნენ, მაგრამ ქორწინების ინსტიტუტის მიმართ რწმენა რომ დაკარგეს, წვნიანების კეთებისა და წინდების რეცხვის ნაცვლად თვითგანვითარების გზა აირჩიეს. თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: რისთვის სჭირდება ქალს მამაკაცი? ვივიენის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
რატომ გვჭირდება მამაკაცები ოჯახური ცხოვრებისთვის?
მშვენიერი სქესის მრავალი წარმომადგენელი დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობს. ასეთ ქალებს ეცინებათ, როცა მათ მარტოსულებს ეძახიან. ისინი საკუთარ თავს თავისუფალ და თავდაჯერებულ ადამიანებს უწოდებენ. 30 წლის ასაკში მათი უმეტესობა უკვე წარმატებულია კარიერაში ან აქვს საყვარელი ჰობი. ისინი მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, სტუმრობენ თეატრებს, გამოფენებსა და ფილმების პრემიერებს. ასეთი ქალები ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს. მათ ბლოკნოტში უწერიათ ნებისმიერი ხელოსნის ტელეფონის ნომერი. ბოლოს და ბოლოს, ბევრად უფრო ადვილია სპეციალისტის გამოძახება, ფულის გადახდა და პროფესიონალური შედეგით სიამოვნების მიღება, ვიდრე ექვსი თვის მანძილზე თხოვნა, რომ თარო ჩამოკიდონ.
თითოეული მათგანი იმეორებს ამ ყველაფერს მანტრის მსგავსად, დღეში რამდენჯერმე. და მხოლოდ გვიან საღამოს, როცა საქმე აღარ აქვთ და სიჩუმე ისადგურებს, ხანდახან სურთ თავის დადება ძლიერი მამაკაცის მხარზე. მაგრამ ისინი ამ სურვილს ხშირად საკუთარ თავში ახშობენ, რადგან თავისუფლების სული მათთვის უფრო ახლო და გასაგებია. რაღაც მომენტში მამაკაცის, როგორც მარჩენალის და მფარველის როლი თითქოს გაქრა. თანამედროვე მამაკაცების უმეტესობას უბრალოდ არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება ოჯახზე და ქალზე. როდის მოხდა ეს? მეცნიერებიც კი შლიან ხელებს და ამ კითხვას ვერ პასუხობენ.
რისთვის არის საჭირო მამაკაცი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
ჩვენ შევეცადეთ გვეპოვა პასუხი, თუ რისთვის არიან საჭირონი მამაკაცები ფსიქოლოგიასა და ენერგეტიკულ პრაქტიკაში. ბუნებამ შექმნა ადამიანი, როგორც სოციალური არსება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ სხვა ადამიანებისგან სრულ იზოლაციაში. ასეა თუ ისე, ჩვენ ვხვდებით, ვუკავშირდებით და ვურთიერთობთ კაცობრიობის სხვა წარმომადგენლებთან. ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამ ადამიანთან საერთო ინტერესები, ჰობი და სასაუბრო თემები გვაქვს. რაც არ უნდა იყოს, ქალი უბრალოდ ვერ იცხოვრებს საპირისპირო სქესის გარეშე. ფემინისტებმა შეიძლება გააპროტესტონ და თქვან, რომ დაორსულებისთვისაც კი საკმარისია განაყოფიერების კლინიკაში მისვლა. მაგრამ ამ დამოკიდებულებას ჩიხში შეჰყავს კაცობრიობა, როგორც სახეობა.
სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ადამიანის სრული განვითარებისთვის აუცილებელია როგორც დედის, ასევე მამის ჩართულობა. თითოეული მშობელი საკუთარ შვილს საკუთარ უნარებს, ჩვევებსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს უზიარებს. ამაზე საუბრობენ ფსიქოლოგებიც და ეზოთერული პრაქტიკის გურუებიც. ჩვენ შევდგებით ენერგიებისგან და ჩვენში ამ ენერგიების ჰარმონიული ურთიერთქმედებისთვის უნდა მივიღოთ როგორც ქალური, ასევე მამაკაცური ენერგია. ეს არის განვითარების წინაპირობა როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისთვის. როდესაც ვუყურებთ ჩვენს მშობლებს, ჩვენ ქვეცნობიერად ვხვდებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი პარტნიორი იდეალურ შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები არ არიან სოციალურად წარმატებულნი, ბავშვის წინაშეა ანტიპარტნიორის მაგალითი.
ისტორია, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის სიბრძნის მაჩვენებელი
ისტორიას თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ სურათს, როცა მძიმე ლაშქრობების შემდეგ კაცები ნადირობით, ომებითა და დასვენებით იყვნენ დაკავებული. მათი არყოფნის შემთხვევაში, ქალები უვლიდნენ სახლს, ოჯახს, ბავშვებს და ხშირად მთელი სახელმწიფოების მართვას ახერხებდნენ. მაგრამ ძველ დროში ქალებს ჰქონდათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შთაეგონებინათ მამაკაცები საგმირო საქმეების ჩადენისა და წარმატების მიღწევისთვის. თანამედროვე ქალებმა ჯაჭვიდან ამოიღეს მამაკაცების შთაგონების რგოლები. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ყველაფერი სწრაფად. და მამაკაცები, რომლებიც ემოციურად ბევრად სუსტები არიან, ვიდრე ქალები, სწრაფად მოდუნდნენ. შესაძლოა, სადღაც სიღრმეში, განაწყენდნენ კიდეც ქალებზე, მათი ყოვლისშემძლეობის გამო.
ის, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, ძალიან კარგად არის აღწერილი ჯონ გრეის წიგნში „მამაკაცი მარსიდან, ქალი ვენერადან“. ვფიქრობთ, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა იყოს უფროსი კლასების სასწავლო გეგმაში. ის დაეხმარება ახალგაზრდებს გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებიან ბიჭები გოგოებისგან, არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ დონეზე. და რომ უკვე ახალგაზრდა ასაკში დაამყარონ სწორი ურთიერთობები საპირისპირო სქესთან. და შემგომ, რამდენიმე თაობის შემდეგ, კითხვა, თუ რისთვის არიან საჭირონი მამაკაცები, დაკარგავს აქტუალობას. მამაკაცი ქალისთვის არის უსაფრთხოება, სიმყუდროვე და განვითარების შესაძლებლობა. და, ზოგჯერ, სულ ცოტათი, შესაძლებლობა, რომ ქალმა თავი სუსტ და ნაზ ყვავილად იგრძნოს მზრუნველი მებაღის ხელში.