ჩემი თაყვანისმცემლის ზარის შემდეგ ძალიან ავღელდი. როგორც იქნა, ჩემი ივანე მზად არის სერიოზული საუბრისთვის

207

კარგია ბიუჯეტი, რომელიც შედგება ერთდროულად ორი ხელფასისგან ან ორი პენსიისგან. როცა საერთო ყულაბიდან ყველა იღებს იმდენს, რამდენიც სჭირდება. სხვა საქმეა, როცა ოჯახი გადაწყვეტს ცალკე ბიუჯეტის შენარჩუნებას. ნაწილი გადადის საერთო ხაზინაში, დანარჩენი – შენია. ამ ვარიანტებიდან რომელია უკეთესი, განისაზღვრება პარტნიორების შეთანხმების უნარით.

ორი პენსია ერთდროულად

თაყვანისმცემლის ზარის შემდეგ ძალიან ავღელდი და დავიწყე მზადება. ივანემ მითხრა, რომ სერიოზული საუბრისთვის ვყოფილიყავი მზად. ვგრძნობ, მიიღო გადაწყვეტილება. მას სურს ჩემთან გადმოსვლა. მე საკუთარი სახლი მაქვს, ჩემმა შვილებმა შექმნეს ოჯახები და ახლა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრობენ. მისი შვილი კი ახლახან დაქორწინდა. როგორც ამბობენ, დრო მოვიდა.

შესახვედრად კარგად მოვემზადე. გავაკეთე პელმენები დამარილებული ხაჭოთი და კარგი ნაჭერი კარაქი დავადე ზემოდან. მეზობლისგან შინაურული არაჟანი ვიყიდე. ფანჯარასთან დავჯექი და ჩემს საქმროს დაველოდე.

საქმროს იდეა

კარზე ზარის ხმა გაისმა. მოვიდა, ჩემი საყვარელი მამაკაცი. რაიმე ყვავილი მაინც გამოეყოლებინა! დასაწყისი არ მომეწონა.

სტუმარი მდიდრულ სუფრასთან მოვიპატიჟე და მოცხარის ლიქიორი დავუსხი. ჩემმა საქმრომ დიდი სიამოვნებით მიირთვა. როდესაც დანაყრდა, საქმეზე გადავიდა:

-კარგი, ნანა. შენ გაიმარჯვე შენთან გადმოვდივარ საცხოვრებლად, ოღონდ ერთი პატარა პირობით.

რა რომანტიული დასაწყისია! სტუმარმა განაგრძო:

-გაკვირდებოდი. კარგი და ხელმარჯვე დიასახლისი ხარ და კარგი ქალი. მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვარ მოხუცი, ამიტომ მინდა მივყვე ახალგაზრდულ მოდას. ასე მართავენ ახლა ფინანსებს გონივრულად. ამას ჰქვია „ცალკე ბიუჯეტი“!

ამის მოსმენის შემდეგ ხელები გაუგებრობისგან გავიქნიე და ახსნა მოვითხოვე.

-აი ასე. მე მოგცემ ფულს საკვებისა და სინათლისთვის. მგონი 50 ლარი საკმარისი იქნება. დანარჩენს კი ჩემთვის დავიტოვებ. შენც იგივე გააკეთე. შევთანხმდით?

დავფიქრდი. ყურადღებით უნდა გამომეთვალა ყველაფერი. მაგრამ ყოველ დღე ხომ არ მთხოვს ხელს მამაკაცი კარგი სამხედრო პენსიით. ამიტომაც დავთანხმდი. ივანემ მაშინვე დათვალა კუპიურები, მაგიდაზე დაყარა და წელზე ხელი შემომხვია. თავი გავითავისუფლე. სადილის მომზადების შემდეგ დაღლილი ვიყავი და აღარც რომანტიკული განწყობა მქონდა.

შევთანხმდით, რომ მეორე დღეს შევხვდებოდით და სახლში გავაცილე. ცივი გონებით დავიწყე გამოთვლების გაკეთება. მაშ ასე, რა დამიჯდა დღევანდელი სუფრა? ძროხა არ მყავს. ამიტომ რძის პროდუქტებს ვყიდულობ ჩემი მეზობლისგან: არაჟანი, ხაჭო და რძე. ხაჭო კილო – 10 ლარი, არაჟანი – 8 ლარი. ასევე კარაქი 50 ლარი. პლუს ფქვილი, ლიქიორი. ჩემი დრო. ასე რომ, აღმოჩნდა, რომ ხარჯმა ივანეს მოცემული ფულის ნახევარი შეადგინა. დამატებით დესერტიც უნდოდა!

იქნებ ის გამოთვლებში შეცდა, ან მე მეშლება რამე? მაგრამ მე უკვე მივეცი თანხმობა, ამიტომ მომიწევს ყველაფერზე დალაპარაკება და თავის დაღწევა.

დილით ჩემი საყვარელი მამაკაცი მოვიდა სტუმრად, გუშინდელი დესერტის მიღების მოლოდინით. მაგრამ მე მაშინვე საქმეს შევუდექი:

-ნახე, – ვეუბნები მე. – გუშინ მე 25 ლარად გაგიმასპინძლდი. დღეს საუზმედ მაქვს ახალი კარტოფილი ნივრით, კამით და არაჟნით. სოკოს მარინადი და შენი საყვარელი შავი პური მზესუმზირით. ესეც მინიმუმ 25 ლარის არის. და ეს მხოლოდ საუზმეა. გამოდის, რომ სიადილისთვისაც გეყოფა თანხა, მაგრამ საუზმისთვის შეიძლება პრობლემა გაჩნდეს.

ორი პენსია ერთდროულად: პრიორიტეტების განსაზღვრა

საქმროს აშკარად არ მოეწონა.

-მაგრამ შენც ხომ ჭამე ჩემთან ერთად. ასე რომ დაამატე ნახევარი! – აღშფოთდა ივანე.

-მე უკვე შევიტანე ჩემი წვლილი: ყველაფერი მოვამზადე, სუფრა ლამაზად გავშალე. სერვირებისთვისაც მეკუთვნის ფული.

-მოიცადე, მოიცადე! მარცვლეულის ტომრებს მე არ ვეზიდებოდი შენთვის?

-მაშინ მე ბენზინის თანხა გადავიხადე და მერე სადილზე მოგიწვიე. ასე რომ, დავალებული არ ვარ.

-მე ხომ სახლშიც გავაკეთებ რაღაცას? მერე?

-მითხარი შენი ფასი. და მე გეტყვი ჩემსას. რადგან მე შენი ნივთები უნდა გავრეცხო, საჭმელი მოგიმზადო, სახლი დავალაგო, თმა შეგაჭრა, ამისთვის ფულადი ჯილდო მეკუთვნის.

ივანე აღშფოთდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. თავისი ნივთების ჩანთას დაავლო ხელი და კარებიდან გავარდა. მოგვიანებით მეზობელმა გადმომცა მისი „მესიჯი“. მან გამოთვალა თანხა ადრე გაწეული მომსახურებისთვის და მოითხოვა, რომ ყოველი გროში დამებრუნებინა.

ესეც თქვენი მოდა. მე ასე მგონია: თუ გინდათ ორი პენსიის გაყოფა, გააკეთეთ ეს სამართლიანად და გონივრულად. ან იქნებ ჩვენ, პენსიონერები, უბრალოდ ვეღარ მივყვებით ამ მოდას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს