სიგმა მამაკაცი: ვინ არის ეს იდუმალი რაინდი, რომელზეც თანამედროვე პოპ კულტურა გიჟდება? თავნება, ძლიერი, დამოუკიდებელი და სხვებისგან განსხვავებით ის იმალება ჩრდილში და განზრახ გაურბის იმ დიდებას, რაზეც ალფა მამაკაცები ოცნებობენ. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ, რას წარმოადგენს სიგმა მამაკაცების ახალი ფენა და რატომ არიან ისინი ასე მიმზიდველნი.
ადამიანი კატეგორიებად ჰყოფს ყველაფერს, რას მის გარშემოა. მათ შორის საკუთარ თავსაც! ალბათ გსმენიათ ადამიანების (უფრო ხშირად მამაკაცების) დაყოფის შესახებ ალფა და ომეგებად. ისევე როგორც ცოცხალ ბუნებაში, სოციალური იერარქიის სათავეში მეფობენ ალფა მამრები – ქალების ფავორიტები, მდიდარი და ენერგიული ლიდერები. ჯაჭვს ამთავრებენ სუსტი და არასიცოცხლისუნარიანი გარიყული ომეგები.
2010 წელს ამერიკელმა პოლიტიკურმა ბლოგერმა თეოდორ რობერტ ბილმა შემოიღო კიდევ ერთი ტერმინი – სიგმა. ამ „სახეობის” ადამიანი არ ჩამოუვარდება ალფებს მიმზიდველობით, წარმატებულობით და სიძლიერით, მაგრამ მას ნაკლებად აინტერესებს სოციუმის მიერ აღიარება. ეს მარტოხელა მგლები ირჩევენ ცხოვრებას საკუთარი სიამოვნებისთვის, სოციალური ნორმების საწინააღმდეგოდ. არ აგერიოთ სიგმები სოციოპათებში: ისინი ასეთივე მოტივირებულები და ნათელი პიროვნებები არიან, მაგრამ უფრო თავშეკავებულები და არა აგრესიულები.
სიცხადისთვის, გავიხსენოთ კინო. ბრიუს უილისი „კერკეტი კაკალი“, ჯეიმს ბონდი, თორი – ბუნებრივი ალფა მამრები არიან. ჯიმ კერის გმირი ფილმში „ნიღაბი” – ტიპიური ომეგაა. ჯონ ვიკი და ტომ შელბი „ალესილი კეპებიდან“ – იგივე მარტოხელა მგლები სიგმები არიან. ბრწყინვალე, იდუმალი, ძლიერი და მიმზიდველი მამაკაცები.
შემდგომში, ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის ისტორიაში ნახავთ, თუ როგორ იქცევიან სიგმები თავიანთ ბუნებრივ საარსებო გარემოში და რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ მათი საყვარელი ადამიანები.
სიძე, რომელმაც გამოცდა ვერ ჩააბარა
მე და დედაჩემს დალხენილი ცხოვრება არ გვქონია. როცა 14 წლის ვიყავი, მამა სახლიდან წავიდა. სანამ წავიდოდა ორი წელიწადი ვუძლებდით მის ახალ საყვარელს ჩვენს სახლში.
რაღაც მომენტში კი – დედაჩემში სიამაყემ გაიღვიძა და შეყვარებული წყვილი სახლიდან გააგდო. თუმცა ამის შემდეგ სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მე სწავლა უნდა გამეგრძელებინა და მისაღები გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი, დედაჩემს კი – შემოსავლის წყარო უნდა ეპოვა.
დედამ გადაწყვიტა, რომ დროებით თავის დასთან გავეგზავნე, თავად კი ესპანეთში გაემგზავრა სამუშაოდ. ჩვენი ოროთახიანი ბინა გააქირავა და ამ ფულით მამაჩემს მისი ბინის წილის საფასური გადაუხადა.
დედაჩემის და მისი ხასიათის წყალობით გაგვიჩნდა უღრუბლო და უზრუნველი მომავლის შანსი. ის კარგ თანხას გამოიმუშავებდა და ინსტიტუტის ფული გადამიდო. 23 წლის ასაკში მე უკვე მქონდა საკუთარი ერთოთახიანი ბინა, რომელიც დედამ იპოთეკით შეიძინა.
მომავალი საქმროს გაცნობა
აკაკი სამსახურში გავიცანი. 6 თვის შემდეგ მან ხელი მთხოვა და მე დავთანხმდი. ასეთი მამაკაცი რთული მოსაძებნია. მშვიდი, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი და ხვალინდელ დღეში დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ „დასამახსოვრებელი“ სადილის შემდეგ მის მშობლებთან და დედაჩემთან ერთად, უკვე არ ვიცი, იქნება თუ არა ქორწილი…
დედა მომავალი მძახლების გასაცნობად სპეციალურად ჩამოვიდა ესპანეთიდან. მე თავადაც მინდოდა ჩემი საქმროს მშობლების გაცნობა. სადილზე დედამ ყოველგვარი მორიდების გარეშე დაიწყო გამოკითხვა.
გამოიკითხა აკაკი ოჯახის შესახებ თითქმის ყველა წვრილმანი. როგორ, სად და რით ცხოვრობენ. რა გეგმები აქვთ სამომავლოდ? სირცხვილისგან თმის ძირებამდე გავწითლდი. დედისგან ასეთ საქციელს არ ველოდი.
შეხვედრის შემდეგ, უკვე სახლში, ჩემმა მშობელმა საკუთარი ვერდიქტი გამომიცხადა: მას კატეგორიულად არ სურდა აკაკი სიძედ.
სიგმა მამაკაცი: ზრუნვა თუ კმაყოფა?
საქმე ისაა, რომ აკაკის მშობლები ბოლო 6 წლის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. აკაკი – გვიანი ბავშვია. მისი მშობლები თითქმის 60 წლის არიან, დედაჩემი კი მხოლოდ 48 წლის
მათ არასოდეს ჰქონიათ საკუთარი ბინა. ხან დედამთილთან ცხოვრობდნენ, ხან – სიდედრთან. როდესაც ისინი გარდაიცვალნენ, ორივე ბინა გაყიდეს და ფული აკაკის და მის დას გაუნაწილეს. ახლა კი ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ.
ახლა მათ ვაჟი არჩენთ. იხდის ბინის ქირას, ყიდულობს პროდუქტებს და აძლევს ფულს ყოველდღიური ხარჯებისთვის. მშობლები აკაკიზე ლოცულობენ და ამაყობენ მისით.
დედაჩემი კი არ არის კმაყოფილი ამ მდგომარეობით. მიზეზი – აკაკის მშობლები. „ცალკე ოჯახი არ გექნება, შვილო. ის მთელ თავის სიცოცხლეს დათმობს მშობლებისთვის. ისინი კი მუდამ მის კისერზე იქნებიან. რით იცხოვრებ, როცა დეკრეტულ შვებულებაში გახვალ? თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ და აკაკი მათ შენს ბინაში მოიყვანს“.
იქნებ დედა რაღაცაში მართალია, მაგრამ მე მალე 30 წლის ვხდები და მინდა გავთხოვდე. დიდი არჩევანი არ მაქვს. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ სიტუაციის გაკონტროლებას და აკაკის ყურადღებას ჩვენს ოჯახზე გადმოვიტან. ის ჯიუტია და თავნება. მას ძალიან უყვარს თავისი მშობლები, მაგრამ არა ჩვენი ურთიერთობების საზიანოდ!