რაში გამოიხატება ადამიანის გულუხვობა? მაგალითად, ახალგაზრდა, ლამაზმა გოგონამ შეიძლება თქვას, რომ გულუხვი ადამიანი არის ის, ვინც ეგზოტიკურ კუნძულებზე წაიყვანს, საჩუქრებს უყიდის და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს. პენსიონერი გულუხვს უწოდებს დეპუტატს, რომელიც არჩევნების წინ არამხოლოდ წიწიბურას აჩუქებს, არამედ ქათამსაც.
სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გულუხვობა, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვლინდეს ახლობელი ადამიანის მიმართ. ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მიმართ. და არა უცხოების მიმართ, რომელთაც წესიერად არ იცნობ და უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენა გინდა. ზოგჯერ ასეთი აზრები ახალგაზრდებს უჩნდებათ, მაგრამ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი, არასოდეს დაუშვებს ასეთ შეცდომას.
როგორ ვლინდება გულუხვობა
ჩემი უმცროსი ძმა 5 წლის წინ დედაქალაქში გაემგზავრა და რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. რადგან უმცროსს ვეძახი, არ იფიქროთ, რომ ახალგაზრდა, სულელი ბიჭია. ზრდასრული მამაკაცია, რამდენიმე თვეში 37 წლის გახდება. ცოლი არ ჰყავს და დაოჯახებას არც აპირებს. ჰყავს ერთი მეგობარი ქალი, მაგრამ, მისი თქმით, სერიოზული არაფერია. სახლში დაბრუნდა მშობლების მოსანახულებლად, მეზობლების სანახავად და საკუთარი თავის საჩვენებლად. ყოველ შემთხვევაში, მე მეგონა ასე.
ამბობენ, რომ თუ და-ძმა ბავშვობაში გამუდმებით ჩხუბობენ, მაშინ ზრდასრულ ცხოვრებაში განუყრელი მეგობრები იქნებიანო. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ სრული სისულელეა. სკოლის ასაკში, მე და მაქსიმე ხშირად ვჩხუბობდით. ძირითადად იმის გამო, რომ მე სახლის საქმეებიც მევალებოდა და დამატებით მისი მოვლაც. ჩემი ძმა კი თითქოს ამას არ ამჩნევდა და უვარგისივით იქცეოდა. გარშემო ყველაფერს აიგნორებდა, სარკეში საკუთარი გამოსახულების გარდა.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩემს მშობლებს სწორედ მისთვის ეყოთ ფული უმაღლესი განათლების მისაცემად და სწორედ მაქსიმე გაამგზავრეს „დიდ და სასტიკ ქალაქში“ და არა მე. ჩემთვის მხოლოდ სარეცხი მანქანისთვის ეყოთ ფული, რომელიც მზითვის სახით გამატანეს, როდესაც გავთხოვდი. ამაზეც მადლობა. მე ბედნიერ ქორწინებაში ვცხოვრობ, მყავს საყვარელი ქმარი და ორი შვილი. რაც არ უნდა იყოს, ყველა ჩემი აღმასვლა და დაცემა – ჩემი ოჯახის პრობლემაა და ვალდებული არ ვარ მშობლებს ანგარიში ვაბარო. მე ამით ვამაყობ, განსაკუთრებით ჩემი ძმის საქციელის ფონზე.
მაქსიმე ხომ, მასზე დახარჯული დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ დადგა დიდი კაცი. დიახ, ის მუშაობს და კარგ ბინას ქირაობს. მგონი გარკვეული დანაზოგიც აქვს. მაგრამ ისეთი ცხოვრება მოიწყო, რომ თუ რამე, მის გვერდით პარაშუტიც კი არ აღმოჩნდება. მეგობარი ქალი ნამდვილად მიატოვებს კრიტიკულ მომენტში. სამსახურიდან კი ყველას ითხოვენ დროდადრო. არ მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ ნამდვილად ასე ხდება ხოლმე. ადამიანებს მცენარეების მსგავსად ძლიერი ფესვები უნდა ჰქონდეთ. სხვაგვარად, პირველივე სერიოზული ქარი წაიღებთ.
თუმცა მე სხვა რამ მაოცებს. ის თუ როგორ აღმოვჩნდი ჩემი მშობლებისთვის სრულიად უცხო და ზედმეტი, ჩემი ძმის ჩამოსვლის შემდეგ. თავად განსაჯეთ: ჩემს მშობლებს დაბადების დღეზე ვეპატიჟები ალბათ ბოლო ოთხი წელია და ისინი ყოველთვის რაიმე მიზეზს იგონებენ, რომ არ მოვიდნენ. ხან რაღაც სტკივათ, ხან დრო არ აქვთ, ხან – რა. სამაგიეროდ, როგორც კი მათი საყვარელი ვაჟი ჩამოვიდა, ისინი მაშინვე გადაიქცნენ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებად. სადგურშიც კი დახვდნენ. ეს ნორმალურია?
ახლა ის მშობლებთან ცხოვრობს და საერთოდ არ აკეთებს არაფერს. ისინი საჭმელს უმზადებენ, მაღაზიაში დადიან, ვაჟის ჩამოსვლამდე ოთახიც კი დაულაგეს. ჩემს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არასოდეს მიგრძვნია. ბავშვობაში სწორედ მე მავალებდნენ სახლის დალაგებას და საჭმელების მომზადებას. მე იდეალური დიასახლისი უნდა გავმხდარიყავი. ახლა ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ზრდასრულ ქალს დედა და მამა მივლიდნენ.
მაქსიმესთვის ისინი ციდან ვარსკვლავსაც კი მოწყვეტენ. ვიმედოვნებ, რომ ფულს მაინც აძლევს პროდუქტებისთვის. თუმცა, როდესაც კაფეში შევხვდით ერთმანეთს ყავის დასალევად, მან საკმაოდ უპრობლემოდ და სინდისის ქენჯნის გარეშე მითხრა, რომ თანხა შუაზე უნდა გაგვეყო. დედაქალაქში ყველა ასე აკეთებსო, ასეა მიღებული. ასე რომ, არ ვიცი, მშობლებთან რა ხდება.
იმ შეხვედრისას ჩემმა ძმამ რაღაც მიამბო. თურმე ჩვენი მშობლები აპირებენ, რომ ბინა სწორედ მას დაუტოვონ. მე აგარაკი შემხვდება, რომელიც ჩვენგან საათნახევრის გზით არის დაშორებული. მოკლედ, ახალი ისედაც არაფერია.
არა ოროთახიანი ბინა, სადაც ჩემი მობლები ცხოვრობენ, არამედ აგარაკი სადაც მხოლოდ სარეველები, ნაგავი და მაწანწალა ცხოველებია. როგორ მოხდა, რომ სწორედ ეს მერგო მე? ძალიან მარტივად. ჩემი ძმის თქმით, ჩემი მშობლები სრულიად დარწმუნებულნი არიან ჩემს მომავალში. მე მათ უკვე შვილიშვილები ვაჩუქე, სხვა ოჯახში წავედი და გვარიც კი შევიცვალე. წარმოგიდგენიათ?
და მაქსიმეს რომ დასჭირდეს მშობლიურ ქალაქში ცხოვრება, თუ დედაქალაქში არაფერი გამოუვა, შეუძლია უპრობლემოდ დაუბრუნდეს მშობლიურ კედლებს. არც კი გამიკვირდება, თუ ახლა ჩემი მშობლები რემონტს წამოიწყებენ და თან ამისთვის ფულს მე მომთხოვენ. ნუთუ უფროსი ქალიშვილი ოჯახში არაფერს ნიშნავს? რატომ მექცევიან ასე? თავს ვეღარ ვიკავებ და დუმილითაც დავიღალე. ვნახოთ, რას მეტყვიან ჩემი მშობლები, როდესაც ამ საკითხს შევეხები. მათი სიტყვა ბევრ რამეს განსაზღვრავს მომავალში…