7 რამ, რაც გაკარგვინებთ ძალას და ენერგიას . ისინი „წოვენ“ სასიცოცხლო ენერგიას

2017

ჩვენ ხშირად ვხვდებით ქმედებებისა და ვალდებულებების ციკლის ხაფანგში, რომელიც არ გვაახლოებს ჩვენს ნამდვილ სურვილებთან და პირიქით, ხელისშემშლელია. მიუხედავად ჩვენი საუკეთესო განზრახვებისა, საზოგადოების ზეწოლა, მცდარი წარმოდგენა მოვალეობების შესახებ და ჩვენი გარემოს გავლენა ხშირად ჭეშმარიტ გზას გვაშორებს.

როგორც სტივ ჯობსმა თქვა: „თქვენი დრო შეზღუდულია, ასე რომ, ნუ დაკარგავთ მას ფუჭად და ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით”.

იმის გაცნობიერება, რომ თქვენს ცხოვრებაში სიხარულის, ბედნიერების და თვითრეალიზაციის ნაკლებობაა, პირველი ნაბიჯია ცვლილებისკენ. ნამდვილი ბედნიერების საპოვნელად, მნიშვნელოვანია, თავი დააღწიოთ არასაჭიროს და ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ვივიენის დღევანდელ სტატიაში საუბარია 7 რამეზე, რაზეც უარი უნდა თქვათ, რადგან კარგავთ ძალებს და ენერგიას.

1. უცხო ადამიანები

დრო ძვირფასია და მისი დახარჯვა ადამიანებზე, რომლებიც არ შთაგაგონებენ, არ გეხმარებიან ან არ გაინტერესებთ, დროის ფუჭად კარგვაა. ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვინც აამაღლებს თქვენს განწყობას და მოგცემთ მოტივაციას. ხანდახან ნათესავებიც კი შეიძლება მოხვდნენ „არასაჭიროთა“ კატეგორიაში, თუ ისინი ენერგიას გართმევენ და არ მატებენ ხალისს თქვენს ცხოვრებას. შეინარჩუნეთ მინიმალური კონტაქტი ასეთ ადამიანებთან და გაამახვილეთ ყურადღება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

რა ბრძნულად თქვა ოპრა უინფრიმ: „გარს შემოგარტყით მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სიმაღლეებზე ასვლაში დაგეხმარებიან“.

2. არასაჭირო ნივთები და არეულობა

ირგვლივ არეულობა ქმნის არეულობას გონებაში. გადატვირთულმა კარადამ, საკუჭნაომ და არასაჭირო ნივთების გროვამ თქვენს საცხოვრებელ სივრცეში – შეიძლება დაგთრგუნოთ. წესრიგის დამყარება არა მხოლოდ თქვენს სახლს გახდის უფრო მშვიდს, არამედ გაასუფთავებს თქვენს გონებასაც. დიდი სიმართლეა გამონათქვამში: „არეული სივრცე – უდრის არეულ გონებას“.

დაიწყეთ თქვენი ნივთების დახარისხებით და შეინახეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ ან თქვენთვის ღირებულია. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ნაკლებ ხარჯებთან ერთად ცხოვრებას მეტი სიცხადე და სიმშვიდე მოაქვს თქვენს ცხოვრებაში.

3. თავსმოხვეული და უცხო ღირებულებები

საზოგადოება ხშირად აწესებს მოლოდინებს: „ნამდვილი მამაკაცი უნდა…“ ან „ყველა ქალმა უნდა…“ ეს სტერეოტიპები შეიძლება იყოს დამთრგუნველი და შეუსაბამო თქვენი პირადი ბედნიერებისთვის. მნიშვნელოვანია, კრიტიკულად შეაფასოთ ეს დაწესებული ღირებულებები და გადაწყვიტოთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად ღირებული.

მარკ ტვენის რჩევა მარადიულია: „ყოველთვის, როდესაც უმრავლესობის მხარეს აღმოჩნდებით, დროა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ“.

განსაზღვრეთ თქვენი ძირითადი ფასეულობები და მათ მიეცით საშუალება, წარმართონ თქვენი გადაწყვეტილებები.

4. არასაჭირო ურთიერთობა

შეაფასეთ თქვენი საუბრები და ურთიერთქმედება. მეგობრებთან ხანგრძლივი, უმიზნო მიმოწერა, გაუთავებელი დებატები სოციალურ ქსელებში და უსარგებლო კამათი საჯარო ჯგუფებში – ხშირად ძვირფას დროსა და ენერგიას გართმევთ. ამის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინეთ გულწრფელ საუბრებზე, რომელიც საინტერესოს ხდის თქვენს ცხოვრებას.

როგორც დალაი ლამამ თქვა, „ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია”.

ისწავლეთ არაპროდუქტიული დისკუსიების ლამაზად დასრულება და საკუთარი დროის უფრო ღირებულ საქმიანობაზე დახარჯვა.

5. გადაჭარბებული ამბიციები

მიუხედავად იმისა, რომ ამბიციები გვაძლევს მოტივაციას, წარმატებების მისაღწევად, მათ ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ მუდმივი უკმაყოფილება, თუ ისინი არ შეესაბამება რეალობას. ამბიცია უნდა იყოს სურვილი იმისა, რომ დღეს იყო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი და არა სხვების დაჩრდილვის სურვილი.

ჯანსაღი ამბიციები მიზნად ისახავს პიროვნულ ზრდას. როგორც თეოდორ რუზველტმა თქვა: „შედარება სიხარულს იპარავს“. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს, შეეცადეთ გააუმჯობესოთ თქვენი წინა მიღწევები. ყველას არ შეუძლია იყოს გენერალური დირექტორი, მაგრამ ორგანიზაციაში ყველა როლი გადამწყვეტია. შეეცადეთ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს ამჟამინდელ პოზიციაზე და პროგრესიც არ დააყოვნებს.

6. არასწორი პრიორიტეტები

კარგი და მზრუნველი ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის სხვისი საჭიროებების წინ დაყენება, საკუთარი საჭიროებების ხარჯზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ემოციური გადაწვა და უკმაყოფილება. აქ მოქმედებს წესი „ჯერ ჟანგბადის ნიღაბი გაიკეთე, სანამ სხვებს დაეხმარები“.

საკუთარ ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე არ ზრუნვა, საბოლოოდ ამცირებს შენს უნარს იზრუნო მათზე, ვინც გიყვარს. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ახლობელ ადამიანებზე ზრუნვაა.

7. დანაშაულის გრძნობა

დანაშაულის გრძნობა სერიოზული დაბრკოლებაა პიროვნული ზრდისა და ბედნიერებისთვის. თქვენი ცხოვრების შეცვლა გარდაუვლად მოქმედებს გარშემომყოფებზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის გრძნობა. ვთქვათ, თქვენ ხართ დედა და ცოლი, რომელიც მიჩვეულია ყოველ დილით ოჯახისთვის საუზმის მომზადებას. მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ დილაობით იოგათი დაკავება. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილება თქვენს ოჯახში, მაგრამ თქვენ უნდა ახსნათ ყველაფერი გულწრფელად და თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის. ცვლილებები არავის უყვარს, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ იპოვით ამ პრობლემის გადაჭრის გზებს.

როგორც ბრენ ბრაუნმა თქვა: „საზღვრების დასახვის გამბედაობა – ნიშნავს გვქონდეს გამბედაობა, რომ გიყვარდეს საკუთარი თავი, მაშინაც კი, როცა არსებობს სხვების იმედების გაცრუების რისკი“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს