რატომ გაამართლეს „მაცივრის გოგონას“ მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი მისმა მშობლებმა

1573

საშინელი გატაცების ღამეს, წელიწადნახევრის ბავშვის მშობლებმა მისი ტირილი გაიგონეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ქალიშვილი არ დაემშვიდებინათ, იმ იმედით, რომ ცოტას იჭირვეულებდა და თავისით დამშვიდდებოდა.ნიმა კარტერი

1977 წლის 31 ოქტომბერს ოკლაჰომას შტატის ლოტონის მაცხოვრებლები ჰელოუინისთვის ემზადებოდნენ. ადამიანები გოგრებზე კვეთდნენ ბოროტ სახეებს, სახლების კუთხეებში ხელოვნურ ობობას ქსელებს კიდებდნენ და ტკბილეულის ყუთებს ამზადებდნენ, სტუმრებისთვის. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს საშინელი დღესასწაული ნამდვილ კოშმარად გადაიქცეოდა კარტერების ოჯახისთვის.

ბავშვის ტირილი და ცარიელი საწოლი

1977 წლის 1 ნოემბრის ღამეს როუზმა და ჯორჯმა, მათი წელიწადნახევრის ქალიშვილის, ნიმა ლუიზ კარტერის ტირილი გაიგონეს. ბავშვი გვერდით ოთახში ხმამაღლა ატირდა და მშობლები გააღვიძა. თუმცა მათ ამას არანაირ მნიშვნელობა არ მიანიჭეს. გოგონას დედას და მამა ფიქრობდნენ, რომ მათ შვილს უბრალოდ ჭამა ან თამაში სურდა. „იტირებს და დამშვიდდება. არ არის საჭირო მისი განებივრება, პირველივე დაძახებაზე მასთან გაქცევით“, – იფიქრეს მათ. მალე ტირილი მართლაც შეწყდა და წყვილს ისევ ჩაეძინა.

მეორე დილით, გაღვიძების შემდეგ როუზი და ჯორჯი მაშინვე ნიმას ოთახში შევიდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ გოგონას საწოლი ცარიელი იყო. მშობლებმა თავიდან ივარაუდეს, რომ ქალიშვილი აკვნიდან გადმოვიდა და სხვენში ან ბაღში მიიმალა, მაგრამ ბავშვი არსად იყო. ამასთან, ყველა ოთახი დაკეტილი იყო, შესასვლელი კარის საკეტი – ხელუხლებელი. მაშინ წყვილი მიხვდა, რომ ნიმა დიდი ალბათობით გაიტაცეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში დამნაშავე კარადაში იმალებოდა და დროს უცდიდა, როდესაც არავინ შეუშლიდა ხელს მისი საშინელი გეგმის განხორციელებაში.

როუზმა და ჯორჯმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინეს პოლიციას და ოფიცრებმა სასწრაფოდ დაიწყეს ბავშვის ძებნა. ამ დროს მშობლები ადგილს ვერ პოულობდნენ. „რა იქნებოდა, რომ ეს კარადა გაგვეხსნა? რა მოხდებოდა, თუ ღამით შევამოწმებდით, როგორ იყო ჩვენი პატარა? ჩვენს საწოლში წაიყვანდით? – იმეორებდა ნიმას მამა. მაგრამ უკვე ვერაფერს გამოასწორებდნენ და ამიტომ წყვილს დარჩენოდა მხოლოდ რეალობასთან შეგუება და იმედის არ დაკარგვა, რომ მათი ქალიშვილს მალე ჯანმრთელს და უვნებელს იპოვიდნენ.

ძველი მაცივარი მიტოვებულ სახლში და პირველი ეჭვმიტანილები

ერთი თვის შემდეგ ოფიცრები კარტერების სახლში სამწუხარო ამბით მივიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ნიმა ძველ მაცივარში, მიტოვებულ სახლში იპოვეს. გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ექიმების თქმით, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მაცივარში მოათავსეს. ჟურნალისტებმა ბავშვის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილს „მაცივრის გოგონას საქმე“ უწოდეს.მაცივარი, რომელშიც ნიმა კარტერის ცხედარი იპოვეს

იმისდა მიუხედავად, რომ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები უბედურებისგან განადგურებულები იყვნენ, გამომძიებლებისთვის ისინი პირველ ეჭვმიტანილებად იქცნენ. ცხედრის აღმოჩენისთანავე წყვილი სიცრუის დეტექტორის ტესტის ჩასატარებლად გამოიძახეს, რომელმაც მათი უდანაშაულობა აჩვენა. თუმცა, დაკითხვისას როუზმა და ჯორჯმა აღიარეს, რომ ბოლო დროს მათ ოჯახში ბევრი უცნაური რამ ხდებოდა. ნიმას გატაცებამდე ორი თვით ადრე ვიღაცამ მოწამლა მათი ძაღლი, შემდეგ კი სახლში შეიჭრა და საშინელად დაარბია, თუმცა არც ერთო ღირებული ნივთი არ წაუღია.

მოგვიანებით გამოძიება ქალზე, სახელად ტელმა მაკ-კეიგზე გავიდა. ნიმას გაუჩინარებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, ქალმა დაინახა მოზარდი გოგონა, ჟაკლინ რუბიდო, რომელსაც ძალით მიჰყავდა სამ-სამი წლის ორი გოგონა. ისინი ტიროდნენ და სთხოვდნენ გაეშვა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა მათ ვედრებას. კითხვაზე, რატომ არ უამბო ტელმამ პოლიციას ნანახის შესახებ, მან უპასუხა, რომ არ სურდა სხვის პრობლემებში ჩარევა. როგორც გაირკვა, გატაცებული ჩვილები იყვნენ ტყუპები ტინა და მერი კარპიტჩერები, ხოლო რუბიდო იყო მათი ძიძა. გამოძიების დროს გაირკვა, რომ გაბრაზებულმა მოზარდმა ისინი ძველ მიტოვებულ სახლში მიიყვანა და შემდეგ მაცივარში ჩაკეტა. მან, მათ წამოსაყვანად დაბრუნება არ ისურვა.ტინა და მერი კარპიტჩერები

მოგვიანებით, წამოზრდილმა ტინამ თქვა: „მან შეგვიყვანა სახლში, რომელშიც ბევრი ძველი ავეჯი იყო. ის თავად იყო თეთრი და მდებარეობდა რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს. მან მაცივარში შეგვტენა და გვითხრა, ჩუმად ისხედითო. დაგვპირდა, რომ მალე დეიდა მოვიდოდა და ნაყინით გაგვიმასპინძლდებოდა“.

გოგონები სასწაულებრივად იპოვეს. ცოტა ხანში ტინამ შიშისგან ხმამაღლა ტირილი დაიწყო და მიტოვებული შენობიდან არც თუ ისე შორს ქუჩაში მოსეირნე მეზობელმა ბავშვებმა გაიგონეს. მათ არ შეეშინდათ და შიგნით შევიდნენ, შემდეგ კი დები გაათავისუფლეს. პირველ წუთებში ვერც კი მიხვდნენ, რომ ტყვეებიდან მხოლოდ ერთი იყო ცოცხალი. მერი გაიგუდა, ტინა კი გადარჩა პაწაწინა ხვრელის წყალობით, რომელიც სუნთქვის საშუალებას აძლევდა. კითხვაზე, ვინ ჩაკეტა ისინი მაცივარში, გადარჩენილ გოგონა მხოლოდ ჩუმად ჩურჩულებდა: „ჯეკი ბუ, ჯეკი ბუ…”

იმისდა მიუხედავად, რომ გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება, მათ ვერ დაადასტურეს ჟაკლინ რუბიდოს მონაწილეობა. სამი წლის ბავშვის ჩვენების გარდა, პოლიციას მის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნდა. გოგონას კარგი რეპუტაცია ჰქონდა და ამიტომ, მრავალი დაკითხვის შემდეგ, გაათავისუფლეს.

დამნაშავე თუ მოვლენათა მსხვერპლი

ჟაკლინი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. იგი ცდილობდა ზედმეტად არ გამოჩენილიყო საზოგადოებაში, მაგრამ ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი სამუშაოსთვის. 1977 წელს კარტერებმა ის თავიანთი ქალიშვილის, ნიმას, ძიძად მიიყვანეს. გოგონას მშობლების თქმით, ჯეკი მშვიდად და კეთილგანწყობილად გამოიყურებოდა და ამიტომ ისინი ბავშვს მასთან ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ტოვებდნენ, სანამ ისინი სრულ ცვლაში მუშაობდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც რუბიდომ მოგვიანებით მისცა, მან აღიარა, რომ დეტალურად ახსოვდა 1977 წლის 31 ოქტომბრის ის უბედური დღე. „გრილი დილა ოკლაჰომაში მშვენიერ დღეს გვპირდებოდა”, – თქვა მან. ჟაკლინი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა მონაწილეობას ამ საშინელ ტრაგედიაში. გოგონა ამტკიცებდა, რომ იმ დღეს, როდესაც ბავშვი გაუჩინარდა, ის არ იყო ცვლაში და შორს იყო კარტერების სახლიდან. მთელი მისი ფიქრები მხოლოდ ბინგოს თამაშით იყო დაკავებული.ჯორჯ კარტერი ნიმას ფოტოსურათით

გამომძიებელი დევიდსონი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, იხსენებს: „ის ძალიან მშვიდი იყო. თვალებში არასდროს შემოგხედავდა, მზერა ყოველთვის სხვაგან იყო მიმართული, მიწაზე. დაკითხვისას თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა, მაგრამ მერე ჩუმდებოდა. შემდეგ მივხვდი, რომ ის ძალიან გაბრაზებული იყო იმაზე, რომ როცა მისი ყველა მეგობარი ყოველდღე სეირნობდა და მხიარულობდა, ის იძულებული იყო ბავშვებთან ერთად მჯდარიყო, რათა საარსებო წყარო ჰქონოდა“.

ოფიცერმა აღიარა, რომ მას არც ერთი ეჭვი არ ჰქონდა ინციდენტში რუბიდოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუმცა, მთელი ამ წლების განმავლობაში, მან ვერ იპოვა ვერც ერთი პირდაპირი ჩასაჭიდი, რომელიც დაეხმარებოდა მას ჟაკლინის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაში.ჟაკლინ რუბიდო

ნიმას მამა კატეგორიულად არ ეთანხმება ერთადერთ ვერსიას. მისი თქმით, ის ვერ ეგუება იმას, რომ მოზარდი ასეთი სასტიკი დამთხვევის თანამონაწილეა. „არასდროს მიგრძვნია რაიმე საფრთხე მისგან. როცა მოდიოდა, ნიმა როგორც შეეძლო სწრაფად მირბოდა მასთან და ეხუტებოდა, – ამბობდა ის და დასძენდა, – რამდენიმე წლის წინ გაზეთში წავაწყდი სტატიას, სადაც ჯეკი აღიარებდა, რომ იმ დროს იგი არალეგალურ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი სახლისთვის ნაცნობი ადამიანი, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ეს იყო ჯეკი.

მან სიმართლე საფლავში ჩაიტანა

1983 წელს ჟაკლინ რუბიდო გაასამართლეს პირველ საქმეზე, რომელიც ეხებოდა ტყუპ კარპიჩერებს და მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. 22 წლის შემდეგ ქალი ციხეში გარდაიცვალა ღვიძლის კიბოთი. ნიმა კარტერის მკვლელობა მას არ უღიარებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს