მეგობარი გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენი მილიონებით ვტრაბახობთ

365

მე მყავდა საუკეთესო მეგობარი, ის 32 წლის არის, მე 30-ის. მოხდა ისე, რომ მე და ჩემი ქმარი მასზე და მის ქმარზე მეტ ფულს ვშოულობთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით მათ ფულით, ეს კი ყოველთვიური გადასახადივით გამოიყურება. მე მიჩვეული ვარ მეგობრისგან მსგავსი ფრაზის მოსმენას: „შეგიძლიათ გვასესხოთ 400 ლარი თვის ბოლომდე?” თუ ვუპასუხებ, რომ ახლა ეს შეუძლებელია, მას სწყინს.

ვითარებამ პიკს წელს მიაღწია, ჩვენი შვილები პირველ კლასში შედიან. ჩემმა ქმარმა თავისი კავშირები გამოიყენა და ჩვენი შვილი კერძო სკოლაში ისწავლის. მათი შვილი კი – საჯარო სკოლაში დაიწებს სიარულს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ თვითონაც ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდით. მაგრამ ჩემმა მეგობარმა თავი ძალიან დამცირებულად იგრძნო და მითხრა: „თქვენ უბრალოდ თქვენი მილიონებით ტრაბახობთ და გეშინიათ, რომ თქვენს პატარა გამხდარ შვილს ჩვეულებრივ სკოლაში სცემენ“.

უბრალოდ შოკირებული ვარ. არ ველოდი მისგან ასეთ დამოკიდებულებას ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ. ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ასეთი საქციელის შემდეგ ის ჩვენს სახლში აღარ ვნახოო, ძალიან ნეგატიურად განეწყო. როგორღაც მოვახერხეთ ამ სიტუაციის განეიტრალება. ახლა მეორე შვილზე ვარ ორსულად, ვცდილობ არ ვინერვიულო, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. რა თქმა უნდა, მაშინვე გავარკვიეთ, თუ ვის ჯობია მივმართოთ რჩევისა და ორსულობის მართვისთვის. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ ფასიან კლინიკაში.

ეს რომ ჩემმა მეგობარმა და მისმა ქმარმა გაიგეს, ჩვენთან ბრალდებებით მოვიდნენ. მისმა ქმარმა დაიწყო ყვირილი, რომ ის ჩვენ მეგობრებად მიგვიჩნევდა და როდესაც მათ დახმარება სჭირდებოდათ სამედიცინო გამოკვლევის საკითხის გადასაჭრელად (ეჭვი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან დაკავშირებით), ჩვენ უარი ვუთხარით ფულის მიცემაზე და ჩვენი კავშირების გამოყენებაზე. მაგრამ როდესაც პრობლემები შეგვექმნა (ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით), მაშინვე ყველა „ფეხზე დავაყენეთ“ და ფულიც სწრაფად ვიშოვეთ. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა მათი დახმარება.

პრეტენზიების მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდი ქორწილი არ გადავიხადეთ და უბრალოდ ოჯახთან ერთად აღვნიშნეთ რესტორანში. მაშინ ჩემი მეგობარი პირველად განაწყენდა. შემდეგ იყო სიტუაციები, როდესაც ის კვლავ განაწყენებული იყო, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი როგორმე გამომესწორებინა სიტუაცია. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. როცა ცხოვრებაში ყველაფერი ცუდად იყო, ის ჩემთან ცხოვრობდა. როცა მე დამჭირდა მორალური დახმარება, ის ჩემთან იყო. ნამდვილად არ ვიცი, როგორ გადავუსვა ხაზი ათწლიან მეგობრობას იმ ადამიანთან, რომელიც ჯერ კიდევ მიყვარს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე! ძალიან გულდასაწყვეტია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს