პატარა ერთოთახიანი ბინა: დადებითი და უარყოფითი მხარეები

499

მომავალი სახლის არჩევაზე გავლენას ახდენს მრავალი სხვადასხვა ასპექტი (ინდივიდუალური საჭიროებიდან დაწყებული – ფინანსურ შესაძლებლობებამდე). ამის საფუძველზე ადამიანი წყვეტს როგორი საცხოვრებელია მისთვის შესაფერისი: ძალიან დიდი სახლი თუ ერთოთახიანი ბინა.

ნებისმიერი სახლის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთი ტიპის საცხოვრებელი ფართის დადებით და უარყოფით მხარეებზე, როგორიცაა პატარა ერთოთახიანი ბინა.

ერთოთახიანი ბინა: ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე

ძირითადი უპირატესობები

  • ეკონომია. პატარა ერთოთახიანი ბინა უმეტეს შემთხვევაში უფრო ხელმისაწვდომია. ეს ეხება ღირებულებას როგორც შეძენისას, ასევე დაქირავების დროს. გარდა ამისა, ასეთი ბინა საკმაოდ ეკონომიურია, რადგან ბევრად ნაკლები კომუნალური გადასახადის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე, მაგალითად, ორსართულიან სახლში.
  • მოხერხებულობა მოწესრიგებაში. მცირე ფართობის მოწესრიგება და მისი სისუფთავის შენარჩუნება საკმაოდ მარტივია. ერთოთახიან ბინაში ნივთების მოწესრიგებას დიდი დრო და შრომა არ სჭირდება.
  • ორიგინალური გაფორმების იდეები. ყველაზე პატარა სივრცეც კი შეგვიძლია გავხადოთ მაქსიმალურად ფუნქციონალური. ეს კარგი შემოქმედებითი გამოწვევაა ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ყოველი კვადრატული მეტრი გონივრულად გამოიყენონ.

ძირითადი ნაკლოვანებები

  • სივრცის ნაკლებობა. მცირე ფართობი შეიძლება იყოს დიდი პრობლემა მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც აქვთ საკმაოდ ბევრი ნივთი. ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია ყველა მათგანის ასეთ შეზღუდულ სივრცეში მოთავსება და ბინის სუფთა იერსახის შენარჩუნება.
  • პირადი სივრცის ნაკლებობა. მენტალური ჯანმრთელობისთვის, ვისაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდება, ერთოთახიან ბინაში ვინმესთან ერთად ცხოვრება, რა თქმა უნდა, ზღაპრად არ მოეჩვენება. ასეთ ბინაში პრაქტიკულად არ არსებობს საკუთარი თავის იზოლირების საშუალება.
  • მოუხერხებელია ოჯახისთვის. როცა შვილები გყავს, პატარა სახლი საკმაოდ არაპრაქტიკულია. ფსიქოლოგების აზრით, ასკთან ერთად, ბავშვს სჭირდება საკუთარი სივრცე (ანუ ოთახი). დამატებითი სივრცის არარსებობის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი ხდება.
  • სტუმრების მიღების სირთულე. სივრცის ნაკლებობის გამო (ცალკე ოთახი ან დამატებითი საწოლი) სახლში მეგობრების ან ოჯახის წევრების ღამე დარჩენის შეუძლებლობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც ერთოთახიანი ბინების მფლობელები აწყდებიან.

რა თქმა უნდა, საცხოვრებლის არჩევისას აუცილებელია ინდივიდუალური პრეფერენციებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ასევე, საჭიროა დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებთ, რომელი ვარიანტი იქნება თქვენთვის საუკეთესო: პატარა და მყუდრო ერთოთახიანი ბინა თუ ფართო, მაგრამ საკმაოდ ძვირი ბინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს