ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ ჩემს დედამთილს ძალიან ეჩქარება აგარაკზე. ამბობს, რომ მეზობლებმა უკვე ხეების შეთეთრებაც კი მოასწრეს და ჩვენს აგარაკზე კი ჯერ კატასაც არ გაურბენიაო. კატა რა შუაშია, არ ვიცი, მაგრამ მოგვიწია საყვარელი ნათესავის სოფელში წაყვანა აივანზე მოყვანილ ჩითილებთან და ახლად ნაყიდ სათეს მასალასთან ერთად. მან სადღაც ამოიკითხა, თუ როგორ უნდა მოიყვანო მსხვილი სტაფილო და სურს, რომ თავადაც სცადოს.
სტაფილოს დასათესად შესაფერისი დღეები ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ჩემი დედამთილი აგარაკზე გამონახავს თავისთვის საქმეს. მე კი გადავწყვიტე შემესწავლა ინფორმაცია გიგანტი სტაფილოს მოყვანასთან დაკავშირებით და სიამოვნებით გაგიზიარებთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.
როგორ მოვიშოროთ სტაფილოს მოსავლის მთავარი მტერი
ნაკვეთში სტაფილოს მთავარი მტერია სტაფილოს ბუზი. იმისთვის, რომ მისი მადის გამო მოსავალი არ დავკარგოთ, მწვანე ფოთლები სპეციალური ხსნარით უნდა დამუშავდეს. მის მოსამზადებლად 10 ლიტრ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი შავი ან წითელი წიწაკა. მორწყეთ რიგები მომზადებული სითხით. მომზადებული სითხის ეს რაოდენობა საკმარისი იქნება 10 კვ მეტრისთვის. დამუშავება უნდა ჩატარდეს პირველი ამოთხელების დროს.
მეორე ამოთხელების შემდეგ 10 ლიტრ წყალში გახსენით 3 გრამი მანგანუმი და 3 გრამი ბორის მჟავა. მორწყეთ სტაფილოს რიგები ამ ნარევით. ეს რაოდენობა საკმარისია 3 მ². 20 დღის შემდეგ პროცედურა უნდა განმეორდეს. მანამდე კი რიგები უბრალო წყლით მორწყეთ. ეს საშუალება დაიცავს სტაფილოს მავნებლებისგან.
ნაყოფის დახეთქვის თავიდან ასაცილებლად, ნარგავები გაათხელეთ ისე, რომ ყლორტებს შორის მანძილი იყოს 5 სმ.
მარილხსნარი სტაფილოსთვის: რისთვის და რატომ გამოიყენება
იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი სტაფილოს კექსის ცომს უფრო ნაკლები შაქარი დავამატო, სტაფილო უნდა იყოს ტკბილი. მაგრამ ტკბილი სტაფილოს მოყვანა სპეციალური სასუქის გარშე რთულია. სტაფილოს სიტკბოს გაზრდა მავნე ქიმიური საშუალებების გარეშე შესაძლებელია მარილის ხსნარის გამოყენებით.
მარილის სარგებელი სტაფილოსთვის
მარილიანი წყალი ააქტიურებს სასუქს, რომელიც წინასწარ შეაქვთ ნიადაგში. ის ასევე აფრთხობს სტაფილოს ბუზს და თხუნელებს, ზრდის კაროტინის შემცველობას ნაყოფში და რაც მთავარია, სტაფილოს მატებს სიტკბოს.
მოსარწყავად დაგჭირდებათ სათლი, სუფრის კოვზი, მარილი, სპეციალური ბაღის გამფრქვევი (განსაკუთრებით თუ დასამუშავებელი ფართობი დიდია) ან ჩვეულებრივი სარწყავი. ის გამოდგება რამდენიმე რიგისთვის.
ხსნარის პროპორციები
თუ გსურთ სტაფილოს ლპობისგან დაცვა, დაამატეთ 1 ს/კ მარილი 10 ლიტრ წყალს. უნდა დამუშავდეს ტენიანი ნიადაგი, ამიტომ სასუქი უნდა შეიტანოთ წვიმის შემდეგ ან მორწყვისთანავე.
კვებისთვის ვიყენებთ განსხვავებულ რეცეპტს. სათლში ადუღებული წყალი ცოტა გააგრილეთ, მაგრამ ცხელი უნდა იყოს. მასში გახსენით 2 ს/კ მარილი და დაასხით სტაფილოს ფოთლების ქვეშ.
როგორ ვებრძოლოთ მავნებლებს
თუ ბოსტნეულს სტაფილოს ან ხახვის ქინქლა დაესია, გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი. პირველი შესხურებისათვის თითო სათლზე აიღეთ 300 გრამი მარილი, მეორე შესხურებისათვის – 500გრამი. მესამე ჯერზე დაგჭირდებათ 600გრამი. დამუშავებებს შორის ინტერვალი 2 კვირაა.
ფიტოფტორისგან სტაფილოებს ვიცავთ 2 ლიტრი წყლის და 8 სუფრის კოვზი მარილის ხსნარით. ლოკოკინებს მოაშორებს 100 გრამი მარილისა და 1 ლიტრი წყლისგან შემდგარი ხსნარი.
უნდა შეასხუროთ მხოლოდ ფოთლებს!
როგორ დავაჩქაროთ ზრდისა და მომწიფების პროცესი
გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: ერთ სათლ წყალში გახსენით 1 კოვზი მარილი. იმისთვის, რომ სტაფილო უფრო ტკბილი იყოს, ერთ სათლ თბილ წყალში გახსენით 50 გრამი მარილი. ეს ხსნარი დაასხით ფოთლების ქვეშ ან სპეციალურად გაკეთებულ არხებში და არა პირდაპირ ფესვებთან. ასეთი არხები კეთდება ნაყოფიდან 10 სმ-ის დაშორებით.
თხუნელებს ვებრძვით შემდეგნაირად: უბრალოდ ჩაყარეთ ოთხ-ოთხი სუფრის კოვზი მარილი ახლად ამოთხრილ სოროებში და დაელოდეთ ეფექტს.
როდის გამოვიყენოთ მარილის სასუქი
სიტკბოსთვის, სტაფილოს სასუქს ვაძლევთ ზაფხულში, როდესაც ფოთლები ახალი ამოსულია. თუ ნაყოფის ზრდის დაჩქარება გსურთ, დაამატეთ ხსნარი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში.
მავნებლებთან წარმატებით საბრძოლველად, დაამუშავეთ ნარგავები ივნისის დასაწყისში და შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა კიდევ 2-ჯერ, 2 კვირის ინტერვალით.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარილიანი ხსნარი არ არის პანაცეა ყველაფრისთვის. ჩვეულებრივი სუფრის მარილი არის ნატრიუმის ქლორიდი. სტაფილოს კარგი ზრდისთვის კი – ასევე საჭიროა მინერალები, განსაკუთრებით ქლორი, ნატრიუმი და კალიუმი. თუმცა, სწორედ მარილიანი მორწყვა უწყობს ხელს ნებისმიერი ბოსტნეული კულტურების ზრდას. არა მხოლოდ სტაფილოს!