-ჩემი მშობლები ერთმანეთს შორდებიან.
ქმრისგან ამის გაგონების შემდეგ ანას ტელეფონიც კი გაუვარდა ხელიდან.
-ეს, როგორ?
-აი, ასე! სერიოზულად არიან განწყობილნი.
-ლაშა, ეს ხომ ბოდვაა! ამ სიბერეში შორდებიან? იქნებ ყველაფერი დალაგდეს.
-ანა, შენ ვერ გაიგე. მათ ბინის გაყიდვა უნდათ.
-შვილებო, – შეხედა დედამ ვაჟებს. – მამათქვენმა ამ სიბერეში სიყვარულობანას თამაში გადაწყვიტა, ამიტომაც ვშორდებით და ვყიდით ბინას. დიახ, ვიცი, რომ აქედან წილი თქვენც გეკუთვნით, მაგრამ…
-დედა, – ჩვენ ყველაფერი გვახსოვს: ბინის გაყიდვით მიღებულ თანხაზე პრეტენზია არ გვაქვს.
-დიახ, მაგრამ სულ ეს არ არის. თავის დროზე მე და მამათქვენი დაგეხმარეთ სახლების ყიდვაში. და ლევან, თუ შენ შენი სახლი უკვე დიდი ხანია გაყიდე, ლაშა ჯერ კიდევ იმ ბინაში ცხოვრობს.
-დედა, რის თქმა გინდა?
-ახლა თქვენი დროა, რომ დედას დაეხმაროთ ბინის ყიდვაში.
იმავე დღის საღამოს, ლაშამ უამბო თავის ცოლს, რას გულისხმობდა დედა ამ „დახმარებაში“:
-მას ოროთახიანის ყიდვა სურს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, მშობლების ბინა კი მასზე ოდნავ ძვირად გაიყიდება. თანხა თანაბრად უნდა გაიყოს ცოლ-ქმარს შორის.
და თუ მამასთვის ის ფული საკმარისი იქნება (ის, როგორც დამნაშავე მხარე პრეტენზიას საერთოდ არ გამოთქვამს), მაშინ დედას კიდევ თითქმის ამდენის დამატება სჭირდება.
-საიდან აპირებს ამ ფულის მოტანას?
-ჩვენგან უნდა, ჩემგან და ლევანისგან. 50% თითოეულისგან. რემონტის გათვალისწინებით, თითოს 50 ათასი მოგვიწევს.
ანამ გაოცებულმა შეხედა ქმარს.
-ლაშა, სად გვაქვს ამდენი ფული? მაქსიმუმ, 20 ათასი გვქონდეს, ისიც სხვა რამისთვის გვჭირდება.
ქმარი ჩუმად იყო, ანა კი ლაპარაკს განაგრძობდა:
-შენ ნორმალურად არასოდეს გითქვამს, რა თანხით დაგეხმარნენ მშობლები ამ ბინის ყიდვისას.
-მათ შეიტანეს პირველადი შენატანი 30%. მაშინ ეს დაახლოებით 50 ათასი იყო. რემონტი მე გავაკეთე და იპოთეკაც მე გადავიხადე.
-ისინი შენს ძმასაც დაეხმარნენ?
-კი, მეტ-ნაკლებად, მაგრამ ლევანმა სახლი სამი წლით ადრე იყიდა და მაშინ ის თანხა უფრო ნაკლები იყო.
-და ამიტომ არ გამოთქვამთ ძმები პრეტენზიას მშობლების სახლის წილზე?
-ლაშამ თავი გააქნია:
-არა, უარი იმიტომ ვთქვით, რომ ორივემ ფასიანი უმაღლესი დავამთავრეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომელ ინსტიტუტებში ვსწავლობდით, ძალიან დიდი თანხა გამოდის.
-გასაგებია. და ლევანს ეს 50 ათასი აქვს?
-მგონი კი. თავის სიმამრს უნდა ესესხოს.
-მამაჩემს ამხელა ფული არ აქვს, – მწარედ ჩაეცინა ანას.
-მე არც ვაპირებდი.
-მაშინ, რა უნდა ვქნათ?
ლაშამ ამოიოხრა:
-მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ: ბინა უნდა ჩავდოთ და სესხი გამოვიტანოთ. პროცენტი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხზე.
-ან, არ უნდა დავეხმაროთ, – ძლივს წარმოსთქვა ანამ.
-რა?
-ლაშა, შენი მშობლები შენ და შენს ძმას მაშინ გეხმარებოდნენ, როდესაც ამის საშუალება ჰქონდათ. ჩვენ კი ახლა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, საკუთარი ოჯახისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
-მე დედას უნდა დავეხმარო! გესმის, ანა?
ანა წამოდგა:
-მესმის, ლაშა. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ არსებობს ორი გამოსავალი: ან არ უნდა დაეხმარო და ყველა ნათესავისგან გარიყული გახდე, ან დაეხმარო და უახლოესი 5 წლის მანძილზე დატოვო ოჯახი ზედმეტი ფულის გარეშე. მე არც ერთი ვარიანტი არ მაწყობს.
-ეს გასაგებია! – თავი დაუქნია ქმარმა. – მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ?
სამი დღის შემდეგ ანამ მოულოდნელად გამოაცხადა:
-ლაშა, მგონი არის კიდევ ერთი ვარიანტი!
ქმარმა ეჭვის თვალით შეხედა:
-რა ვარიანტი?
-ჩვენ ვყიდით ბინას და თანხის 30%-ს ვაძლევთ დედაშენს, ჩვენ კი იპოთეკით ვყიდულობთ ბინას.
-ლაშამ თავი გააქნია:
-ეს ხომ ბოდვაა. ამას იმდენი დრო სჭირდება, ან რატომ უნდა გავყიდოთ ჩვენი სახლი?
-შენ დედაშენს უბრუნებ თანხას ინფლაციის გათვალისწინებით და ღებულობ წილს ახალ ბინაში, რომელიც შენი ჩადებული ფულის პროპორციული იქნება, პლუს სხვაობის ნახევარს. მეც ვღებულობ წილს ბინაში, რომელიც ჩვენი იქნება. მხოლოდ ჩვენი!
-არ ვიცი.
-სამაგიეროდ, მე ვიცი. მირჩევნია, საკუთარი ბინის საფასური გადავიხადო, ვიდრე მამაშენის ცოდვების!
ბინის ყიდვისას ანამ და ლაშამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას წილების განსაზღვრაზე. საბოლოოდ, ლაშა საერთო ბინაში ¾ წილის მფლობელი გახდა.
ანას კი ძალიან ახარებდა თავისი ¼. თუმცა, უფრო მეტად მას ახარებდა ის, რომ დედამისს აღარანაირი უფლება არ რჩებოდა, რომ მათ ოჯახურ ცხოვრებაში ჩარეულიყო.