რატომ აწუხებს ადამიანს დანაშაულის გრძნობა? ჩვეულებრივ ამ თამაშში ორი ადამიანი მონაწილეობს. ერთს სწყინს, რათა მეორემ სინდისის ქენჯნა იგრძნოს და პატიების სათხოვნელად გაიქცეს. ამავდროულად, განაწყენებული ადამიანი დანაშაულის მათრახს ურტყამს არა ნაკლებ, ვიდე ჯალათი. გულწრფელი პატიების თხოვნა, როდესაც დამნაშავე ხარ, სირცხვილი არ არის. სხვა საქმეა, როდესაც ნებისმიერ წვრილმანს დანაშაულად აქცევენ და გტანჯავენ. ნაცნობია თქვენთვის ეს გრძნობა?
რატომ აწუხებს ადამიანს დანაშაულის გრძნობა
მე და ჩემს დედამთილს ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მთლიანობაში, ის კარგი ადამიანია. გულწრფელი, კეთილი, გულუხვი და თითქოს ჩემს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მაგრამ მას ერთი ცუდი თვისება აქვს, ძალიან უყვარს რაიმეზე განაწყენება და მერე ამ წყენის დიდი ხნით დამახსოვრება.
მე, სამწუხაროდ, მალევე ვერ მივხვდი ამას. თავიდან ამის გამო რამდენჯერმე აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში. რაღაცას ვიტყოდი, ვიხუმრებდი, ჩემი დედამთილი მაშინვე მკიცხავდა. ჩემი დედამთილი ოსტატურად შეატრიალებდა ხოლმე ყველაზე უცოდველ სიტყვასაც კი და საკუთარ თავზე იღებდა. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი პირველი ჭაღარა სწორედ მისი დამსახურებაა.
4 წლის მანძილზე ოსტატურად შევისწავლე მკვეთრი კუთხეების გვერდის ავლა და დედამთილის გარშემო ცალ ფეხზე ცეკვა. თამამად შემიძლია წავიდე პოლიტიკაში. ახლა კარგად ვაკვირდები სათითაო ფრაზას, რომელსაც წარმოვთქვამ. არც ერთი ზედმეტი სიტყვა ოჯახზე, თორემ მწარე გოდებას ვერ ავცდები. მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი რამ: ბავშვების სურდო, კამათი მეუღლესთან მტვერსასრუტის შეძენის თაობაზე.
ჩემს დედამთილს კიდევ ერთი ჩვევა აქვს, სტუმრად გაუფრთხილებლად მოდის. ხანდახან მოსვლამდე ერთი საათით ადრე რეკავს, ხანდახან დარეკვის გარეშე მოდის. მიღებაზე უარის თქმა – წარმოუდგენელია! მასთან კამათი კი ძალიან ძვირი ჯდება. ვთხოვე, რომ რამდენიმე საათით ადრე მაინც გამაფრთხილოს ხოლმე, მაგრამ უშედეგოდ. ასეთი სპონტანური ბუნების ადამიანია. ძალიან ენატრება თავისი შვილიშვილები.
ერთი კვრის წინ საავადმყოფოდან გამოწერეს. ძალიან შეგვაშინა მოულოდნელი ინფარქტით. მას დაუნიშნეს მკაცრი დიეტა და კვება საათების მიხედვით. დააკლდა თუ არა მას ენერგია? არავითარ შემთხვევაში!
გამარჯობა, უხერხულო სიტუაცია!
გასულ პარასკევს, ჩემი დედამთილი, ჩვეულებისამებრ, მოულოდნელად მესტუმრა. საღამო იყო, ბავშვებს ვაჭმევდი. იცით ეს როგორ ხდება? უფროსი, სამი წლის გოგონა ფაფას ფარდებს ესვრის, პატარა წვენს ღვრის, ტირის და ჭირვეულობს. მე კი მათ გარშემო ჯამბაზივით დავრბივარ ჩვრებით, ცეკვებითა და სიმღერებით. ამიტომ, დაქანცულმა დედამთილს ვთხოვე, რომ მისაღებ ოთახში დაგვლოდებოდა.
ჩემი დედამთილი მხოლოდ 5 წუთს გაჩერდა. მოიმიზეზა, რომ საჩქარო საქმე ჰქონდა, კარი გაიჯახუნა და გაიქცა. ინტუიციამ მიკარნახა, რომ სამე ცუდად იყო. თუმცა, ვერაფრით ვერ მივხვდი, რა ვაწყენინე ჩემს დედამთილს ამჯერად.
სიტუაციაში ჩემმა საყვარელმა მეუღლემ გამარკვია, რომელმაც ნახევარი საათის შემდეგ დამირეკა და ყვირილი დამიწყო. დამადანაშაულა იმაში, რომ დედამისისთვის ჭიქა ჩაი დამენანა და მაგიდასთან არ მივუშვი. ეგ კი არა, ონკანის წყალიც კი არ შევთავაზე. „მშიერი ადამიანი მისაღებ ოთახში გაიყვანე, თავად კი ჭამდი?“
ვინ არის დამნაშავე?
გაოცებული დავრჩი. მართალი გითხრათ, არც კი მიფიქრია ჩემი დედამთილის მაგიდასთან მოპატიჟება. ბავშვების საკვების გარდა ვახშმისთვის გვქონდა შემწვარი კარტოფილი, სალათი მაიონეზით, ღორის ხორცი და ახლად გამომცხვარი პური. ეს ყველაფერი მისთვის არ შეიძლება. ჩაი კი, მხოლოდ შავი მქონდა, ძლიერი. მართლაც, მხოლოდ ჭიქა წყლის შეთავაზება შემეძლო მისთვის. მაგრამ ეს როგორ შეიძლება, სირცხვილია. ამიტომ ვთხოვე, რომ მისაღებში დაგვლოდებოდა.
ახლა ქმარმაც და დედამისმაც ხალხის მტრად გამომაცხადა. ორივემ გამომიცხადა ჩუმი გაფიცვა. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ გრძნობს ადამიანი თავს დამნაშავედ უმიზეზოდ და რატომ არ იმსახურებს გულახდილ საუბარს?
რა უნდა გამეკეთებინა? ვიცოდი ჩემი დედამთილის მკაცრი დიეტის შესახებ და მაინც უნდა შემეყვანა მადისაღმძვრელი არომატებითა და აკრძალული საჭმელებით სავსე სამზარეულოში? ეს, როგორც მინიმუმ, არაჰუმანურია. თუ მისთვის ჭიქა წყალი უნდა დამესხა და თავად ჭამა გამეგრძელებინა, როდესაც ვიცოდი, რომ მან ცოტა ხნის წინ ნახევარი კვერცხი შეჭამა და ეს იყო მთელი მისი საჭმელი უახლოესი საათებისთვის?
მე ნამდვილად დავიბენი იმ მომენტში, ახლა კი არ ვიცი, როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა მშვიდობიანად.