„რაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, დაგეხმარები ბინის საკითხში! ”

531

იანვარი

ეკატერინე მარტო იჯდა ადგილობრივ კაფეში დიდ მაგიდასთან. თითქმის ყველა მისი ნათესავი დიდი ხნის წინ წავიდა, მას კი ადგომაც კი უჭირდა.

მას მიუახლოვდა ირმა, მისი მული, და ქვრივს მხრებზე მოეხვია:

-ეკა, წასვლის დროა. კაფე იკეტება.

-ვიცი, კიდევ ვიჯდები ცოტა ხანს.

-ოჰ, რა სამწუხაროა, – შეხედა მულმა რძალს, – ლაშა კარგი ადამიანი იყო. გულუხვი და ბრძენი. ასეთები ყოველთვის მოულოდნელად მიდიან.

ეკატერინე დუმდა. მარტო ამ დღის მანძილზე ასჯერ მოისმინა ეს ყველაფერი.

მხოლოდ ეკატერინემ იცოდა, როგორი იყო ლაშა. თითქოს იცოდა, მეორე ბინის ყიდვას ჩქარობდა! ის გამუდმებით ამბობდა: „ამ ბინაში ვიცხოვრებთ, ერთოთახიან ბინას კი გავაქირავებთ, რათა შვილს სწავლის საფასური გადავუხადოთ. ახლა კი…

ამასობაში მული განაგრძობდა:

„ლაშას წილი ჰქონდა დედის სახლში და ნაკვეთებში. გამოდის, რომ ახლა მემკვიდრე ხარ?

-ასე გამოდის.

„ლაშასთან შეთანხმება გვქონდა, რომ ნაკვეთში ჩავდებდით ინვესტიციას და სახლს მოვაწესრიგებდით. და რადგან ძმა აღარ არის, მაშინ აშკარად მარტოებს მოგვიწევს ამის გაკეთება.

-მე არ მაინტერესებს თქვენი საგვარეულო ბუდე.

-მეც სწორედ ამას ვამბობ. იქნებ წილი დაგვითმო?

-რას გულისხმობ „დათმობაში“?

-ნათესაურად, – მოლბა ირმა. – ჩვენ რომ არ დავიხარჯოთ და შენც არ მოგიწიოს ამ ტვირთის ტარება.

-ირმა, რა გინდა?

-ლაშას წილი დაგვითმე. შენ მაინც არ გჭირდება!

-დაგითმობთ.

-ეს სწორი საქციელია! – გაუღიმა მულმა.

-ავიღებ საბუთებს, შევაფასებინებ, გავარკვევ ფასს და ამ ფასად დაგითმობთ.

-რა?

-დიახ. თქვენ ხომ საგვარეულო ბუდისთვის არაფერი გენანებათ? ფასს არ გავზრდი. გავყიდი შეფასების ფასად.

-გინდა რომ მოგვყიდო?!

-აბა, ხომ არ გაჩუქებთ! ღარიბი ხალხი არ ხართ, გაქვთ საკუთარი სახლი. სიამაყეც გაქვთ, ვიცი. საწყალ ქვრივს ხომ არ წაართმევთ ქონებას?! ასე რომ, ყველაფერს ღირსეულად გავაკეთებთ.

-იცი რა? დაბრუნდი შენს ქალაქში! ყველაფერს შენს გარეშე გავარკვევთ!

-ირმა, მოიფიქრეთ შენ და შენმა ქმარმა. თქვენ უკვე რამდენი ჩადეთ ამ საქმეში. ნახევარ გზაზე ხომ არ მიატოვებთ? მარტისთვის კი ფასი უკვე მეცოდინება.

ივნისი

ეკატერინეს გაუკვირდა, როცა მიხვდა, რომ ირმა რეკავდა. მარტის შემდეგ, როდესაც მან და მისმა ქმარმა იყიდეს ქმრის წილი „საგვარეულო სახლში“, მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ.

-გამარჯობა!

-გამარჯობა, ეკა! როგორ ხარ?

-ნორმალურად.

-დიდი ხანია არაფერი მსმენია. კარგად ხარ?

-კი.

-ჩვენ სასიხარულო ამბავი გვაქვს! ილიამ, ჩემმა შვილმა, სკოლა წარმატებით დაამთავრა და დედაქალაქის დაპყრობა გადაწყვიტა.

-მშვენიერია, – თქვა ეკატერინემ რაც შეიძლება ოპტიმისტურად. ის უკვე მიხვდა, რისთვის რეკავდა ირმა, მაგრამ არ სურდა მოვლენების დაჩქარება.

-მან უმაღლესში ჩააბარა. ფასიანზე, რა თქმა უნდა.

-გასაგებია.

-ბინების ფასები რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა. საერთო საცხოვრებელში, რომ იცხოვროს არ მინდა, ჩემი შვილი ჭკვიანია, მას მეცადინეობისთვის სიჩუმე სჭირდება.

-ხო, რა თქმა უნდა – ეკამ ტკბობაც კი დაიწყო საუბრით.

-გამახსენდა, რომ შენ ბინა გაქვს, რომელსაც აქირავებ. გამოდის, რომ შეგიძლია დაგვეხმარო. აგვისტოსთვის გვჭირდება. შეძლებ?

-კი, რა თქმა უნდა. აგვისტომდე შემიძლია ბინის დაცლა.

-ოჰ, მშვენიერია! გმადლობთ! თორემ ისედაც დიდი გადასახადი გვექნება ინსტიტუტში და კარგია, რომ ბინის ქირის გადახდა მაინც არ მოგვიწევს!
-მოიცა! – შეაწყვეტინა ეკატერინემ ნათესავს. – რას გულისხმობ „გადახდა არ მოგვიწევს“?

-შენ ხომ ფულს არ გამოგვართმევ, არა?

-რა თქმა უნდა, გამოგართმევთ. იმავე თანხას, რასაც ახლა ვიღებ მოიჯარეებისგან.

-როგორ თუ „იმავე თანხას?“ ჩვენ შენი ნათესავები ვართ. ან სად გვაქვს ბინის ქირის ფული?

-და როგორ აპირებდით ილიას ქალაქში გაგზავნას?

-შენი დახმარების იმედი გვქონდა.

-მე დაგეხმარებით. თანხას წინასწარ არ გამოგართმევთ და არც ბოლო თვის გადასახადს არ გადაგახდევინებთ. მნიშვნელოვანი ეკონომია გამოდის!

უცებ ირმა აყვირდა:

-სინდისი არ გაქვს? ფულს როგორ გვთხოვ?

-შენ თუ გაქვს სინდისი, რომ ჩემს ბინაში უფასოდ ცხოვრებას მთხოვ? ამ ფულით მე ჩემი შვილს სწავლის საფასურს ვუხდი. არ ვარ მზად მისი განათლების საკითხი რისკის ქვეშ დავაყენო იმის გამო, რომ ილიამ უფასოდ იცხოვროს.

-როგორც ჩანს, ქალაქი თავში აგივარდა ეკა. ლაშა ცოცხალი რომ ყოფილიყო საკუთარ ადგილს მოგიჩენდა!

ეკატერინემ თეატრალურად ამოიოხრა:

-კარგი, თუ არ გინდა ჩემი ბინის დაქირავება, სხვა ვარიანტი მოძებნე. ნახვამდის.

ამის შემდეგ, გარდაცვლილი მეუღლის მხრიდან ნათესავების ზარები შეწყდა.

ეკატერინემ დიდი შვება იგრძნო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს