რა სარგებელის მოტანა შეუძლია სახამებელს ნერგებისთვის,ნეტა აქამდე მცოდნოდა

2161

ჩემმა დედამთილმა ძალიან ბევრი ისაუბრა კარტოფილის სახამებლის სარგებლობის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებასა და თავის მოვლაში. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მან შემთხვევით დაინახა ჩემი სახის ნიღბის ფასი. რა თქმა უნდა, კანის მოვლის საშუალებებზე არ ვზოგავ, მაგრამ მცენარეებისათვის სინდისის ქენჯნის გარეშე ვიყენებ ხელნაკეთ სასუქებს. სახამებელი ხომ უფრო სასარგებლოა ნერგებისთვის, ვიდრე ნებისმიერი ქიმიური საშუალება!

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ კარტოფილის სახამებელი სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზმისთვის, არამედ ნერგებისა და ოთახის მცენარეებისთვისაც. ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ ჯანსაღი, ძლიერი ქოთნის მცენარეები. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვიმარაგებ სახამებელს მომავალი გამოყენებისთვის. ვიყენებ გაზაფხულზე – ნერგების დარგვის და ოთახის ყვავილების გადარგვის დროს.

რატომ ვამატებ კარტოფილის სახამებელს ნიადაგში ნერგების გადარგვის დროს?

ყოველი წლის თებერვალში ვიმარაგებ კარტოფილის სახამებლის რამდენიმე შეკვრას. ნერგების თესვას ხომ გაზაფხულის დადგომამდე ვიწყებ. ამ ფხვნილის საფუძველზე მიიღება ეფექტური სასუქი ნერგებისთვის. მისი გამოყენება ძალიან ადვილია, მთავარია ხელი გაიწაფოთ.

პირველ რიგში გიამბობთ, რა სარგებელი მოაქვს სახამებლის სასუქს ნერგებისა და ოთახის მცენარეებისთვის. დავიწყებ იმით, რომ სახამებელს გააჩნია მცენარეებში დაყოვნების უნარი. დროთა განმავლობაში ის გადაიქცევა გლუკოზად, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს მცენარეებზე:

  • 1.იძლევა ენერგიას ზრდისა და სწორი განვითარებისთვის;
  • 2. მუდმივ ადგილას გადანერგვისას მატებს ძალას გადარჩენისთვის.

ბოტანიკოსების აზრით, კარტოფილის სახამებელი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის. უპირველეს ყოვლისა, საუბარია კალიუმსა და ფოსფორზე. ისინი ნერგებს უფრო გამძლეს ხდის არახელსაყრელი პირობების მიმართ, ეხმარება მწვანე მასის ზრდაში და დროულ და უხვ ყვავილობაში.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის სახამებელი მცენარისთვის სასარგებლო სასუქია, მან მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს სხვა სასუქები.

როგორ ვკვებოთ ნერგები სახამებლით

ნერგების გამოკვება კარტოფილის სახამებლით უნდა მოხდეს სეზონის განმავლობაში 2-ჯერ, მის გამოყენებას შორის 14 დღიანი ინტერვალის დაცვით. ამ პროცესში უნდა დაიცვათ გარკვეული სქემა:

  • კვება № 1. განახორციელეთ ნერგებზე ნამდვილი ფოთლების გამოჩენის შემდეგ.
  • კვება № 2. განახორციელეთ პირველიდან 2 კვირის შემდეგ. ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ რეკომენდებულია.

სახამებლის სასუქის გამოყენებას გირჩევთ ოთახის მცენარეებისთვისაც, ახალ ქოთანში გადარგვის შემდეგ.

როგორ შევიტანოთ კარტოფილის სახამებლის სასუქი ნიადაგში

მე ვამატებ 1 ჩ.კ. სახამებელს ცალკეულ კონტეინერებში, სადაც მცენარე იზრდება. შემდეგ ფრთხილად ვურევ მიწას და სახამებელს კბილის ჩხირის გამოყენებით. სასარგებლო მიკრო და მაკროელემენტები თანდათან შეიწოვება ფესვთა სისტემის მიერ მცენარისთვის საჭირო რაოდენობით.

თუ გსურთ ნერგების განაყოფიერება, რომლებიც საერთო დიდ ყუთში იზრდება, დაყარეთ სახამებელი ნიადაგის ზედაპირზე თანაბრად თხელი ფენით. შემდეგ, როგორც პირველ შემთხვევაში, შეურიეთ მიწას ხის ჩხირის მეშვეობით. გაფხვიერების შემდეგ აუცილებლად მორწყეთ ნიადაგი წყლით.

სახამებელი შეუცვლელი პროდუქტია მებოსტნეობაში, რომელიც აძლიერებს მცენარეების იმუნიტეტს. ამ იაფი ფხვნილის წყალობით შესაძლებელია ძლიერი, ჯანსაღი ნერგების გაშენება, რომლებიც ნაკლებად მგრძნობიარეა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ და გამოირჩევა ძლიერი ღეროებით. კარტოფილის სახამებელზე მოყვანილი მცენარეულობა უფრო ადვილად იტანს გადარგვას როგორც ახალ კონტეინერში, ასევე ნაკვეთში. ასე რომ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს