გავასუფთავოთ ალუმინის ქვაბი

3011

ჩემი საფირმო ვაშლის ნამცხვრის გაკეთების შემდეგ ყოველთვის რჩება ბევრი ხილის ქერქი. ადრე ამ ნარჩენებით კომპოტს ვამზადებდი და იმავე ნამცხვართან ერთად მივირთმევდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაშლის ქერქის ნახარში უმჯობესია გამოვიყენოთ არა კულინარიაში, არამედ სახლის დასუფთავების დროს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა გაასუფთაოთ ალუმინის ქვაბი ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალების გამოყენებით.

ადრე უკვე გითხარით, რომ ძმარი შესანიშნავად უმკლავდება სიშავეს და უბრუნებს მბზინვარებას ძალიან გაშავებულ ალუმინსაც კი. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდსაც სახლში მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტის წვეთიც არ არის, სამზარეულოს ჭურჭელი კი – მოვლას მოითხოვს? მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ დაამზადოთ საშუალება, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც კონცენტრირებული ვაშლის ძმარი.

როგორ დავამზადოთ ალუმინის ჭურჭლის საწმენდი საშუალება

ეფექტური ნახარშის მისაღებად, არ არის საჭირო ვაშლის ბევრი ქერქი. საკმარისია 2-3 ვაშლი. მათი ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით ძმარმჟავას, რომელიც რეაქციაში შედის ალუმინთან. ეს ხელსაყრელია მზრუნველი დიასახლისებისთვის!

აღმოჩნდა, რომ თურმე ვაშლის ქერქის ასეთ მცირე რაოდენობასაც კი თუ მოაგროვებთ, შეძლებთ სწრაფად მოაშოროთ ქვაბს სიშავე და კვლავ დაუბრუნოთ მბზინვარება. წაიკითხეთ დეტალური ინსტრუქციები და გაიმეორეთ თქვენს სამზარეულოში!

  • გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ ყუნწი და ამოჭრით გული. რბილობი გვერდზე გადადეთ, ნარჩენები კი პატარა ნაჭრებად დაჭერით. მოათავსეთ ისინი ქვაბში, დაასხით წყალი და უბრალოდ დადგით ცეცხლზე.
  • მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ რამდენიმე წუთი ისე, რათა ქერქის სითხე რეაქციაში შევიდეს ქვაბის ზედაპირთან. შედეგად, სიშავე სწრაფად გაქრება და ამ პროცესში სასიამოვნო არომატი გამოიყოფა.

ამრიგად, ნახარში გამოდგება არა მხოლოდ როგორც გამწმენდი საშუალება, არამედ როგორც ბუნებრივი ჰაერის არომატიზატორი სამზარეულოში.

შინაურული ვაშლის ძმრის რეცეპტი

თუ გაქვთ ბევრი ვაშლი, რომლის გათლასაც გეგმავთ, შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოამზადოთ ვაშლის ძმარი. ამისათვის ქერქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გადაიტანეთ ქილაში. დაასხით 1 ლიტრი წყალი, რომელშიც წინასწარ უნდა იყოს გახსნილი 5 ს.კ. შაქარი.

შემდეგ, ქილას დაფარეთ მარლა ან ნებისმიერი ქსოვილი. გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. ხის კოვზით ყოველდღიურად ამოურიეთ ქილის შიგთავსი. ვაშლის ძმარი მზად იქნება, როგორც კი დაბლა დაიწევს და ზედაპირზე ქაფი გაჩნდება. ამის შემდეგ სითხე გადაწურეთ.

ეს ბუნებრივი ხელნაკეთი ძმარი შესანიშნავად გაუმკლავდება სხვადასხვა ზედაპირების გაწმენდას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს