ორი წლის წინ
ელიზაბეთი ტიროდა, ქმარი კი მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ჯანდაბას ეს ბინა, ლიზა! რადგან დედამ ასე გადაწყვიტა, ასე იყოს!
-ბინის გამო კი არ მწყინს! მიზეზის გამო! დედამ სწორედ ასე მითხრა: აკაკის შვილები ჰყავს – ბინას ანდერძით მას დავუტოვებ.
-კარგი ლიზა, ყველაფერი კარგადაა. დარწმუნებული ვარ, დედაშენს შენი წყენინება არ სურდა.
ცოლი ტიროდა. ვერ ხვდებოდა, როგორ უკავშირდებოდა მისი და მისი ქმრის სურვილი შვილების არ გაჩენასთან დაკავშირებით იმას, თუ ვის აჩუქებდა დედა ბინას. იმის გათვალისწინებით, რომ აკაკი დიდი ხანია შორს ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის დედასთან.
ცოტა ხნის წინ
ელიზაბეთმა დედის ბინის კარი გააღო, ფეხსაცმელი გაიხადა და საძინებელში შევიდა.
-დედა, მოვედი.
დედის ოთახში სამი ადამიანი იყო: აკაკი და ორი ექიმი.
ელიზაბეთი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.
ექიმმა ყველაფერი ნახევარ საათში აუხსნა.
-დაავადება პროგრესირებს. მკურნალობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. შესაძლებელია შენარჩუნდეს ან ოდნავ გაუმჯობესდეს მდგომარეობა.
-და როდემდე?
-თეორიულად, რამდენიმე წელი. მხოლოდ ორი პრობლემაა – ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. წამლები, ორგანიზმის სტაბილიზაციისთვის, მხოლოდ უცხოეთიდან. საკმაოდ ძვირი ღირს.
ექიმი წავიდა, ძმამ კი შეაჯამა:
-ეს დასასრულია.
მეორე დღეს აკაკი სახლში გაემგზავრა და და დედასთან მარტო დატოვა.
ორი კვირის შემდეგ
-ლიზა, გიჟი ხომ არ ვარ. ჯანმრთელობის სხვა პრობლემები მაქვს. და მე მესმის, რომ ჩემი ოპერაცია და მედიკამენტები ფული ღირს. საკითხავია რამდენი?
-დედა, რაში გჭირდება ეს ციფრები? ფულს ვიშოვნით და ყველაფერი კარგად იქნება.
-ლიზა რამდენი? ნუ მანერვიულებ! დაწერე ციფრი! და არც კი ეცადო მის შემცირებას!
როცა ლიზა დანებდა და ფოსტით გამოგზავნილი გამოთვლები აჩვენა იმ ერთადერთი კლინიკიდან, სადაც შესაძლებელი იყო ასეთი ოპერაციის გაკეთება, დედამისი ყველაფერს მიხვდა.
-ხოო.
-დედა, მე ვთქვი, რომ ფულს ვიშოვნით.
დედას თითქმის დღის ბოლომდე ხმა არ ამოუღია.
და მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალიშვილმა წასვლა დააპირა და ადგილი ღამის მომვლელს დაუთმო, მან უთხრა:
-ამ პრობლემის ერთადერთი გამოსავალი არსებობს. ხვალ ერთი შეხვედრა მომიწყე.
სამი თვის შემდეგ
აკაკი გასუქებული და ძალიან დაღლილი ჩანდა. თუმცა, არც ელიზაბეთი გამოიყურებოდა უკეთესად.
ძმა პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
-ლიზა, გზად სახლში შევიარე და იქ უცხო ხალხი დამხვდა. მითხრეს, რომ ბინა იქირავეს. ვიღაც შეასახლეთ, სანამ დედა იმკურნალებს?
-დიახ.
-და რა ჭირს დედას? როდის გამოწერენ?
-არ ვიცი. ჯერ-ჯერობით მასთან შესვლა არ შეიძლება.
-ეს როგორ?
-აი, ასე. ექიმები კრძალავენ. თან ის ჯერ კიდევ დახურულ განყოფილებაშია.
-რატომ? ეს რა კლინიკაა, რომ დახურული განყოფილება აქვთ?
-აი, ტელეფონი. შეგიძლია დარეკო და თავად დარწმუნდე.
აკაკიმ სავიზიტო ბარათი გამოართვა.
-ოჰო… მოიცადე! ეს ხომ ყველაზე ძვირადღირებული კლინიკაა.
-დიახ, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ასეთი ოპერაციები ტარდება.
-კი, რა თქმა უნდა. მაგრამ იქ მკურნალობა ხომ ძალიან ძვირი ჯდება!
-დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ძალიან ძვირი.
ძმა გაოცებული იდგა.
-და საიდან გაქვს ამდენი ფული?
-მე არ მაქვს. დედას აღმოაჩნდა.
აკაკი უცებ აწრიალდა. აქეთ-იქით დაიწყო სიარული, შემდეგ კი უცებ აღმოჩნდა დის პირისპირ:
-არ მითხრა, რომ დედას ბინის გაყიდვა ურჩიე! ჩემი ბინის!
დამ ძმას ხელი ჰკრა.
-ბინა დედას ეკუთვნის და მან თავად გადაწყვიტა ასე.
-ოჰ, შენ! ქველმოქმედო! სხვის ხარჯზე გინდა სანიმუშო ქალიშვილად გამოჩნდე?
-ავად ხარ, აკაკი? დედაშენი თითქმის იმ ქვეყნიდან დაბრუნდა. და ისიც, ბოლომდე არა. შენ კი ჩხუბი გინდა?
-იცი რას გიზამ! იცი ვინ ხარ? გესმის, რომ მე და ჩემს ოჯახს ეს ფული გვჭირდებოდა? ამ ფულის იმედი გვქონდა?
-მორჩა. მოშორდი! ეს უკვე მეტისმეტია, თუნდაც შენთვის.
ერთი კვირის შემდეგ
-დედა როგორ ხარ?
-ყველაფერი კარგადაა, ლიზა. ყველაფერი კარგადაა. აკაკი ჩამოვიდა?
– დიახ, ჩამოვიდა. და უკვე გაემგზავრა.
-დაღონდა, რომ ბინას ვეღარ ნახავს?
-ცოტა. მაგრამ არა უშავს, დედა. მთავარია, რომ შენ გამოჯანმრთელდე!
-ფული კიდევ დარჩა?
-რა თქმა უნდა, დედა. თითქმის თანხის ნახევარი. გამოხვალ და შენს გემოზე დახარჯავ!
-ფული ვის ანგარიშზეა?
-შენს ანგარიშზე, დედა. მე არ შევხებივარ.
-შეეხე. მინდობილობა გაქვს და გადარიცხე.
-სად?
-საკუთარ ანგარიშზე.
-რატომ?
-რომ მშვიდად ვიყო.
-დედა, რას ამბობ?
-ვიცი, რასაც ვამბობ, ვიცი!
ელისაბედისა და აკაკის დედამ კიდევ ორი წელი იცოცხლა.
გაწერის შემდეგ, მან ამბულატორიული მკურნალობა ნაქირავებ ბინაში გაიარა. ელიზაბეთის ბინიდან ორი სართულით ქვემოთ.
ფული საკმარისი იყო ყველაფრისთვის, მათ შორის დაკრძალვისთვის.
ვაჟი დედის დაკრძალვაზე არ მისულა.