ლიკა სამზარეულოს კარებთან იდგა და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
სამზარეულოში მისი ქმარი თავის დას ესაუბრებოდა.
ის, რაც ქალმა კარის მეორე მხარეს მოისმინა, მისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.
როგორც კი საუბარი დასრულდა, ლიკამ მაშინვე შეაღო კარი.
-მე ყველაფერი გავიგე. დათო, სწორად გავიგე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შენი ბინა გაქირავებულია?
ქმარმა მშვიდად დაუქნია თავი.
-და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქირის ფულს შენი და იღებს?
ქმარმა ისევ დაუქნია თავი.
-და ახლა, როცა შენ თითქმის გაგათავისუფლეს სამსახურიდან, მე კი ვერაფრით ვპოულობ სამსახურს, შენ ისევ არ იღებ შენი ბინის ქირის ფულს?
-დიახ, – დავითის ხმა სრულიად მშვიდი იყო.
ემოციები ლიკამაც მოთოკა, მან გადაწყვიტა, რომ სიტუაცია ლოგიკურად განეხილა.
-კარგი, მაშინ ამიხსენი რატომ იღებს ამ ფულს შენი და და არა ჩვენ?
-იმიტომ, რომ ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს, ბინა ჩემია, მაგრამ ქირის ფული ნანამ უნდა აიღოს.
-მაგრამ ჩვენ მალე საჭმლის ფულიც აღარ გვექნება და იპოთეკასაც ვეღარ გადავიხდით. მოდი ეს ფული ჩვენ ავიღოთ, ნანას ქმარს ისედაც კარგი ხელფასი აქვს.
-ჩვენი ბიუჯეტის ფინანსური პრობლემების მოგვარება ჩემი ბინის ხარჯზე გინდა?
-მაგრამ ეს ფინანსური პრობლემები ხომ შენი მიზეზითაც არის გამოწვეული და არა მხოლოდ ჩემი?
-მესმის, მაგრამ არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ასე დიდი ხნის წინ გადაწყდა და აზრი არ აქვს რაიმეს შეცვლას.
-აზრი არ აქვს? ის რომ ჩვენ ფული არ გვაქვს, საამისო მიზეზი არ არის? შენი დის ოჯახისგან განსხვავებით.
-მე ვფიქრობ, როგორ გამოვიმუშაო მეტი ფული და არათუ წავართვა ჩემს დას.
-ოჰ, ასეა? ანუ ეს ფული შენ ჩვენს ოჯახს წაართვი და არ გინდა, რომ შენს დას გამოართვა? მითუმეტეს ახლა.
-დიახ!
-კარგი, გასაგებია. და რამდენი ხანია, რაც აქირავებ შენს ბინას ჩემგან ფარულად და აძლევ ფულს შენს დას?
-ეს რაში გაინტერესებს?
-მაინტერესებს, რამდენი ხანია?
-მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.
-ანუ… – ლიკამ გონებაში დაითვალა – თითქმის 7 წელია. აქედან 5 წელია ქორწინებაში ვიმყოფებით. 5 გავამრავლოთ 12-ზე და დაუშვათ თვეში იყოს 500 ლარი. ამ თანხით ჩვენ იპოთეკის გასტუმრებას შევძლებდით!
-სხვისი ფულის დათვლა რა კარგად გცოდნია!
-არც ისე სხვისია, – აღნიშნა ცოლმა. – მაგრამ მართალი ხარ!
6 თვის შემდეგ
ისინი სახლში ლიკას მშობლების ბინიდან ბრუნდებოდნენ. დათო თითქმის ზიზღით ატარებდა თავის მანქანას, ლიკა დუმდა.
სიჩუმე ქმარმა დაარღვია:
-გამოდის, რომ შენმა მშობლებმა ახალი მანქანა იყიდეს?
-კი.
-იმ ფულით, რომელიც შენ მიეცი?
-დიახ.
-მაგრამ საიდან? ჩვენ ახლახან გამოვედით ფინანსური კრიზისიდან. ახლა კი გამოდის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შენს მშობლებს ვეხმარებოდით ახალი მანქანის ყიდვაში?
ლიკა ქალაქის ქუჩებს გაჰყურებდა და ისე უპასუხა:
-შენს რჩევებს დავუჯერე – ბევრს ვმუშაობ და გადავწყვიტე, რომ მშობლებს დავეხმარო. სწორედ ისე, როგორც შენ ეხმარები შენს დას.
-მაგრამ… ეს მანქანაა!
-მე მათ ფულს ვაძლევდი და რაში გამოიყენებდნენ, მათი საქმე იყო.
-შენ მათ ჩვენი საერთო შემოსავლიდან აძლევდი, ის ბინა კი პირადად ჩემია!
-ასე თუ შევხედავთ, მაშინ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მათთვის მისაცემი.
-რატომ?
-როდესაც ჩემმა მშობლებმა იპოთეკისთვის 20 ათასი მოგვცეს, მაშინ არ გიყვირია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფული იყო. ამ ფულს საერთო ფულად თვლიდი. სინამდვილეში კი ის ფული ჩემია, ასე რომ, მე მათი კიდევ მმართებს. მერე კი გავთანაბრდებით.
-რა? რაში?
-ჩემს მშობლებს იმდენს მივცემ, რამდენსაც შენ აძლევს ნანას ბინის გაქირავებით.
-რა სისულელეა? ამით საკუთარ თავს კი არა, ჩვენ გვსჯი!
-ისევე, როგორც შენ, დათო! ისევე, როგორ შენ!
სამი თვის შემდეგ, მიუხედავად ნანას წინააღმდეგობისა, დათომ გააუქმა მინდობილობა და ბინას თავად აქირავებს. შემოსავალი ოჯახის ბიუჯეტს ემატება. ლიკა აღარ ურიცხავს ფულს თავის მშობლებს.
ოჯახმა გაისტუმრა იპოთეკა და ძალიან მალე შეიტანა პირველადი შენატანი ახალი მანქანისთვის.
მას შემდეგ დათოს და ლიკას შემოსავლის ნებისმიერი წყარო ერთობლივ შემოსავლად ითვლება.