”ჩვენ განსხვავებული პრიორიტეტები გვაქვს ცხოვრებაში!” ფული ერთად ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია

382

-აბა, ჩაალაგეთ თქვენი ნივთები? – დედამ ყურადღებით შეხედა ქალიშვილს.

-დიახ, დედა. შენ ხომ გაგვაფრთხილე.

-ბინა იპოვეთ?

-კი, ხვალ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, იჯარის ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. შენ როდის უნდა გამოაქვეყნო ბინის გაყიდვის განცხადება?

-თქვენს შემდეგ ბინას ჯერ მოწესრიგება სჭირდება. შემდეგ ფოტოებს გადავუღებ და გამოვაქვეყნებ.

ლელამ თავი დაუქნია.

-შენი გიორგი ზოგადად ფიქრობს ბინის ყიდვაზე? თუ ისევ რკინაზე ოცნებობს?

ქალიშვილმა ამოისუნთქა:

-ის უბრალოდ გაგიჟებულია ახალ მანქანაზე. მგონი, მზადაა თირკმელი გაყიდოს მხოლოდ იმისთვის, რომ ეს მოდელი იყიდოს!

დედამ მთელი სერიოზულობით შესთავაზა:

-თქვენ უნდა დაშორდეთ. რად გინდა ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს მომავალზე და სურს ლამაზად იცხოვროს აწმყოში?

-დედა, მე ვიცი შენი პოზიციის შესახებ, მაგრამ მე ის მიყვარს. და სანამ ეს გრძნობა არ გაქრება, ჩვენ ერთად ვიქნებით.

-ოჰ, ეს ახალგაზრდობა! – მხოლოდ ეს თქვა დედამ.

მას ერთი რამ ამშვიდებდა: მისი ქალიშვილი და გიორგი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.

სამი თვის შემდეგ

-გიორგი, მანქანა ბინა არ არის. მე მესმის შენი გატაცება მანქანების მიმართ, მაგრამ ჯერ ბინა უნდა ვიყიდოთ და მოვაწყოთ. და თუ პირველს მე დედაჩემის დახმარებით და სესხით გავუმკლავდები, მეორე შენი გასაკეთებელი იქნება.

-ლელა, ეს როგორ წარმოგიდგენია? გგონია, რომ ფულს დავხარჯავ შენი ბინის ავეჯისთვის?

-მერე რა მოხდა? შენ ხომ ჩემთან აპირებ ცხოვრებას?

-მე არ მაქვს ფული შენი ბინის ავეჯისთვის. და არც ყიდვის სურვილი მაქვს.

-მაშინ რა წვლილს შეიტან ბინაში?

-მე არავითარი წვლილი არ უნდა მქონდეს! ბინა ხომ შენი იქნება!

-მაგრამ შენც ხომ იცხოვრებ იქ!

-ფული არ მაქვს. ჯერ ახალი მანქანა უნდა ვიყიდო და მერე ვნახოთ. ლელა, გაიგე, ექვსი თვეა ველოდები ამ მანქანას, ფასი კი – დღითიდღე იზრდება.

ლელა ბრაზისგან კანკალებდა:

-ვერ ხედავ განსხვავებას ბინასა და მანქანას შორის? ღამეს მანქანაში გაათევ?

-კმარა, ლელა! ხომ გითხარი: ვიყიდი მანქანას და დანარჩენზე მერე ვიფიქრებ.

-რაზე იფიქრებ? დედაჩემი უკვე ყიდის ბინას. ასეთი შენაძენის შემდეგ მე ზედმეტი ფული არ დამრჩება! არც შენ დაგრჩება, თუ ამდენ ფულს იმ მანქანაში გადაყრი! მერე რა გვეშველება? გასაბერ ლეიბზე უნდა დავიძინოთ?

მამაკაცმა გაიცინა:

-მერე რა? მაგარია!

ლელამ ამოიოხრა.

კიდევ ოთხი თვის შემდეგ

ლელა უკვე მზად იყო, მაგრამ უნდოდა ყველაფერი ლამაზად გაეკეთებინა. ისე, რომ არავითარი კითხვა არ დარჩენილიყო.

გიორგი ბინაში ძალიან კარგ ხასიათზე შეიჭრა.

-ლელა, მორჩა, როგორც იქნა ვიყიდე! ამდენი ლოდინი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. მაგრამ ახლა, მორჩა – მე მყავს ჩემი ოცნების მანქანა.

ლელამ ჩაცმა დაიწყო.

-სად მიდიხარ? მაღაზიაში? მე უკვე ვიყიდე ყველაფერი!

-ჩემს სახლში.

-ხუმრობ? შენ ხომ აქ ცხოვრობ!

-აღარ.

-ანუ?

– ბინა ვიყიდე.

-რა?! როდის? მე რატომ არ მაჩვენე?

-ფორმალურად სამი კვირის წინ, სანამ დავარეგისტრირეთ და გამყიდველმა თავისი ნივთების გაიტანა, თითქმის ერთი თვე გავიდა.

გიორგი ზუსტად წამით გაბრაზდა, მერე ისევ გაიღიმა:

-კარგი, მაშინ მეც გილოცავ! ახლა ჩვენ გვაქვს ბინა და მანქანა. იქნებ დღეს მაინც აქ დარჩე?

ლელამ აიღო პატარა სპორტული ჩანთა.

-არა. ჩვენ არაფერი გვაქვს. მე მაქვს ბინა, შენ კი – მანქანა.

-რას ამბობ? ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი!

-კარგი, გიორგი. დღესავით ნათელია, რომ შენ შენი მანქანა გიყვარს, მე კი – ჩემი კუთხე. ჩვენ განსხვავებულები ვართ!

-რაღაც სისულელეს ლაპარაკობ. ახლა ჩვენ შეგვიძლია მშვენივრად ვიცხოვროთ – შენს ბინაში და ვისეირნოთ ჩემი მანქანით.

-რაში მჭირდება ასეთი ურთიერთობა? შენგან ფულს ვერასდროს ვეღარ ვეღირსები, რადგან ყოველთვის ახალი მანქანისთვის შეინახა! მე კი დედაჩემის ვალი მაქვს გასასტუმრებელი.

-დედაშენის? რატომ?

-ხომ არ გგონია, რომ ბინა მთლიანად ჩემი დაზოგილი ფულით ვიყიდე?

-მეგონა იპოთეკა აიღე.

-არა, ამის გარეშე მოვახერხე. თუმცა, დედაჩემის მმართებს საკმაოდ დიდი თანხა. მაგრამ პროცენტის გარეშე და ეს უკვე კარგია.

-გასაგებია… – დაფიქრებით წარმოთქვა გიორგიმ. -მაშინ ჩვენ ნამდვილად ერთად უნდა ვიყოთ. ორივეს მხოლოდ ერთი სესხი გვექნება.

-სესხი? მანქანა კრედიტით იყიდე?

-კი, პატარა სესხი ავიღე. კაპიკებია, შენს ბინაში რომ ვიცხოვრებთ, ძალიან მალე გადავიხდი.

-კი, როგორ არა. უჩემოდ იცხოვრე. გადაიხადე ქირა, სესხი და მართე შენი ძვირადღირებული მანქანა. ყველა გოგო შენი იქნება, დარწმუნებული ვარ! მე გონიერი მამაკაცი მჭირდება და არა მოზარდი. თუმცა შენი მენტალიტეტი აღარ მაწუხებს. ხვალ, სამსახურის შემდეგ, ჩემს ნივთებს წავიღებ.

დედას გაუხარდა ქალიშვილის გადაწყვეტილება – როგორც ბინის ყიდვის, ასევე გიორგისთან დაშორების.

ბინის ვალის გადახდა – ეს ხომ თავისთავად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს