ჩემს დას მიაჩნია, რომ მე ვალდებული ვარ მისი შვილის ოპერაციისთვის თანხა გამოვყო. მე კი არ მინდა

621

ჩვენს ნათესავებს შორის ბევრი ყრუ-მუნჯია. ჩემს ბებიას და დიდ ბებიას სმენის პრობლემები ჰქონდათ. დეიდაჩემს, ისევე როგორც დედაჩემს სმენის პრობლემა არ აქვთ. არც მე და ჩემს დას, მაგრამ დეიდის უფროსი ქალიშვილი (დეიდაშვილი) ყრუ-მუნჯი აღმოჩნდა. მის უმცროს ქალიშვილს (მეორე დეიდაშვილი), რომელსაც სმენის პრობლემა არ აქვს, სმენადაქვეითებული ქალიშვილი შეეძინა. გოგონას ოპერაციის შემდეგ მხოლოდ 60% ესმის და ორივე ყურში ატარებს სმენის აპარატს.

გამოდის, რომ ეს პრობლემა გენეტიკურად გადაეცემა. ხუთი წლის წინ სპეციალურად ჩავიტარე გამოკვლევა იმის გასარკვევად, თუ რა შანსები გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს, რომ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადებოდა. ექიმმა თქვა, რომ შანსი არის 50/50. რუსული რულეტკის თამაშივითაა – ან გაგიმართლებს, ან არა. მე გადავწყვიტე უარი მეთქვა შვილების ყოლაზე, რადგან კარგად ვიცოდი, როგორ ცხოვრობენ ყრუ ადამიანები და რა თქმა უნდა, ჩემი შვილისთვის ეს არ მინდა.

ეს ჩემმა დამმაც იცის, მაგრამ ბედის გამოცდა არჩია. ორი ქალიშვილი ჯანმრთელი შეეძინა, ვაჟი კი ყრუ-მუნჯი. ის ჩემთან თხოვნით მოვიდა – მიმეცა ფული საზღვარგარეთ ძვირადღირებულ კლინიკაში სტაპედექტომიისთვის. მან შეძლო საჭირო თანხის დაახლოებით 40%-ის შეგროვება. თანხა ნაწილობრივ შეგროვდა მხოლოდ ოპერაციისთვის, ფრენის, ბინისა და კვების ხარჯების გამოკლებით.

ამ თანხის დაახლოებით 30% მას ჩვენმა ახლობლებმა შეუგროვეს, დედამ მთლიანად მისცა მთელი დანაზოგი. 60 %-ის სათხოვნელად ჩემი და ჩემთან მოვიდა. ფული მაქვს, მაგრამ უარი ვუთხარი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი რეაქცია მოჰყვა ჩემს უარს. თავიდან შეურაცხყოფას მაყენებდა, მერე ჩხუბი დაიწყო (უბრალოდ თავს ვიცავდი). საბედნიეროდ ჩემი ქმარი სახლში იმყოფებოდა და სახლიდან გაიყვანა.

მაგრამ ის ამაზე არ გაჩერებულა. მერე შვილთან ერთად მოვიდა და დამწყევლა. ის მსაყვედურობდა, რომ ჩემს დეიდაშვილს დავეხმარე და მას არ ვეხმარებოდი. მე ვუპასუხე, რომ მის ქალიშვილს დაბადებიდან ესმოდა და გამოჯანმრთელების შანსი მეტი ჰქონდა, ვიდრე მის შვილს. გარდა ამისა, დეიდაშვილმა იცოდა რისკების შესახებ, მოემზადა ყველაზე უარესისთვის და შეაგროვა ფული ოპერაციისთვის ბავშვის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე უბრალოდ დავამატე, რომ მის ქალიშვილს ოპერაცია არა აქ, არამედ ევროპაში ჩატარებოდა.

ჩემმა დამ ძალიან გვიან დაიწყო „გატოკება“. მისი შვილი უკვე 3 წლისაა და ეს სტაპედექტომია სასწაულს არ მოახდენს, რაც არ უნდა უნდოდეს მას. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის არის საუკეთესო დრო ამ ოპერაციის ჩასატარებლად და რა როგორია დადებითი შედეგის შანსი. მე ვერ ვხედავ აზრს დიდი თანხის ქარისთვის გატანებაში.

როცა მისი ვაჟი დაახლოებით ექვსი თვის იყო, ვკითხე, რას აპირებდა? ამის საპასუხოდ მან უხეში პასუხი გამცა და თქვა, რომ ახლა ამის დრო არ აქვს, მისი ქალიშვილი პირველ კლასში მიდის. სხვა დროს კი წამომაძახა, რომ ჩემი ბრალია, რომ მის შვილს სმენის პრობლემები ჰქონდა. მე „დავადგი ენა“, რადან რისკები ჯერ კიდევ მეორე ორსულობამდე შევახსენე. წარმოგიდგენიათ?

მე უარი ვთქვი საკუთარი შვილის ყოლაზე, მაგრამ მან გარისკა და ახლა სურს პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოიტანოს. დედაჩვენი მთლიანად მის მხარესაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემი და მისაფრდება და მწყევლის. მტყუანი ვარ? ნუთუ არ მაქვს უფლება ავწონ-დავწონო დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადაწყვეტილება ისე მივიღო?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს