ერთი წლის წინ
დედა თითქმის ერთი საათი არ თიშავდა ტელეფონს.
-თომა, ბინას მიხედე! შეკრებების ადგილად ნუ გადააქცევ!
-დედა საკმარისია! – ხაზის მეორე ბოლოში, 300 კილომეტრის მოშორებით მყოფ შვილს დიდი ხანია უნდოდა საუბრის დასრულება. – ბინას არაფერი დაემართება. და საერთოდ, ეს ჩემი სახლია!
-შენია, შენი, – ამშვიდებდა დედა შვილს.
შემდეგ კი დაამატა:
-თუ არ ჩავთვლით მისი ღირებულების ერთ მესამედს.
-ოჰ, დედა, ისევ დაიწყე? ახლა ყოველ ჯერზე უნდა შემახსენო, რომ ფული თქვენ მასესხეთ? ის არ გაინტერესებს, რომ ფასის ორი მესამედის შეგროვება მე თვითონ შევძელი?
-კი მაგრამ, შენ თვითონ ამბობ, რომ ბინა შენია – უპასუხა დედამ.
-კარგი, უნდა წავიდე.
დედამ ტელეფონი გვერდით გადადო და ქმარს მიუბრუნდა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალ ამბებს კითხულობდა.
-იქ მთლად ხელიდან წავიდა!
-იქ მან თითქმის მთლიანი ბინის ფული გამოიმუშავა! – უპასუხა ქმარმა.
-ლევან, ისევ არ მისმენ? მე რას გეუბნები და შენ რას მპასუხობ!
ცოლმა ხელები გაშალა და ოთახიდან გავიდა. ქმარი ახალ ამბებს მიუბრუნდა.
ორი თვის წინ
-თომა, არც კი შემედავო. ჩვენ ჩამოვალთ, ასე უკეთესი იქნება.
-დედა, მე ვერ მიგიღებთ.
-რატომ? სხვათა შორის ჩვენ შენი მშობლები ვართ!
-მაგრამ მე არ გეპატიჟებით ჩემთან და ჩემთან ყველაფერი წესრიგშია.
-რა თქმა უნდა! მტვერი ალბათ უკვე გადმოდის კარადებიდან.
-დიახ, თუნდაც ასე იყოს, ეს ჩემი საქმეა.
-ასეც ვიცდი, – გამარჯვებულის ხმით წარმოთქვა დედამ. – ესე იგი, გადაწყვეტილია – ერთ თვეში ჩამოვალთ.
-ხომ ვთქვი, რომ „არ არის საჭირო“. შესანიშნავად ვარ. და ბევრი, ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს.
-იმუშავე, მე კი მოვალ და შენს ბინას მივხედავ.
დედამ დაასრულა საუბარი.
-აცადე, თავისუფლება მიეცი, – შენიშნა ქმარმა.
-შენი რჩევებიღა მაკლდა. ისედაც დაივიწყა ჩვენმა ვაჟმა თავისი მშობლები.
ქმარი მხრები აიჩეჩა და ყურადღება ლეპტოპზე გადაიტანა.
ორი კვირის წინ
თომა ხედავდა, რომ მესიჯები წაკითხული იყო, მაგრამ დედისგან არც პასუხი იყო და არც ზარი.
თავად პრინციპულად არ ურეკავდა, რადგან მან უკვე უთხრა ყველაფერი დიდი ხნის წინ.
მის კაბინეტში მეგობარი შემოიჭრა.
-თომა, დაიჭირე.
გაბერილი კონვერტი მაგიდაზე დაეცა.
-მთლიანი თანხა გადაცვალე?
-კი, უნდა გავიქცე.
-გმადლობ, ლადო. მე ვერაფრით ვერ მოვიცალე.
-არაფრის. წავალ, მეც მაქვს საქმე.
დღე X
თომა სამზარეულოში იჯდა, მის ბინაში ხმაურიანი წვეულება იყო.
მეზობლების გაბრაზების არ ეშინოდა – ამ ხმაურს თავად მისი მეზობლები ქმნიდნენ.
ბინის პატრონს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა.
კარზე ზარის ხმა ძლივს გაიგონა.
ზღურბლზე მისი მშობლები იდგნენ.
-თომა, ეს რა მუსიკა და ხმაურია? – გაბრაზდა დედა, – სირცხვილი სულ დაკარგე?! მეზობლები რას იტყვიან? სასწრაფოდ გამორთე!
მაგრამ შვილს თითქოს ეს ყველაფერი არც გაუგია.
-თქვენ რატომ ჩამოხვედით?
-რას ნიშნავს „რატომ“? – აღშფოთდა დედა. – მე და შენ შევთანხმდით, რომ ჩვენ გესტუმრებოდით.
თომამ გაიღიმა:
-მე არ დამიპატიჟებიხართ და სამჯერ მოგწერეთ, რომ არ მოსულიყავით.
-თავს ისულელებ? ჩვენ ჩამოვედით, ორი თვით ადრე გაგაფრთხილეთ!
-მე კი ორი თვით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ ჩემთან მოსვლა საჭირო არ იყო. მე შემიძლია გირჩიოთ კარგი სასტუმრო, აქვე ახლოს.
-მშობლებს ვეღარ ცნობ? მე შენს ბინაში ვიცხოვრებ! რომლის შეძენაში, სხვათა შორის, ჩვენ დაგეხმარეთ.
-ოჰ, ერთი წუთით, – კარი მიხურა შვილმა.
ცოლმა კი მაშინვე ისარგებლა პაუზით:
-ეს ყველაფერი შენი აღზრდის ბრალია, ლევან! „თავისუფლება მეცი“, „გაუშვი საკუთარი თავით იფიქროს“ – აი, ნახე, რა მოჰყვა ამ ყველაფერს!
შემდეგ ბინის კარი გაიღო და დერეფანში ხმამაღალი მუსიკის ხმა შემოიჭრა.
-აი, – სწრაფად გადასცა თომამ კონვერტი დედას.
-ეს რა არის?
-თქვენი დახმარება ბინის შეძენაში. დოლარებია, თუ ახლავე გადაცვლით მიიღებთ დაახლოებით 20% -ით მეტს, ვიდრე ჩემი დავალიანებაა. ხომ გასწორდა ანგარიში?
-საიდან გაქვს ამდენი ფული? – ჰკითხა დედამ. – მე და მამაშენი ამ თანხას ხუთი წლის განმავლობაში ვაგროვებდით. შენ კი ერთი წლის მერე გვიბრუნებ?
-გამოვიმუშავე, დედა. ბევრს და ჯიუტად ვმუშაობ. და ასევე ვისვენებ ბევრს და კარგად. კარგი, სტუმრები მელოდებიან. იმედია ახლა გაიგებთ: როდესაც ვამბობ „არა“, ეს ნიშნავს „არას“! ნახვამდის!
დედა კონვერტით ხელში იდგა, სანამ ქმარმა ლიფტებისკენ არ გაიყვანა.
თომა ამას უყურებდა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა მშობლებთან, როცა მისი მშობლები ლიფტში შევიდნენ.
დღეს მას აქვს უფლება, რომ კარგად გაერთოს – ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი ზრდასრული ცხოვრება დაიწყო!