ოცი წლის შემდეგ იმას უფრო ინანებთ, რომ არ გააკეთეთ. ბრძნული ცხოვრებისეული რჩევები მარკ ტვენისგან

421

მარკ ტვენს ბევრი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად მიიჩნევს ჩრდილოეთ ამერიკის ლიტერატურის ისტორიაში, რადგან ის იყო არა მხოლოდ მწერალი, არამედ თავისუფლად მოაზროვნე, რომლის სიტყვები და ციტატები კვლავაც მრავალი ადამიანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

ვივიენის დღევანდელ სტატიაში მარკ ტვენის საუკეთესო ციტატებს წარმოგიდგენთ.

1. ასაკი სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

„ასაკი – გონების საკითხია და არა კითხვის. თუ არ გახსოვთ, ეს არ არის პრობლემა“.

ამ სიტყვებით მარკ ტვენი ცდილობს გვითხრას, რომ ასაკი არის მხოლოდ რიცხვი, რაღაც მატერიალური, ის, რაც არ განგვსაზღვრავს არც ჩვენ და არც იმ ცხოვრებას, რომელიც უნდა განვვლოთ. ეს ნიშნავს, რომ მოხუცი შეიძლება იყოს სულით ახალგაზრდა და რომ შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ საკუთარ თავს ვუწესებთ, მხოლოდ ჩვენს თავშია.

ეს რჩევა ეხება არა მხოლოდ ასაკს, არამედ თავდაჯერებულობასაც.

2. იუმორი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.

„იუმორი კაცობრიობის უდიდესი სიკეთეა. ვერაფერი გაუძლებს სიცილის შემოტევას“.

ისეთი მარტივი რამ, როგორიც სიცილია, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანური განცდა. იუმორისა და ღიმილის გარეშე ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა და მართალია, სიცილის გარდა სხვა სასიამოვნო რამეებიც არის, მაგრამ ყველაფერი გაცილებით პოზიტიურია, როცა მას სიცილის კარგი დოზა ახლავს. განწყობისა და ურთიერთობების გაუმჯობესების გარდა, სიცილი კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

3. ბრაზს ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

„ბრაზი არის მჟავა, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს იმ ჭურჭელს, რომელშიც ინახება, ვიდრე მათ, ვისაც ასხამენ“.

ვის არ განუცდია ბრაზი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე? სამწუხაროდ, ეს არის განცდა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განუცდია. თუმცა, არსებობს მისი გაკონტროლების გზები, რათა ხელი არ შეგვიშალოს ცხოვრებაში. როდესაც გამუდმებით ვფიქრობთ ჩვენს ბრაზზე, მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რომ ვკვებავთ ნეგატივის ამ მანკიერ წრეს და ვერ ვამჩნევთ ყველაფერ კარგს, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ვინმეზე გაბრაზდებით, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ დამშვიდდეთ და ყურადღება გადაიტანოთ დადებით მოვლენებზე, რომლებიც გაბედნიერებთ.

4. სამყარო ჩვენს წინაშე ვალდებული არ არის.

„არ მოტყუვდეთ იმის ფიქრით, რომ სამყაროს თქვენი რაღაც მართებს – ის თქვენამდეც იყო და თქვენი არაფერი არ მართებს“.

ბევრ ჩვენგანს ხანდახან ჰგონია, რომ სამყაროს და ცხოვრებას მისი რაღაცას მართებს: ფული, კარგი სამსახური, ბედნიერება და ა.შ. თუმცა, ეს გრძნობები მხოლოდ იმედგაცრუებას, სიმწარეს, ბრაზს და წყენას იწვევს. დაივიწყეთ ეს მოლოდინები, ცხოვრებაში არაფერი გეძლევათ, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, ჩვენი გადაწყვეტილებების, ჩვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგია.

5. ახალი იდეის ქონა – დანაშაული არ არის.

„ადამიანი, რომელსაც აქვს ახალი იდეები, ექსცენტრიულად ჩაითვლება მანამ, სანამ მისი იდეები წარმატებას არ მიაღწევს“.

თუ თქვენი შეხედულებები და მოსაზრებები განსხვავდება ადამიანთა უმეტესობისგან, არავითარ რეაქციას არ უნდა ელოდეთ, გარდა გაუგებრობისა და განსჯისა. ზოგი მხარს დაგიჭერთ, ზოგი იგნორირებას მოახდენს, ზოგი კი თქვენს გატეხვას შეეცდება. ზოგადად, ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ სხვისი აზრის მიღება, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან, მიდრეკილნი არიან აგრესიული რეაგირებისკენ, რადგან გრძნობენ, რომ მათ იდეებს საფრთხე ემუქრება. ნუ მისცემთ უარყოფით მოსაზრებებს თქვენზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას და დაიმახსოვრეთ, რომ ის, რაც დღეს სიგიჟედ მიაჩნიათ, შესაძლოა მომავალში წარმატებული აღმოჩნდეს, ამის გაგების ერთადერთი გზა – ცდაა.

6. ნუ მისცემთ უფლებას თქვენს აზრებს, რომ უარყოფითი გახდეს.

„მოაშორეთ თქვენი აზრები თქვენს პრობლემებს… ყურებით, ქუსლებით ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა გზით“.

თუ ჩვენ მხოლოდ ჩვენს პრობლემებსა და საზრუნავებზე ვიფიქრებთ იმის ნაცვლად, რომ დავაფასოთ ყველა სიკეთე, რაც გვაქვს, ჩვენ სწრაფად გამოვიმუშავებთ ნეგატიურობის ჩვევას. და ეს ძალიან ცუდი ჩვევაა! პოზიტიური დამოკიდებულების ქონა ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, რაც ადამიანს შეუძლია, რადგან ეს ჩვენს პროექტებს და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან ურთიერთობას ბევრად უკეთესს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სავსეა გამოწვევებითა და დაბრკოლებებით, რომლებიც ჩვენს ძალებსა და პატიოსნებას ცდის, პოზიტიური დამოკიდებულებით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არაფერი დაგამარცხებთ.

7. იზრუნეთ სხვებზე.

„საუკეთესო გზა საკუთარი განწყობის გასაუმჯობესებლად – არის სხვისი გამხიარულება“.

სხვების დახმარება არა მხოლოდ უკეთეს ადამიანებად გვაქცევს, არამედ იზიდავს დადებით ენერგიას გარშემო მყოფი ადამიანებისაგან. მარტო ჩვენ არ გვაქვს პრობლემები და აუცილებლად მადლობელი უნდა ვიყოთ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც გვხვდა წილად. სხვების დახმარება მოგვცემს ძალას და იმდენად სასიამოვნო განწყობას, რომ მთელი დღე გავიღიმებთ.

8. სცადეთ ყველაფერი და არაფერი არ ინანოთ.

„ოცი წლის შემდეგ იმას უფრო ინანებთ, რომ არ გააკეთეთ, ვიდრე იმას, რომ გააკეთეთ. ამიტომ, მოიშორეთ ეჭვები. გაცურეთ უსაფრთხო ნავსადგურიდან. დაიჭირეთ ზურგის ქარი თქვენი იალქნებით. იოცნებეთ. აღმოაჩინეთ…”

ყოველთვის ადვილია გადავდოთ ის, რის გაკეთებაც გვინდა, ან შიშის გამო, ან დროის უქონლობის გამო, ან იმის გამო, რომ „უბრალოდ არ არის შესაფერისი დრო“ და არ ვფიქრობთ, რომ მოქმედების დრო ახლაა და არა ხვალ. დროთა განმავლობაში, შესაძლებლობები სულ უფრო მწირი ხდება და ჩვენ საბოლოოდ ვნანობთ იმას, რაც არ გაგვიკეთებია. უნდა გვესმოდეს, რომ წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია და არასდროს არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან მარცხის შიშით. შემდეგ ჯერზე, როცა რაიმეს გაკეთება მოგინდებათ… გააკეთეთ. სჯობს სცადო, ვიდრე მთელი ცხოვრება გაატარო იმაზე ფიქრში, რა მოხდებოდა, რომ მეცადა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს