ვივიენის დღევანდელ სტატიაში საუბარია რამდენიმე გაკვეთილზე, რომელსაც უდავოდ შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა, რა თქმა უნდა, თუ მოისურვებთ.
ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის იმის ცოდნა, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია განვვითარდეთ, უკეთ გვესმოდეს ყველაფერი და გავხდეთ უფრო ბედნიერი და ბრძენი ნებისმიერ დროს, როცა მოვისურვებთ. ეს უბრალოდ არჩევანის საკითხია.
ეს არის გაკვეთილები, რომლებსაც უნიკალური ღირებულება გააჩნია. ეს არის გაკვეთილები დიდი მოაზროვნეებისგან.
1. ისწავლეთ იმის გაცნობიერება, რა არის მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში და რა არა. არ დახარჯოთ თქვენი ძვირფასი დრო და ენერგია ისეთ რამეებზე, რაც არსად მიგვიყვანთ. შეეცადეთ გაიგოთ არჩევანის ძალა, რომელიც ცხოვრებაში გაგაჩნიათ და გონივრულად გადაწყვიტეთ რომელი კარი გაიღოთ და რომელი დახუროთ.
2. არ გამოიყენოთ თქვენი ძალა ან სისუსტე სხვებზე. შეადგინეთ ყველა იმ ადამიანის სია, ვისითაც აღფრთოვანებული ხართ და ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც ამ აღფრთოვანებას იწვევს. შეადგინეთ კიდევ ერთი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც არ მოგწონთ და დაამატეთ მათი ის თვისებები, რომლების გამოც გძულთ ეს ადამიანები. ამის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ იმ თვისებებს, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ და ასევე იმ თვისებებს, რომლებიც გძულთ და მაშინ მიხვდებით, რომ სარკეში იყურებით. თვისებები, რომლებსაც აუფასურებთ, არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად მოგწონთ საკუთარ თავში, ის, რაც გაქვთ ან გქონდათ. თვისებები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ, არის ის, რასაც არ აძლევთ საკუთარ თავში განვითარების საშუალებას. ნუ დააბრალებთ ამას სხვებს, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თვისებებზე.
3. თქვენ ყოველთვის ვერ მიიღებთ იმას, რაც გსურთ.
ღმერთი აძლევს ადამიანს არა იმას, რაც მას სურს, არამედ იმას, რაც მას სჭირდება. ამიტომ, ნუ იკითხავთ: „რატომ?“ , არამედ იფიქრეთ: „რისთვის?“
მიმოიხედეთ გარშემო და დააფასეთ ყველაფერი რაც გაქვთ ცხოვრებაში, ისიამოვნე იმით, რაც ახლა გაქვთ, შეიძლება ყველაფერი არ გქონდეთ, მაგრამ ზოგ ადამიანს არაფერი აქვს.
4. არავისზე არ თქვათ ცუდი, სხვა ადამიანების თანდასწრებით.
პატიოსან ადამიანს არ ახასიათებს ასეთი ბავშვური საქციელი. თუ ვინმესთან პრობლემა გაქვთ, გაბედეთ და პირდაპირ უთხარით.
5. გაიღიმეთ მაშინაც კი, როცა ამის მიზეზი არ გაქვთ.
ჩვენ ჩვეულებრივ უპირატესობას სიამოვნებას ვანიჭებთ და უარვყოფთ ტკივილს. ეს შეცდომაა, პრობლემებს პირდაპირ, შიშის, იმედის გარეშე უნდა შეხედო სახეში. ვინც თავს არიდებს საკუთარ ტანჯვას, ის ასევე ართმევს საკუთარ თავს სიხარულს და სიყვარულს.
6. დააფასეთ თქვენი მეგობრები ისე, როგორც ისინი გაფასებენ თქვენ, იბრძოლეთ მათთვის, ვინც თქვენთვის იბრძვის, აღიარეთ ისინი და დაიცავით საჭიროების შემთხვევაში. შეწყვიტეთ კომუნიკაცია მათთან, ვინც გიყენებთ და შეურაცხყოფას გაყენებთ.
7. იამაყეთ იმით, ვინც ხართ და საიდანაც ხართ წარმოშობით, რადგან თქვენზე უკეთესი არავინ არის და არც იქნება, რადგან ყველას თავისი ღირებულება გააჩნია. როგორც მამაკაცს, მეგობარს, ძმას, შვილს, მამას და ა.შ. თქვენ ხართ და იქნებით ყოველთვის შეუცვლელი.
8. არასოდეს შეადაროთ თქვენი ცხოვრება ან თქვენი წარმატების დონე სხვა ადამიანებისას, რადგან წარმოდგენაც არ გაქვთ, რა გააკეთეს ან რა ბოროტება შეხვდათ ცხოვრებაში. შეადარეთ თქვენი ცხოვრება და წარმატება მხოლოდ თქვენს წარსულს, ყველაფერს, რაც გააკეთეთ და რაზეც თქვით უარი იმისთვის, რომ მიგეღწიათ იმისთვის, რაც დღეს გაგაჩნიათ.
9. აჩვენეთ, ვინ ხართ სინამდვილეში, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან, არ შეგეშინდეთ იმის თქმის, რასაც ფიქრობთ. ისაუბრეთ გულწრფელად, იქნება ეს ოჯახური ურთიერთობები, რომანტიკული ურთიერთობები თუ მეგობრობა.
10. განსაზღვრეთ თქვენი მიზანი ცხოვრებაში და ეცადეთ მის მიღწევას. ჩვენი ტექნოლოგიების ეპოქაში შესაძლებლობა და არჩევანი ერთდროულად საოცრებაც არის და ტანჯვაც. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ვარიანტები უბრალოდ გაუთავებელია, სხვადასხვა მიზნები, ამოცანები, გარე გავლენები ან დრო საბოლოოდ ხელს გვიშლის, რადგან ამდენი შესაძლებლობების პირობებში ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა პროექტებს, საქმეებს და საბოლოოდ ვიკარგებით. „მონადირე, რომელიც ორ კურდღელს დასდევს, არცერთს არ დაიჭერს“. – კონფუცი.
ბონუს გაკვეთილი: ნუ ეძებთ მოწონებას.
როდესაც ადამიანებს არ მოსწონთ ის, რასაც აკეთებთ, იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ იმაზე, თუ რატომ არ მოსწონთ ამ ადამიანს, გააანალიზეთ, მოგწონთ თუ არა ეს თქვენ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და არა სხვა ადამიანების მოსაზრებებს.