„შენ აირჩიე, ან მე გავაკეთებ არჩევანს!“ ზოგჯერ ოჯახში საცხოვრებელი ადგილის საკითხი პირდაპირ უნდა განიხილებოდეს

415

ანა იჯდა ნაქირავებ ბინაში და ტიროდა. მაგრამ, არა იმ ბედნიერებისგან, რომ თვენახევარში აკაკის ცოლი გახდებოდა.

არამედ იმიტომ, რომ მისა საქმრომ იყიდა ბინა. ერთი კვირის წინ. მისგან მალულად. და თან იპოთეკით.

ანა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ აკაკის გადაწყვეტილება. სწორედ მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს დაეცვათ ფული რძლისგან.

თუმცა ეს მდგომარეობას არ ამარტივებდა. ანა თავს მაინც გაყიდულად გრძნობდა.

სამი წლის შემდეგ

-ჩემთან ერთად წამოხვალ? – ბოლო მცდელობა გააკეთა აკაკიმ.

-შენ იცი, რომ არა, – წარბები შეჭმუხნა ანამ. – საინტერსოა, რატომ მიწვევენ შენი მშობლები ასე აქტიურად მათთან სტუმრად? ოთხი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვიცნობდით, მათ არ ნდომებიათ ჩემი გაცნობა. ახლა კი, შენი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, მოუთმენლად მელიან.

-ანა, ისინი უბრალოდ შეეგუვნენ ის ფაქტს, რომ მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ. და საერთოდ, ისინი დიდი ხანია კარგად გექცევიან. სხვაგვარად, მათ ბინაში ცხოვრების უფლებას მოგვცემდნენ?

ანამ მხრები აიჩეჩა:

-სანამ შენი ბინა შენდებოდა, არც ისე ბევრი ვარიანტი გვქონდა. ჩვენ შეგვეძლო ბინის დაქირავება, მაგრამ რადგან შენმა მშობლებმა შემოგვთავაზეს, რატომაც არა. ახლა დავასრულებთ რემონტს და გადავალთ.

აკაკი ფეხზე წამოდგა.

-კარგი, წავედი მაშინ. არ მოიწყინო, რამდენიმე საათში დავბრუნდები.

ანას არ მოუწყენია. ის ისევ და ისევ ათვალიერებდა ერთი ბინის კომპლექსის პრეზენტაციას, სადაც უნდოდა ცხოვრება.

მაგრამ ახლა ეს მხოლოდ ოცნებები იყო. ჯერ ქმრის ბინაში უნდა დაასრულონ რემონტი, გადავიდნენ იმ ბინაში და დაფარონ ყველა დავალიანება.

იმავე საღამოს

ანა კინაღამ ატირდა. წყენისგან, მაგრამ უფრო ბრაზისგან.

-უნდა გააქირაო? მიუხედავად იმისა, რომ შენი მშობლების ბინაში ვცხოვრობთ?

-რა თქმა უნდა! – დარწმუნებით უპასუხა აკაკიმ. – ბინა უნდა გაქირავდეს, რათა ნაწილობრივ მიანც დაიფაროს იპოთეკური გადასახადები. რა არის ამაში ცუდი?

-რამდენი ხნით გეგმავ გაქირავებას?

-სანამ სესხს არ დავფარავ. დაახლოებით 5 წელს.

-კიდევ ერთი შეკითხვა: დედამ და მამამ გირჩიეს სახლის გაქირავება?

-რა მნიშვნელობა აქვს?

-ანუ მათ გირჩიეს. შენ კი მეკითხები, რა არის ცუდი იმაში, რომ ვიცხოვროთ ბინაში, რომელიც ჩვენი არ არის, სადაც რემონტის გაკეთების უფლებაც კი არ გვაქვს? და აქ უნდა ვიცხოვროთ მანამდე, სანამ შენი ბინის იპოთეკას არ გადაიხდი?

-დიახ, და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

-სამაგიეროდ, მე ვხედავ: იპოთეკური სესხის დასაფარად ოჯახის ფული ოჯახის. მე კი, როგორც შენს მეუღლეს, აქედან არაფერი მაქვს.

აკაკის ჯერ კიდევ არ ესმოდა ცოლის პრეტენზია:

-რატომ ბრაზობ? შენ ხომ არასოდეს მოგწონდა ის ბინა!

-მე ის ახლაც არ მომწონს, მაგრამ უფრო ნაკლებად მომწონს შენი მშობლების ბინაში ცხოვრება.

აკაკიმ ხელები გაშალა

-რა გაეწყობა? მოგვიწევს ცხოვრება.

-არა, არ მოგიწევს. ნება მომეცი აგიხსნა. ან ჩვენ გადავალთ შენს ბინაში, რომლის რემონტი ჩვენი საერთო სესხით გაკეთდა და რომლის იპოთეკასაც ჩვენი საერთო ბიუჯეტიდან იხდი.

-ან?

-ან მე გაგშორდები. მე ვიღებ იპოთეკის გადახდების ნახევარს და დავალიანება გრჩება შენ. რადგან შენი ბინის რემონტის ხარჯებს არ შეიძლება ეწოდოს ოჯახის ხარჯები. შენ დაგრჩება ვალი, იპოთეკა, ბინა და მშობლების ბრძნული რჩევები. და… ჩემს გარეშე დარჩები. აირჩიე.

-მაშანტაჟებ?

-არა, არჩევანის უფლებას გაძლევ. და თუ ჩემთან დარჩენას გადაწყვეტ, მხოლოდ ოჯახის ინტერესებზე გაამახვილებ ყურადღებას და არა იმაზე, თუ რას ამბობენ შენი მშობლები. ეს აუცილებელია.

-და თუ არჩევანის გაკეთება არ მინდა? თუ შენ და ჩემი მშობლები ჩემთვის ერთნაირად ღირებული ხართ?

-მაშინ მე გავაკეთებ არჩევანს.

ერთი თვის შემდეგ

ანამ ქმარს ცხელი კერძი მიართვა.

-გემრიელად მიირთვით. გილოცავ პირველ ვახშამს შენს ბინაში.

-ჩვენს ბინაში, – შეუსწორა აკაკიმ.

-როგორც შენ იტყვი,-გაიცინა ანამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს