არც კი ვიცი, რით დავიწყო: იმით, რომ ჩემი საყვარელი დეიდა გარდაიცვალა; იმით, რომ მივიღე მოულოდნელი მემკვიდრეობა; თუ იმით, რომ მე და ჩემი შეყვარებული ჯერ არ დავქორწინებულვართ და უკვე ვფიქრობ, როგორი იქნება ჩვენი დაშორება. რატომ ვქორწინდებით საერთოდ, თუ ახლავე მესმის, რომ ამ ადამიანს ვერ ვენდობი. და, დეიდაჩემის გარდაცვალებამ, სამწუხაროდ, ეს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში აჩვენა.
ადრე მეგონა, რომ ქორწინება სიმბოლური იყო, თითქმის წარსულის რელიქვია. ჩემი მეგობრების უმეტესობა, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობს, თუმცა უფრო სწორი იქნება ამას ერთად ცხოვრება დავარქვათ. და არაფერია! ისინი უკვე 10 წელია ერთად ცხოვრობენ და ვინც დაშორდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ზედმეტი დავის გარეშე გააკეთა. როდესაც დიმამ ცოლობა მთხოვა, გავიფიქრე: რატომაც არა? ყოველთვის მინდოდა ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და თოვლივით თეთრი კაბა ჩამეცვა. რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ოცნებას არ აწერა ახდენა.
რატომ ვქორწინდებით მათზე, ვინც ამას არ იმსახურებს?
ამ გაზაფხულზე 33 წლის გავხდი, თუმცა არ მეტყობა. ჩემი მეგობრები და კურსელები დიდი ხნის წინ გათხოვდნენ, ბევრი მათგანის შვილები უკვე სკოლის მოსწავლეები არიან. მე კი, რატომღაც ეს არ გამომდიოდა. სერიოზული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ რაც უფრო შორს მიდიოდა ურთიერთობა, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი არ იყო. რატომ ვქორწინდებით? ყოველთვის მეგონა, რომ გათხოვება საჭირო ოყო საკუთარი ოჯახის შესაქმნელად და ამისთვის მზად არ ვიყავი არც მორალურად და არც ფინანსურად.
შორეული ნათესავები (და მე სხვა არავინ მყავდა, გარდა ჩემი ახლა გარდაცვლილი დეიდისა) დაცინვის გარდა სხვა არაფერს აკეთებდნენ. კარიერისტს მეძახდნენ და მაფრთხილებდნენ, რომ ბავშვს ასაკში გავაჩენდი და ჭიქა წყლის მომწოდებელი არავინ მეყოლებოდა. მხოლოდ დედაჩემის დამ მიიღო მშვიდად ჩემი არჩევანი. თავად ერთხელ იყო დაქორწინებული და, მისი თქმით, არ მოეწონა – ის და მისი დედამთილი ვერ მოშველდნენ.
და აი, მოხდა სასწაული. ასე ვფიქრობდი დიმას გაცნობიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში. მამაკაცი კი არა – ოცნება! პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტი, მოვლილი, იუმორის გრძნობით, ჩემზე ორი წლით უმცროსი. მას სერიოზული განზრახვა ჰქონდა – 4 თვის შემდეგ ხელი მთხოვა. რა თქმა უნდა, ამან მომხიბლა. ძვირადღირებულ რესტორანში ვახშამი, ირგვლივ ბევრი ხალხი, ის ერთ მუხლზე იდგა, მე საღამოს კაბაში. მოკლედ, როგორ შემეძლო უარი მეთქვა?
ქორწილის დაგეგმვა დავიწყეთ. გადავწყვიტეთ მოკრძალებული დღესასწაული მოგვეწყო ახლო მეგობრებისა და ნათესავებისთვის. თარიღი დავნიშნეთ და დავიწყეთ მოსაწვევების გაგზავნა. მოულოდნელად, დეიდაჩემის ძველმა მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ წუხელ დეიდა გარდაიცვალა. მე ვარ მისი ყველაზე ახლო ნათესავი. მაშინ ქორწილი უკვე საერთოდ აღარ მაინტერესებდა.
იცით, დეიდამ, ბევრ რამეში დედა ჩამინაცვლა. ვიცოდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ არ წარმომედგინა, რომ ასე მალე დატოვებდა ამ სამყაროს. არასდროს მიგრძვნია თავი ასე მარტოდ. გვერდით მხოლოდ დიმა მყავდა, როგორც შეეძლო მანუგეშებდა და დაკრძალვის ორგანიზებაში ეხმარებოდა.
დაკრძალვის შემდეგ, დეიდაჩემის ბინის გენერალური დასუფთავების დროს, ანდერძი ვიპოვეთ. თურმე ყველაფერი რაც ჰქონდა (ბინა და დანაზოგი) მე დამიტოვა, თუმცა ერთ-ერთ მის ბიძაშვილს ჰქონდა მემკვიდრეობაზე პრეტენზია და რაღაც მოლაპარაკებაც კი უწარმოებია. მე ანდერძის იმედი არ მქონდა. მითუმეტეს, იმ დიდი თანხის, რომლის დაზოგვაც დეიდას მოეხერხებინა.
მას შემდეგ დიმა ძალიან შეიცვალა. პირველივე დღეს, როცა ამის შესახებ შეიტყო, ქორწილისთვის მზადება განაახლა და ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე იყო. ვფიქრობდი, რომ არც ისე ლამაზია – ბედნიერი იყო, როცა ასეთი კარგი ადამიანი გარდაიცვალა. მე მინდოდა, რომ სულ ცოტა ექვსი თვე მაინც გასულიყო, მაგრამ დიმიტრის ჩემი არ ესმოდა. გაფართოებული თვალებით შემომხედა და დამაჯერებლად მითხრა: „ლოდინი რა საჭიროა? მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“
უფრო მეტიც, მან დაიწყო ქორწილში ყველა ნაცნობის მიწვევა. ყოფილი კლასელები, კურსელები, მეგობრები… გადაწყვიტა ასე განეკარგა ფული, რომელიც მე მემკვიდრეობით მივიღე: ქალაქში ყველაზე ხმამაღალი ქორწილი გაემართა, რომ ყველას სცოდნოდა. დეიდას ბინა კი უნდა გაგვეყიდა, დაგვემატებინა ის თანხა, რომელიც ქორწილის შემდეგ დარჩებოდა და ჩვენთვის სახლი აგვეშენებინა.
დავიწყეთ კამათი. მე არ მინდოდა და არც ახლა მინდა დეიდაჩემის ბინის გაყიდვა. ის უკეთესია ვიდრე ის, რომელსაც ახლა ვქირაობთ. მეტიც, 200 კაციანი ქორწილი საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. ფული ქორწილის გარდა შეგვიძლია სხვა რამეშიც გამოვიყენოთ, არასწორია ეს ყველაფერი.
ისეთი ჩხუბი გვქონდა, რომ გადავწყვიტე გადმოვსულიყავი და ცოტა ხნით იმ ბინაში მეცხოვრა, სანამ მე და დიმიტრი რაღაც რაციონალურ დასკვნამდე არ მივიდოდით. შემდეგ ჩემი დედამთილი ჩაერია. თითქოს მოსანახულებლად მოვიდა, მაგრამ ცდილობდა ჩემზე ზეწოლა მოეხდინა და საუბრობდა იმის შესახებ, თუ რა არის ფული და რისთვის არის საჭირო. ძალიან გამაბრაზა მისმა დამოკიდებულებამ სხვისი ქონების მიმართ, როგორ ადვილად განკარგავს მას. მისმა ბოლო არგუმენტმა კი, ბოლო მოუღო ჩემი და დიმას ურთიერთობას.
„თავად განსაჯე: დიმა ახალგაზრდაა, მეოჯახე, ფულს კიდევ იშოვის. შენ კი უკვე ოცდაათს გადაცილებული ხარ. რას იზამ, თუ მიგატოვებს?”
ამ ფრაზის შემდეგ ჩემი დედამთილი 5 წუთში სახლის კარებთან აღმოჩნდა. ძალიან ვნანობ, რომ ფულის შესახებ ჩემს საქმროს ვუთხარი. ან რანაირი საქმროა ამ ყველაფრის შემდეგ? რატომ ვქორწინდებით საერთოდ? თითქოს თავბრუ დამახვია, მე არ ვიცოდი, რომ ის ფულთან მიმართებაში ასეთი იყო. ახლა კი არ ვენდობი არც ამ კაცს და არც მის ოჯახს. ახლა ვცდილობ აზრები დავალაგო და მოვიფიქრო, როგორ დავშორდე მშვიდად. თუ საერთოდ მიწერია დაქორწინება, მაშინ, რა თქმა უნდა, არა ასეთ ადამიანზე.
ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ ახლა მარტო დარჩენის მეშინია. დედამთილის სიტყვებმა, რომ გათხოვებისთვის ძალიან ბებერი ვარ, ჩემზე ძალიან იმოქმედა. არ ვიცი, იქნებ ის მართალია…