როდესაც ხეებზე ფოთლები ჩამოცვენილია და მიწაზე თოვლ-ჭყაპია, გინდა თუ არ გინდა, თვალს იზიდავს ის, რაც ფერადია და სიხარულის მომტანი. მთელი წლის მანძილზე კარგ განწყობაზე ყოფნის ერთ-ერთი გადამოწმებული მეთოდია – ოთახის ყვავილების მოშენება. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რომელი ოთახის ყვავილები ყვავის ზამთარში და როგორ უნდა მოვუაროთ მათ.
მაგრამ სანამ სახლს ცოცხალი ყვავილებით შეავსებთ, უნდა გახსოვდეთ რამდენიმე წესი. პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ ქოთანში ნიადაგის განაყოფიერება. თითქმის ყველა მცენარეს უყვარს ხარისხიანი ნიადაგი მიკროელემენტებით. მეორეც, მნიშვნელოვანია სწორი მორწყვა. დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარეები არ არიან ცხელ საჰარაში ან, პირიქით, ხომ არ არის წყალდიდობა. მესამე, რაც არ უნდა გირჩიონ დიზაინერებმა, მაინც უკეთესია ქოთნები ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს მოათავსოთ. რაც უფრო შორს არის მცენარე სინათლისგან, მით უფრო სავარაუდოა, რომ მისი ყვავილობა დროთა განმავლობაში გაქრება.
რომელი ოთახის მცენარეები ყვავიან ზამთარში: ტოპ 5 სახეობა
დავიწყოთ ცივი სეზონის მიმართ არაპრეტენზიული მცენარეებით. დაამატეთ ცოტაოდენი ზაფხული თქვენს ინტერიერს.
სპარსული ყოჩივარდა (ციკლამენი)
ეს მცენარე არა მარტო მშვიდად გაატარებს თქვენთან ერთად ზამთარს, არამედ გაზაფხულამდე ყვავილობითაც გაგახარებთ. ასეთი ყვავილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მისი კვირტების რაოდენობას: რაც მეტია, მით უკეთესი. იმისათვის, რომ ყვავილობა არ შეჩერდეს, ფრთხილად მოაშორეთ დამჭკნარი ყვავილები ღეროებთან ერთად.
- საუკეთესო ადგილი: ფანჯრის რაფა ჩრდილოეთის მხარეს. დარწმუნდით, რომ საკმარისი შუქია, მაგრამ პირდაპირი მზის გარეშე. ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 22-24 გრადუსს.
- მორწყვის წესი: სამ დღეში ერთხელ.
დეკემბერა
ნოემბრის ბოლო – იანვრის დასაწყისი დეკემბერას ყვავილობის პიკია. კარგი მოვლის პირობებში ეს მცენარე აპრილამდე გაგახარებთ ყვავილებით. დეკემბერასთავის ყველაზე კომფორტული პირობებია – ჩამოკიდებული ყვავილების ქოთნები. ამ შემთხვევაში, იქნება უამრავი კვირტი და ყვავილი.
- საუკეთესო ადგილი: იზოლირებული აივანი ან ოთახი ზომიერი ტენიანობით და ტემპერატურით.
- მორწყვის წესი: სამ-ოთხ დღეში ერთხელ. შეამოწმეთ, რომ მიწა არ იყოს ძალიან სველი.
ოთახის ჟასმინი
ყვავილობის პერიოდში ჟასმინი ავსებს ოთახს სასიამოვნო, არაშემაწუხებელი არომატით. ამ მცენარის მოვლისას უნდა გამოიყენოთ სასუქები წარწერით „აყვავებული მცენარეებისთვის“. როდესაც ყვავილობის პერიოდი მთავრდება, საჭიროა ყლორტების შემოკლება და მორწყვის რაოდენობის შემცირება. ასე თქვენი ჟასმინი დაისვენებს და სათანადოდ აღდგება.
- საუკეთესო ადგილი: თბილი, ნათელი ფანჯრის რაფა.
- მორწყვა: სამ დღეში ერთხელ. მნიშვნელოვანია რბილი წყლის გამოყენება ქლორის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქოთანში ნიადაგი ძალიან გამოშრება, კვირტები მაშინვე ჩამოვარდება.
ბეგონია
ბეგონიებისთვის საუკეთესო პირობებია სითბოსა და ტენიანობის კომბინაცია. ის ვერ იტანს რაიმე სახის შესხურებას. ამავდროულად, ყვავილი კარგად რეაგირებს რეგულარულ სასუქზე, ამიტომ დაამატეთ იგი ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ. 17 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, ბეგონია წყვეტს ყვავილობას, მზის კაშკაშა სხივების ზემოქმედებისას კი – მცენარე სწრაფად ხმება.
- საუკეთესო ადგილი: იზოლირებული ფანჯრის რაფა გაფანტული განათებით.
- მორწყვა: ორ დღეში ერთხელ დაუქლორავი წყლით.
ბალზამინი
ეს მცენარე საჭიროებს როგორც უხვად მორწყვას, ასევე შესხურებას, რადგან მისი ფოთლები ძალიან წვნიანი და ნაზია. ცივ სეზონზე ბალზამინი შესანიშნავად ყვავის. მისთვის მისაღები ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდეა.
- საუკეთესო ადგილი: ნათელი ფანჯრის რაფა მზის პირდაპირი სხივების გარეშე.
- მორწყვა: ორ დღეში ერთხელ.
როგორც ხედავთ, ინტერიერში ზაფხულის ატმოსფეროს შემოტანა უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სცადეთ, გაამდიდრეთ თქვენი სახლი ყველა სახის შესაძლო მცენარეულობით. ეს არ არის მხოლოდ ძალიან ლამაზი და ელეგანტური, არამედ სასარგებლოც არის. სუფთა ჰაერი სახლში – მისი მაცხოვრებლების ჯანმრთელობის საწინდარია!