„ფულს ორივესგან ვერ მიიღებთ“. ზოგჯერ ბავშვების სიყვარულს უარყოფითი მხარე აქვს

404

მარინამ მეათეჯერ სცადა ყოფილ ქმართან დარეკვა. ცრემლები ჯერ არ შემშრალა, არც წყენა მიეცემა მალე დავიწყებას.

ახლა მას ძალიან უნდოდა, რომ მის ყოფილს ეპასუხა ზარზე. მაგრამ, როგორც 7 წლის წინ, ის ტელეფონს არ იღებდა, როდესაც ურეკავდა.

მან შეტყობინება მისწერა, რომ ყოფილ ქმარს გადმოერეკა.

მაქსიმემ მხოლოდ მეორე დღეს დარეკა.

-მარინა, რატომ მირეკავდი?

მას ისევ ცრემლები წამოუვიდა და მხოლოდ მაშინ მიხვდა ყოფილი ქმარი ყველაფერს.

-მაშ ასე, ორ საათში შევხვდებით, მისამართს გამოგიგზავნი. არ არის საჭირო ტირილი, ყველა საკითხის მოგვარება შეიძლება.

-ნამდვილად ასე გითხრა? როგორც ჩანს, მაქსიმე ვერ იჯერებდა ყოფილი მეუღლის სიტყვებს.

-დიახ, მაქსიმე, დიახ! ჩვენმა ქალიშვილმა ზუსტად ასე მითხრა: ”შენ ცუდი დედა ხარ, რადგან არაფერს აკეთებ ჩემთვის. მამამ თავისი ბინა მოგვცა საცხოვრებლად, შენ კი – არაფერი“.

მამაკაცის სახეს ჩრდილი გადაეფარა.

-მისი ქმარი იყო?

-არა, ის მუშაობს. მხოლოდ ელენეს არ სურს მუშაობა და არ მუშაობს.

-კიდევ რა გითხრა?

-მითხრა, რომ ზაფხულში მათი შვებულების ხარჯის ნახევარი უნდა გადავიხადო.

მაქსიმეს სახე შეეცვალა.

-მგონი ყველაფერი გასაგებია.

-რა არის გასაგები?

-ამას ჯერ არ აქვს მნიშვნელობა. ფინანსებთან დაკავშირებით რა ხდება? სამსახურში?

-ფულს რაც შეეხება, როგორ ფიქრობ, მას შემდეგ რაც დავშორდით, ჩემს სფეროში უფრო მეტის გადახდა დაიწყეს?

მამაკაცი ფეხზე წამოდგა.

-კარგი. არ არის საჭირო ტირილი. მე მოვაგვარებ ყველაფერს. კარგ ამბებს დაელოდე. აი ტაქსის ფული.

-არაა საჭირო მაქსიმე.

-საჭიროა. აცრემლებული სახით ამ სიცივეში ხომ არ ივლი? წავედი, საქმეები მაქვს. ანგარიში გადახდილია.

კარზე ზარის ხმამ მაშინ, როცა ამას არ ელი, შეიძლება ნებისმიერი შეაშინოს. მით უმეტეს, თუ ღამეა.

ელენე ფრთხილად მიუახლოვდა შესასვლელ კარს, ნახა რომ მამამისი იყო და შვებით ამოისუნთქა. ელენემ კარი გააღო.

-მამა რა მოხდა? გაფრთხილების გარეშე და ასეთ დროს!

მამა ბინაში შევიდა.

-სალაპარაკო მაქვს.

-საღამოს 10 საათზე?

-კი, პირადად უნდა დაგლაპარაკებოდი. ქმარსაც დაუძახე.

სამზარეულოში მამამ პირდაპირ თვალებში შეხედა ქალიშვილს:

-დედაშენს ველაპარაკე. აშკარად, რაღაც ვერ გავიგე. მისგან რა გინდა?

ელენემ წარბები შეჭმუხნა.

-შენ რატომ გითხრა? ეს ჩვენი საქმეა!

მამამ თავი გააქნია.

-არა, სანამ შენს არგუმენტებს ჩემს ბინას და იმ ფაქტზე აგებ, რომ შვებულების ნახევარს გიხდი. ასე რომ, მითხარი, რა გინდა დედაშენისგან?

-მე წავალ, – ფრთხილად წამოდგა სიძე. – ხვალ დილით სამსახურში ვარ.

-დაჯექი, – მკაცრად უთხრა ელენეს მამამ. – ხუთწუთიანი საუბარია და შენც გეხება. დამიჯერე.

სიძე გაკვირვებული დაჯდა. ქალიშვილის არ ესმოდა, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს და ჩუმად იყო.

-კარგი, თუ არ გინდა, რომ მითხრა, მე გეტყვი. ერთი კვირა გაქვთ აქედან გადასასვლელად. 7 დღეში მოვალ ოსტატებთან ერთად და საკეტს გამოვცვლი. თუ თქვენი ნივთები აქ იქნება, მუშებს დავიქირავებ და ისინი თქვენს ნივთებს სანაგვეში გადააგდებენ.

-მამა, რისთვის? რატომ?

-იმიტომ რომ შიში დაკარგეთ. ხუთი წელია, რაც ჩემს ბინაში უფასოდ ცხოვრობთ და კიდევ არ შეგიგროვებიათ ფული საკუთარი სახლისთვის. და თან სითავხედე გყოფნის, რომ დედას რამე მოსთხოვო?!

-მაგრამ ის არაფერს მაძლევს! – კინაღამ ატირდა ელენე.

მამამ ბრაზისგან სახეზე ფერი დაკარგა.

-ხომ გეუბნებით, სრულიად მოწყდით რეალობას. ერთი კვირა გაქვთ მოსამზადებლად. და არც იფიქროთ აქ რაიმეს გატეხვაზე, დაგსჯით. მე კარგად მიცნობთ.

-მაგრამ ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს, – დაიწყო სიძემ.

-ეს შენი პრობლემაა. შენ ხარ ამ ოჯახის უფროსი. ეს პრობლემები შენი მოსაგვარებელია.

-მაგრამ, მამა,- კვლავ დაიწყო ქალიშვილმა.

-მე ყველაფერი ვთქვი. დედას არ დაურეკო. შენ არ იმსახურებ მასთან საუბარს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზრდასრულ ასაკში.

ათი დღის შემდეგ მარინას ყოფილი ქმრისგან ბარათზე თანხა ჩაერიცხა.

შემდეგ კი შეტყობინება მიიღო:

„გილოცავთ შემოსავლის ახალ წყაროს – ჩემი ბინის გაქირავებას. თანხა მთლიანი არ არის, რადგან გადასახადები გამოვქვითე. წარმატებებს გისურვებ!“

ყოფილ ქმართან დარეკვის მცდელობები, როგორც ყოველთვის, წარუმატებელი აღმოჩნდა. მხოლოდ შეტყობინება: „დიდი მადლობა!“ შეტყობინება წაიკითხეს, მაგრამ არ უპასუხეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს