ჩვენი ფსიქიკა ნაკლებად ცნობილ საიდუმლოებებს ინახავს. გსურთ მათთან შეხვედრა?
არსებობს ბევრი საინტერესო რამ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და ჩვენი ფსიქიკა, რომელთა შესახებაც ადამიანთა უმეტესობამ ჯერ არ იცის და ისინი ალბათ გაოცდებიან, თუ გაიგებენ უამრავ ფაქტს საკუთარი ქცევის შესახებ.
მექანიზმები, რომლებიც არეგულირებს ჩვენს შემეცნებას, რთულია და იწვევს მრავალ განსხვავებას ადამიანებს შორის.
ასე რომ, ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 19 ფსიქოლოგიურ ფაქტზე თქვენი ქცევის შესახებ, რომელიც გაგაოცებთ:
1.80% იმისა, რაზეც ჩვენ ვღელავთ, არასდროს ხდება.
2. პირველი და ბოლო ყოველთვის საუკეთესოდ გვახსოვს.
როდესაც ჩვენ გვიწევს ელემენტების სერიის დამახსოვრება (მაგალითად, საყიდლების სია), ყველაზე უკეთ ვიმახსოვრებთ პირველს და ბოლოს.
3. თქვენს ტვინს მხოლოდ 30 წამი სჭირდება ვინმეზე პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად.
4. რამდენს იწონის ტვინი?
მამაკაცის ტვინი ოდნავ უფრო მძიმეა ვიდრე ქალის. მამაკაცების ტვინი საშუალოდ 1400 გრამს იწონის, ხოლო ქალის ტვინის წონა საშუალოდ 1250 გრამია.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ქალები. მართალია, რამდენიმე ხნის წინ პირველი მეცნიერები, რომლებმაც ტვინის წონა დაადგინეს, შეცდომით მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცს დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს. ზომებში განსხვავება პროპორციულობის პრინციპით არის განპირობებული და მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ჩვეულებრივ ქალებზე უფრო მაღლები და მძიმეები არიან, ტვინის ზომა სხეულის ამ პროპორციებს ერგება, ამიტომ რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო დიდია ტვინი.
5. ნეგატივი, შფოთვა და უარყოფითი აზრები ასუსტებს იმუნურ სისტემას.
დადასტურებულია, რომ დიდი ხნის განმავლობაში შფოთის მდგომარეობაში ყოფნა იწვევს იმუნური სისტემის შესუსტებას, სანამ სევდის ან სტრესის მდგომარეობა გრძელდება.
6. ჭარბი კვება შიმშილის გრძნობის გარეშე
ბევრი ადამიანი ჭამს ისე, რომ არ აცნობიერებს, რომ არ შია, უბრალოდ დისკომფორტის შესამსუბუქებლად, უბედურების და სხვა უარყოფითი გრძნობების „შესაჭმელად“.
7. მიზეზები, რის გამოც ჩვენ რამეს გადავდებთ არის: შიში, გაურკვევლობა ან გადაჭარბებული პერფექციონიზმი.
8. ძილის ნაკლებობა იწვევს თავის მოტყუებას.
ადამიანებს, რომლებსაც ცოტა სძინავთ, აქვთ კონცენტრაციისა და მსჯელობის გაცილებით დაბალი უნარი, ვიდრე სხვებს, მაგრამ ისინი არ აცნობიერებენ ამას.
9. თუ რაიმეზე ზედმეტად ფიქრით იძინებთ, თქვენი გონება აქტიური რჩება. ამიტომ, დილით ჩნდება განცდა, რომ თითქოს საერთოდ არ გძინებიათ.
10. მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლები.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე, მათი ასაკის მეგობრები კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენენ.
11. ჭკვიანი ადამიანები თავს სათანადოდ არ აფასებენ, ხოლო ყველაზე უმეცარები ფიქრობენ, რომ გენიოსები არიან.
12. საპირისპირო მხარეები ერთმანეთს არ იზიდავს.
ძალიან განსხვავებული ინტერესების ან ხასიათის მქონე ადამიანებისგან შემდგარი წყვილები ჩვეულებრივ უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან, ვიდრე მსგავსი ადამიანებისგან შემდგარი წყვილები.
13. „ფანტომური კიდური“
ბევრი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა: ადამიანს აქვს კიდურის ამპუტაცია, მოგვიანებით კი ის იწყებს შეგრძნებას, რომ კიდური თავის ადგილზეა. ფაქტობრივად, ხშირ შემთხვევაში გრძნობენ ტკივილს ამპუტირებულ კიდურებში. ეს ფენომენი ცნობილია როგორც „ფანტომური კიდურების სინდრომი“. ამის მიზეზი ტვინშია. როგორც ჩანს, ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია კიდურების მოძრაობისა და შეხების რეგულირებაზე, ჯერ კიდევ აქტიურია და, რეალური ნერვული გამაღიზიანებლების არარსებობის შემთხვევაში, მიდრეკილია მათი შექმნისკენ.
14. ჩვენს სოციალურ წრეში საშუალოდ 150 ადამიანია.
ეს არის ე.წ დანბარის რიცხვი.
15. ჩვენ ვიზრდებით ძილის დროს.
როდესაც გვძინავს, ჩვენი ტვინი გამოყოფს ჰორმონის უმეტეს ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია კუნთებისა და ძვლების ზრდაზე. ამ მიზეზით, აუცილებელია, რომ ბავშვებმა დაისვენონ და დაიძინონ სათანადო დროის განმავლობაში.
16. ქალებს სხეულში ორჯერ მეტი ტკივილის რეცეპტორი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ისინი, პირიქით, ტკივილის უკეთესად უძლებენ.
17. რაც უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს, მით უფრო ნაკლები ძილი გჭირდებათ, ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
18. მოგონებები ყოველთვის იცვლება.
კიდევ ერთი ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი მეხსიერებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვიყენებთ დოკუმენტებით სავსე ფაილების მეტაფორას, რათა მივუთითოთ, თუ როგორია ჩვენს ტვინში არსებული მოგონებები, სიმართლე არის ის, რომ ყველა ჩვენი მოგონება მუდმივად იცვლება, არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებთ. ჩვენი მეხსიერების შინაარსი არ შეიძლება დარჩეს უცვლელი.
19. სტრესის შესახებ
მცირე სტრესი დავალების უკეთ შესრულებაში დაგეხმარებათ. ძალიან ძლიერი სტრესი იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას.