რაზე არ საუბრობს არასოდეს ბრძენი ადამიანი. არისტოტელეს ბრძნული გაკვეთილები, რომლებიც დღესაც აქტუალურია

872

არისტოტელე ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილოსოფოსად ითვლება.

მისი იდეები შთააგონებდა 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი აზრები დღესაც ცოცხალია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ფრაზები და ტრაქტატები 2000 წელზე მეტი ხნისაა, ბევრი მათგანი დღესაც აქტუალურია და უდიდეს გაკვეთილებს გვიტოვებს.

ვივიენის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ არისტოტელეს საუკეთესო ციტატებს, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს.

1. ”უმეცარი ამტკიცებს, ბრძენი ეჭვობს და ფიქრობს”.

ყველაფერში, რაც ხდება ჩვენს თავს და ზოგადად ცხოვრებაში, აუცილებელია გაგვიჩნდეს ეჭვი, დავფიქრდეთ, შევაფასოთ სხვა შესაძლებლობები, რწმენა, ცხოვრებისეული ხედვა…

ძალიან მნიშვნელოვანია, არ აღიქვათ საგნები, როგორც რაღაც შეუცვლელი და აბსოლუტური, რადგან ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ წინსვლასა და ზრდაში შეგიშლით ხელს.

2. „სწორედ ყველაზე ბნელ დროს უნდა მოახდინოთ ფოკუსირება, სინათლის დასანახად“.

ეს არის ის, რაც არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელზე მეტი გავიდა.

გაჭირვებაში გვიჭირს, ვგრძნობთ, რომ ვიძირებით, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ჩვენი უდიდესი რესურსები და სათნოებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ ეს რთული მომენტები.

ვერასოდეს გაიგებთ, რამდენად ძლიერი ხართ, სანამ სიძლიერე არ გახდება თქვენი ერთადერთი ვარიანტი.

3. „ბუნება არაფერს ქმნის მიზნის გარეშე“.

ეს არის ის, რაც საუკუნეების მანძილზე ჰყოფდა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურას: ყველაფერს აქვს მიზეზი, მიზანი და სარგებელი. ყველაზე მშვენიერიდან ყველაზე საშინელებამდე.

4. „ჩვევა – მეორე ბუნებაა“.

ეს უკვე არისტოტელემ იცოდა.

ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ, ჩვენი ჩვევების შედეგია.

ჩვენი ჩვევები უზარმაზარ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, რა ჩვევები დამკვიდრდა თქვენს ცხოვრებაში, რადგან თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების ხარისხი ამ ჩვევების პირდაპირი ანარეკლია.

5. „უკეთესია ის, რაც რთულია“.

როგორც დღეს, ისე 2000 წლის წინ, ადამიანები უფრო მეტად აფასებენ იმას, რასაც გაჭირვებით მიაღწიეს, ვიდრე იმას, რაც მარტივი და ხელმისაწვდომია.

6. „არასდროს არ ყოფილა არც ერთი დიდებული გონება სიგიჟის გარეშე“.

გენიოსი იბადება მაშინ, როდესაც ვიღაც რაღაცას ჩაიფიქრებს და გაბედავს, თუნდაც სხვებს ეს სიგიჟედ მიაჩნდეთ.

7. „ბრძენი ადამიანი არასოდეს ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს, მაგრამ ყოველთვის ფიქრობს, რა თქვას“.

არისტოტელე არა მხოლოდ იმაზე საუბრობდა, თუ როგორ ეჭვობდნენ და ფიქრობდნენ ბრძენი ადამიანები, არამედ საუბრობდა იმაზეც, თუ როგორ არ რეაგირებდნენ, არ ამბობდნენ და არ აკეთებდნენ ყველაფერს, რაც თავში პირველი მოუვიდოდათ.

მან თქვა, რომ ბრძენი ადამიანი იკავებს ადგილს, რომელიც საშუალებას აძლევს მას დააკვირდეს რას აპირებს ან თქვას და როგორ იმოქმედოს საუკეთესო გზით.

8. „ის, ვინც თავის სურვილებს ამარცხებს უფრო მამაცად მიმაჩნია, ვიდრე ის, ვინც ამარცხებს თავის მტრებს, რადგან ყველაზე რთული გამარჯვება – საკუთარ თავზე გამარჯვებაა“.

ჩვენი ავტომატური რეაქციების, ჩვენი ჩვევების, ჩვენი რწმენის და შემზღუდავი აზრების გადალახვა, უდავოდ, ყველაზე მამაცი და უდიდესი გამარჯვებაა.

9. „მხოლოდ სიკეთის კეთებით შეიძლება იყო ჭეშმარიტად ბედნიერი“.

გასაგებია, რომ როდესაც ჩვენ გვამოძრავებს რეაქცია, ბრძოლა, წყენა… ჩვენ არა მარტო ვვნებთ სხვა ადამიანს, არამედ საკუთარ თავსაც ვვნებთ.

10. „ვინც იცის, აკეთებს. ვისაც ესმის, ასწავლის“.

ინტელექტი – არა უბრალოდ ცოდნა, არამედ კეთების უნარია. გამოიყენეთ, რაც იცით.

ამ გამოყენებისა და პრაქტიკის გარეშე, ცოდნა რჩება რაღაც უსარგებლო რამედ, რომელიც კარგავს მთელ თავის ღირებულებას.

11. „როდესაც ცუდი ფუჭდება, ის განსაკუთრებით ცუდი ხდება“.

არისტოტელეს ფილოსოფიამ და მისმა სიბრძნემ ენით აუწერელი წვლილი დატოვა ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ეთიკის განვითარებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს