ვენდოთ თუ შევამოწმოთ? როგორ მოვიქცეთ ბავშვთან

329

ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვის გაჩენის მომენტიდან, მათი მხრიდან მაქსიმალურმა კონტროლმა და მისმა ზრდამ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება დაიცვას მათი შვილი არასწორი გადაწყვეტილებებისა და შეცდომებისგან. მშობლების მეორე ნაწილი ირწმუნება: რაც ნაკლებია კონტროლი, მით უფრო დამოუკიდებელი გაიზრდება ბავშვი.

ამ თემასთან დაკავშირებით, ვივიენის დღევანდელ სტატიაში მასწავლებლის აზრს გიზიარებთ.

ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა იყოს. გაკონტროლების დონე უნდა განსხვავდებოდეს ბავშვის ასაკის მიხედვით. საბავშვო ბაღის ასაკში კონტროლს ექვემდებარება აბსოლუტურად ყველაფერი: როგორ არის ჩაცმული ბავშვი, რომელი სათამაშოებით არის უკეთესო მისთვის თამაში. კონტროლი საშუალო სკოლაში, უფროს კლასებში უნდა განსხვავდებოდეს საბავშვო ბაღისგან. ნდობა და კონტროლი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. შეგიძლიათ, მაგალითად, ბავშვს დამოუკიდებლად ანდოთ ტანსაცმლის ყიდვა, მაგრამ ამავდროულად განიხილოთ მასთან შესყიდვის დეტალები და გაითვალისწინოთ მისი აზრი. მშობელთა კონტროლი უფრო მეტად უნდა იყოს სკოლა ბავშვის თვითმომზადებისთვის ზრდასრული ცხოვრებისათვის. ბავშვებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ქმედებების გაკონტროლება.

როგორ მოვიქცეთ: ვენდოთ თუ გავაკონტროლოთ?

რა თქმა უნდა, ნდობაც და კონტროლიც თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს ბავშვის აღზრდაში. ბუნებრივი და შეუმჩნეველი კონტროლიც დასაშვებია: მშობლებმა უნდა იცოდნენ ,რა ხდება მათი შვილების ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ ჩვენი სკოლის ფსიქოლოგს მე-8 კლასის მოსწავლის დედამ მიმართა. დედა გამუდმებით აკონტროლებდა მას ცხოვრების ყველა ასპექტში კეთილი განზრახვით (რა უნდა გააკეთოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, რა ჭამოს, რა ჩაიცვას). შედეგად, სახლში ვაჟი საკუთარ თავში ჩაკეტილი და გაღიზიანებული იყო: არასოდეს საუბრობდა თავის გეგმებზე ან მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე. წარმოიდგინეთ დედის გაოცება, როდესაც მან კლასის ხელმძღვანელისგან შეიტყო, რომ მისი მშვიდი და მოკრძალებული შვილი იყო კლასში „ამტეხი“ – ჰიპერ-კომუნიკაბელური ბიჭი, რომელიც არ ერიდებოდა მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში. ფსიქოლოგმა მშობლებს შვილთან უფრო ხშირი კომუნიკაცია და მასზე კონტროლის შემცირება ურჩია.

ერთი უკიდურესობიდან მეორეში: რა საფრთხეებს შეიცავს კონტროლის არარსებობა და ჰიპერმზრუნველობა?

საიდუმლო არ არის, რომ მუდმივი ზრუნვა, ისევე როგორც სრული კონტროლის ნაკლებობა, სავსეა შედეგებით არა მხოლოდ თავად ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც.

სამ წლამდე – ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პერიოდში ზედმეტმა დაცვამ და უნდობლობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბავშვი დარწმუნებული იყოს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს. სამომავლოდ, მან შეიძლება მთელი ცხოვრება მარტოსულად იგრძნოს თავი, გარშემომყოფებისგან საჭირო ყურადღების არ მიღებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვზე გამუდმებით ზრუნვით, თქვენ მას დამოუკიდებლობას ართმევთ.

და თუ 13 წლამდე აუცილებელია ბავშვს დავეხმაროთ რაღაცის არჩევაში, მაშინ მოზარდობის ასაკში ის უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს.

რაც უფრო დიდები ხდებიან ბავშვები, მით მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ მათ.

გადაჭარბებული ზრუნვისას, უფროსები ხშირად ისმენენ თინეიჯერი ბავშვებისგან: „მე თვითონ გავარკვევ, მე უკვე ზრდასრული ვარ“. არ არის საჭირო თქვენი ზრუნვით ბავშვის შეწუხება. თქვენ უნდა ენდოთ, იცოდეთ ყველაფერი, რაც ბავშვების ცხოვრებაში ხდება და შეეცადოთ, საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციის გაკონტროლებას. მაგრამ არ არის საჭირო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა – ზომიერი კონტროლი არავის გაუუქმებია. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ამავდროულად აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

თუ მშობლები მთლიანად შეწყვეტენ კონტროლს, მაშინ შვილების ცხოვრებაში მოულოდნელმა სიურპრიზებმა შეიძლება გააკვირვოს ისინი. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება რაღაც ჩაიდინოს და დედამ ეს მესამე პირებისგან გაიგოს. არც ისე სასიამოვნო სიტუაციაა.

რჩევები მშობლებს

თითოეული მშობელი თავად წყვეტს, რომელი აღმზრდელობითი ფორმა აირჩიოს. გიზიარებთ ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს:

  • გადაწყვიტეთ, რა და როგორ უნდა აკონტროლოთ. გაკონტროლების პროცესს მიუდექით კომპლექსურად: იფიქრეთ იმაზე, ნამდვილად სჭირდება თუ არა თქვენს შვილს კონტროლი და როგორ განახორციელოთ ის, რომ არ ავნოთ ბავშვს.
  • თავს ნუ მოახვევთ თქვენს შვილს საკუთარ სტანდარტებს, განიხილეთ თქვენი ყველა ქმედება. შეეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ თქვენი შვილი გადაწყვეტილების მიღებისას არ განიცდიდეს ზეწოლას თქვენი მხრიდან. დაე, ის თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე და დაინახავთ, რომ ის გენდობათ თქვენ და ჩაგაყენებთ მოვლენების კურსში. თქვენ კი, თავის, შეძლებთ მასზე შეუმჩნეველი კონტროლის განხორციელებას.
  • მნიშვნელოვანია ნდობის მაღალი ხარისხი დედას, მამასა და შვილებს შორის. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს საკუთარ შეცდომებზე, გამოცდილებაზე და პრობლემებზე ლაპარაკის. არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბავშვის გაკიცხვა სიმართლის თქმისთვის, მაშინაც კი, თუ ეს სიმართლე არ მოგწონთ. არ შეიძლება ბავშვთან ჩხუბი მისი საქციელის გამო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარასოდეს გენდობათ. სჯობს, მშვიდად, აგრესიის გარეშე აუხსნათ, რაში ცდება. ნდობის ერთხელ დაკარგვით, მისი აღდგენა არც ისე ადვილი იქნება. რადგან, თუ შვილთან ურთიერთობაში მთავარი იქნებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ იქნებით მისი მეგობარი.

და რაც მთავარია, ნდობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ და ხშირად არ უნდა უთხრათ: „მე შენ გენდობოდი, შენ კი…“ ამან შეიძლება თქვენი ურთიერთობის გაუფასურება გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს