ძალიან მოსახერხებელია, როცა ყოველთვის ხელთ გაქვს წვნიანი მწვანილი. ის კერძებს ბევრად უფრო არომატულს ხდის. ამიტომაც წინდახედულ დიასახლისებს ფანჯრის რაფაზე მოჰყავთ ოხრახუში და კამა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ კამის დარგვის ნიუანსებს.
მოგეხსენებათ, რომ კამა არ არის ძალიან პრეტენზიული კულტურა. კარგი და სწორი მოვლა უზრუნველყოფს კარგი მწვანილის მიღებას. როგორ მოვიყვანთ ოთახის კამის კარგი მოსავალი?
როგორ გავზარდოთ კამა ფანჯრის რაფაზე: მნიშვნელოვანი ნიუანსები
აუცილებელი პირობები
- შესაფერისი კონტეინერი. წვნიანი კამის მოსაყვანად უნდა გამოიყენოთ ქაღალდის ან პლასტმასის ჭიქები. ასევე გამოდგება პატარა კონტეინერები და ყვავილების ქოთნები.
- იდეალური ნიადაგი. კამის მოსაყვანად საჭიროა ნაყოფიერი ნიადაგი. გაამდიდრეთ ნიადაგი ტორფის, ნეშომპალას და ქვიშის დამატებით. რბილი და მკვებავი ნიადაგი ნეიტრალური მჟავიანობით – საუკეთესო არჩევანია.
- განათება. კამას სჭირდება ხანგრძლივი დღის საათები, მაგრამ არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. ამის გამო, თქვენ უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი. მოიყვანეთ კამა არც ისე მზიან ადგილას. თუ ფანჯრის რაფა დაჩრდილულ მხარეს არის, მოაწყეთ დამატებითი განათება.
- თესლი. დარგვამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ თესლი კარგად აღმოცენდება. ამისათვის მოათავსეთ 10 ცალი მარცვალი ნატურალური ქსოვილის პატარა ნაჭერზე, შემდეგ ეს ყველაფერი მოათავსეთ პატარა ქილაში და ჩაასხით თბილი წყალი. თუ თესლის ნახევარი ამოვა, მაშინ ასეთი სარგავი მასალის გამოყენება შეიძლება.
როგორ დავრგოთ კამა სახლის პირობებში
ჯერ ვამზადებთ თესლს. უნდა ჩამოვრეცხოთ ეთერზეთი, რომელიც იცავს კამას შენახვის პერიოდში. ამის გარეშე, ნერგების გაღივებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. ვათავსებთ თესლს თბილ წყალში 48 საათის განმავლობაში. შემდეგ მათ 3 საათის განმავლობაში ვადეზინფიცირებთ კალიუმის პერმანგანატის სუსტ ხსნარში. ბოლოს კი ვრეცხავთ გამდინარე წყლით.
ჭურჭლის ძირში ჩაყარეთ დრენაჟი, რომლის ფენა უნდა იყოს 2 სმ-მდე. შეავსეთ კონტეინერი მიწით, კიდემდე დატოვეთ 3 სმ. უხვად შეასხურეთ ნიადაგს წყალი. დაელოდეთ სანამ მთლიანად შეიწოვება. შემდეგ მიწაში გააკეთეთ პატარა ღარები, რომელთა სიღრმე არ უნდა იყოს 1 სმ-ზე მეტი, მოათავსეთ მათში თესლები 2 სმ მანძილის დაცვით. ღრმულებს მოაყარეთ მიწა. კვლავ შეასხურეთ წყალი. დააფარეთ სათბურის ფირი. კონტეინერები მოათავსეთ ბნელ ადგილას. როდესაც კამა ამოსვლას დაიწყებს, მოხსენით ფირი და გადაიტანეთ ფანჯრის რაფაზე.
კამას სჭირდება ბევრი წყალი. ნიადაგი ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს. ერთ თვეში შეძლებთ საკუთარი ხელით მოყვანილი პირველი წვნიანი მწვანილის დაკრეფას.