უფროსების ცხოვრება არის ის, რასაც მიწის გამოცლა შეუძლია გუშინდელი სტუდენტის ფეხქვეშ. უდარდელი ახალგაზრდობა მთავრდება მაშინ, როდესაც თავად უნდა გადაიხადო საკუთარი გადასახადები, მოაგვარო ყოველდღიური პრობლემები და მთლიანად არჩინო საკუთარი თავი. ასევე უნდა ჩაერთო 8-საათიან სამუშაო გრაფიკში და შეეცადო შეინარჩუნო კონტაქტი რეალობასთან.
ამ ყველაფრისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამერიკელი ბლოგერი მეტსახელად brielleybelly123. მისმა TikTok-ის ვიდეომ საოფისე რუტინის სირთულეების შესახებ, სულ რაღაც ერთ თვეში 3 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა და ქსელი ორ ბანაკად დაყო. გოგონა ტირილით ჩიოდა, რომ პირველმა სამსახურმა მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია.
ზრდასრული ადამიანების ცხოვრება
ახალგაზრდა ბრიელმა ნიუ ჯერსიდან ახლახან დაამთავრა კოლეჯი და პირველ სამსახურში მოეწყო. განრიგი – დილის 9-დან 17 საათამდე, 5 სამუშაო დღე და 2 დღე დასვენება. ის ნაცნობია მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, თუმცა ბრიელისთვის ძალიან დამღლელი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, ბლოგერი იძულებული გახდა გადასულიყო ნიუ ჯერსიში, რათა დაეზოგა ქირის თანხა. ახლა მას ყოველდღე უწევს ერთი ქალაქიდან მეორეში მგზავრობა და ეს არ მატებს მას კარგ განწყობას. თავის TikTok პროფილზე ბრიელი უჩიოდა ადრე ადგომას. ის მატარებლით მიდის ნიუ იორკში დილის 7:30 საათზე და სახლში საღამოს 7 საათამდე არ ბრუნდება.
„გზაში ძალიან დიდ დროს ვატარებ. სახლში შხაპის მიღება, ვახშმის მომზადება და დასაძინებლად დაწოლა მინდა, მაგრამ ხანდახან იმის ძალაც არ მაქვს, რომ ვივახშმო. ვარჯიშზე წასვლაზე აღარაფერს ვამბობ. მეგობრებთან შეხვედრა და ურთიერთობები სრულიად გამორიცხულია. ძალიან განვიცდი“.
ბრიელი განმარტავს, რომ თავად სამსახურის მიმართ მას პრეტენზია არ აქვს. მაგრამ 9-დან 17-მდე გრაფიკი და ხანგრძლივი მგზავრობა მთელ ცხოვრებას ართმევს და აგიჟებს. „თუ საღამოს 5 საათამდე მუშაობ ფრილანსერად, მაშინ სახლში ხარ და ყველაფერი მშვენიერია“.
ცხადია, გოგონას პრობლემას ათასობით ინტერნეტ მომხმარებელი გამოეხმაურა. მან მიიღო დაახლოებით 28 ათასი კომენტარი ვიდეოზე, მაგრამ ყველა მაყურებელი არ დაეთანხმა.
ზარმაცების თაობა თუ რევოლუციონერების?
ბევრი მომხმარებელი გოგონას მხარეს დადგა და ეთანხმებოდა, რომ 40-საათიანი სამუშაო კვირის მოდელი დიდი ხანია მოძველდა. „ყოველ წუთს ვფიქრობ ამაზე. ნებისმიერი ხუთდღიანი განრიგი ოფიციალურად უნდა აიკრძალოს. ეს განრიგი არ ტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის. ის განკუთვნილია ადამიანებისთვის ოჯახის, ურთიერთობების, ბავშვების, სახლის, შინაური ცხოველებისა და ჰობის გარეშე. ყველაფრის გარეშე“, – წერენ კომენტატორები.
„ჩემი აზრით, რაც უფრო წინ მივდივართ ნათელ მომავალში, მით ნაკლები დატვირთვა უნდა ჰქონდეს ადამიანს და ყველა სახის ავტომატურ სისტემას, პირიქით, უფრო მეტი. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ხომ უნდა გააადვილოს ჩვენი ცხოვრება? თორემ რისთვის არის ეს ყველაფერი, თუ არა იმისთვის, რომ ნაკლები იმუშაო და მეტი დაისვენო?”
Twitter-ის ზოგიერთი მომხმარებელი დათანხმდა წარმატებულ ექსპერიმენტს, სადაც ხუთდღიანი სამუშაო კვირის ნაცვლად, გადავიდნენ 4 დღიან სამუშაო კვირაზე. ეს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა: თანამშრომლები უფრო მეტს მუშაობდნენ, მათი პროდუქტიულობა და კომპანიის მოგება გაიზარდა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზრდასრულ ცხოვრებაში!“
მიუხედავად იმისა, რომ ბრიელმა დიდი მხარდაჭერა და სიმპათია მოიპოვა, უფროსი თაობა მკაცრი იყო ახალგაზრდა ბლოგერის მიმართ. კრიტიკოსებმა ახალგაზრდა თაობას ზედმეტად ზარმაცი და გათამამებული უწოდეს, რადგან საოფისე სამუშაოები 9-დან 5-მდე მათთვის დამღლელია და იწვევს ფსიქიკურ აშლილობას.
ტიკტოკერს ასევე გამოეხმაურნენ „რეალურ ცხოვრებაში“ და გაკიცხეს იმის გამო, რომ მას დასვენების დღეები მაინც აქვს, ხოლო ბევრს მუშაობა დასვენების გარეშე უწევს. „როცა კოლეჯში ვსწავლობდი, ვმუშაობდი როგორც სრულ განაკვეთზე, ასევე ნახევარ განაკვეთზე. ასე რომ, თავს ნუ გვაცოდებ!“, „ზოგისთვის 50-საათიანი სამუშაო კვირაც ნორმაა, მაგრამ ყოველთვის უკმაყოფილო Z თაობა უბრალოდ ყველაფერს აზვიადებს. ვვარაუდობთ, რომ ბრიელი საგრძნობლად დააბნია ასეთმა აჟიოტაჟმა.
დამეთანხმებით, ეს ინციდენტი ძალიან საინტერესო საფიქრალს გვაძლევს! მართლაც, იქნებ დროა, რომ გადაიხედოს ჩვენი საზოგადოების წესები დასაქმების საკითხებში? შესაძლოა, დადგა დრო სიახლეებისთვის, რომლებიც მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. ნაკლები მუშაობა არ ნიშნავს უარესს. ამის შესახებ სტივ ჯობსმა ისაუბრა: „თქვენ უნდა იმუშაოთ არა 12 საათის განმავლობაში, არამედ თავით!“