თუ თქვენც იგივე შეცდომა დაუშვით, რაც მე, დეკემბერას ამ ადგილას მოთავსებით, მაშინ მალე მას ფოთლები ჩამოსცვივდება, სასწრაფოდ მოაშორეთ

1886

ფანჯრის მიღმა პეიზაჟი სულ უფრო და უფრო ეფლობა შემოდგომა-ზამთრის ნაცრისფერ ფერებში, რაც ნიშნავს, რომ დეკემბერას ყვავილობის დრო მოდის. ამ პოპულარული ოთახის მცენარის მფლობელები დიდი ხნის ნანატრი ყვავილობით ტკბობას ნოემბრის ბოლოს იწყებენ. სწორად მოვლის შემთხვევაში მისი ყვავილობა თებერვლამდე გაგრძელდება. არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელთა არ ცოდნით თქვენი დეკემბერა კვირტებს ჩამოყრის.

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ დეკემბერა ჭირვეული მცენარეა, კვირტების ჩამოვარდნა კი მოულოდნელი ტრაგედია! თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოტანიკოსებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. ირკვევა, რომ ყვავილობის გაკონტროლების პროცესი მარტივია.

დეკემბერას ფოთლები: სწორი მოვლა და ტემპერატურული რეჟიმი

ავიღოთ თანმიმდევრობით: რა არის შლუმბერგერა, იგივე დეკემბერა და იგივე ზიგოკაქტუსი? ეს არის ეპიფიტური კაქტუსი, რომლის სამშობლოა ბრაზილიის, იამაიკის და გვატემალის ტროპიკული ტყეები. ამიტომ ყვავილობა ხდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთრის თვეებში. სწორედ მაშინ, როცა მის სამშობლოში ზაფხულია.

ერთი შეხედვით, სად ჩვენ და სად ეკვატორი? მაგრამ ოთახის ტემპერატურის რეჟიმი სრულად აკმაყოფილებს ეგზოტიკური მცენარის საჭიროებებს, რომელიც თავს შესანიშნავად გრძნობს სახლის პირობებში. საქმე მხოლოდ თავად დეკემბერას ჩვევებშია, რომლებიც არ იცვლება სახლიდან ათასობით კილომეტრშიც კი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი – ჯანსაღი ძილია.

როდის იძინებს დეკემბერა

იმისთვის, რომ დეკემბერამ უხვად და დიდი ხნის განმავლობაში იყვავილოს, მას ძალის მოკრება სჭირდება. დეკემბერას წელიწადში ორი მიძინების პერიოდი აქვს, რომლის დროსაც ის ყველაზე უპრეტენზიო მცენარედ იქცევა. პირველი იწყება აგვისტოდან ოქტომბრამდე, მეორე დაუყოვნებლივ ყვავილობის შემდეგ – თებერვლიდან მარტამდე. მეორე მიძინების დროს ყვავილი თავის პერფორმანსის შემდეგ ისვენებს. ამ დროს საჭიროა, რომ მცენარე ბნელ ადგილას გადაიტანოთ, სასუქის მიცემა მთლიანად შეწყვიტოთ და მორწყვა კვირაში 2-3-დან 1-2-მდე შეამციროთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულ-შემოდგომის პერიოდი, რომელსაც დეკემბერა ზამთრად აღიქვამს. ამ დროს მცენარის ზედმეტად გაგრილების არ უნდა გეშინოდეთ, პირიქით, მას სჭირდება ტემპერატურის შესამჩნევი ვარდნა 12-14 გრადუსამდე, ზოგჯერ კი 8-10-მდე. ამიტომ შეეცადეთ იპოვოთ ადგილი მზისგან და რადიატორებისგან მოშორებით. ამ მიზნებისთვის შესანიშნავია ლოჯი ან აივანი.

ძილ-ღვიძილის რეჟიმის დაცვა წარმატებული ყვავილობის დაწყების საწინდარია. როგორც კი ყვავილობა დაიწყება, ჩვენი ამოცანაა მისი შენარჩუნება მაქსიმალური დროის განმავლობაში. ამის გაკეთება შეუძლებელია რამდენიმე მარტივი წესის ცოდნის გარეშე.

როგორ მოვუაროთ დეკემბერას ყვავილობის დროს

ამ დროს მას სჭირდება რეგულარული მორწყვა და მზის საკმარისი შუქი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზიგოკაქტუსი უღრან ტროპიკულ ტყეებში იზრდება. მზის პირდაპირი შუქი არ არის მისი საუკეთესო მეგობარი. მას ყველაზე მეტად გაფანტული სინათლე უხდება. ამიტომ, თავი შეიკავეთ პირდაპირ ფანჯრის რაფაზე მოთავსებისგან!

და რაც ყველაზე მთავარია: არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ მცენარე სხვა ადგილზე, როცა ის აყვავდება. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დეკემბერას შეიძლება კვირტები ჩამოსცვივდეს.

ალბათ გსმენიათ მსგავსი ისტორიები. ვიღაცამ დეკემბერა ყვავილობის პერიოდში შეიძინა. მაღაზიის თაროზე შეუძლებელი იყოს მისთვის თვალის მოშორება! და როგორც კი სახლში მიიტანა, მაშინვე ფოთლები ჩამოყარა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მცენარე განიცდის ტემპერატურის უეცარ ცვლილებას. ზამთარში კი ეს განსაკუთრებით გავრცელებული შეცდომაა: თბილი მაღაზიიდან სიცივეში, სიცივიდან თბილ ბინაში. უარესს, ვერც კი მოიფიქრებ.

ასე რომ, კიდევ ერთი რჩევა: ცივ სეზონზე სჯობს თავი შეიკავოთ ზიგოკაქტუსის ყიდვისგან.

დეკემბერას ფოთლები: ზიგოკაქტუსზე ზრუნვის საიდუმლოებები

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს მცენარისთვის, რომელსაც უყვარს ძლიერი წვიმა, ზედმეტი მორწყვა მისთვის საზიანოა. ტყეებში ტენიანობა თანაბრად ნაწილდება, რასაც ვერ ვიტყვით ქოთანზე. დეკემბერა უნდა მორწყოთ ხშირად, მაგრამ მცირე რაოდენობით. ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი და ქოთნის თეფში მშრალი. სამწუხაროდ, შლუმბერგერების უმეტესობა სწორედ მორწყვის გადაჭარბების გამო იღუპება. მცენარე ძალიან დაუცველია ფესვთა სისტემის სოკოვანი დაავადებების მიმართ.

მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნიადაგი, არამედ ჰაერიც ტენიანი იყოს. თუ მცენარე არ ყვავილობს და ცუდად გამოიყურება, როგორც ჩანს, თქვენს სახლში ჰაერი ძალიან მშრალია. ეს, სხვათა შორის, არ არის სასარგებლო არც ადამიანებისთვის და არც შინაური ცხოველებისთვის. შესანიშნავი გამოსავალია დამატენიანებელის გამოყენება, რათა შენარჩუნდეს კომფორტული ატმოსფერო, ტენიანობის მაჩვენებლით დაახლოებით 45%.

ზოგიერთი საზრიანი ადამიანი ქოთანს აბაზანაში ინახავს. ეს შესანიშნავი გამოსავალია ასეთი ტენიანობის მოყვარული მცენარისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ზიგოკაქტუსის ფესვთა სისტემა სუსტია და საკვები ნივთიერებების ნაწილს ის იღებს ჰაერიდან. მთავარია აბაზანაში საკმარისი განათება იყოს.

რა სასუქი უნდა მივცეთ დეკემბერას

ამ მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ზიგოკაქტუსს განსაკუთრებით სჭირდება კალიუმი და ფოსფორი. სწორედ ეს ორი კომპონენტია პასუხისმგებელი კვირტების ფორმირებაზე, მათ ზომასა და რაოდენობაზე. ამ მიზნებისათვის საუკეთესოა კალციუმის ნიტრატის ხსნარი და კვერცხის ნაჭუჭის ნაყენი. შედეგად დეკემბერას ფოთლები მწვანე იქნება და ყვავილები იქნება მსხვილი.

და ბოლო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც სახლის მცენარეების ყველა მოყვარულმა უნდა იცოდეს. შლუმბერგერას არ უყვარს წყალი პირდაპირ ონკანიდან, ჯობია რამდენიმე დღის აღებული წყალი იყოს. ამავდროულად, ბოტანიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ: ყვავილობის დროს დეკემბერას მორწყვა უმჯობესია თბილი წყლით. ზამთარში შეიძლება დაგავიწყდეთ და მოათავსოთ ბოთლი ფანჯარაზე ან აივანზე, დაბალი ტემპერატურის წყალი კი არც თუ ისე მცირე სტრესს გადაატანინებს აყვავებულ მცენარეს.

ზიგოკაქტუსი არის ძალიან მშვიდი და მომთმენი მცენარე, განსაკუთრებით ძილის დროს. სწორი მოვლის პირობებში ის იცოცხლებს მინიმუმ 25 წელიწადს! ზოგადად, ყვავილობა დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: კარგი ძილი, ტემპერატურა და მორწყვა. მიჰყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციას და დეკემბერა აუცილებლად გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით მთელი ზამთრის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს