„შენმა ქონებამ შემოსავალი უნდა მოგიტანოს!“ არ უნდა მოუსმინო ყველა, თუნდაც ჯანსაღ რჩევას

604

-ეს როგორ? – ოფიციალური ქორწინების გარეშე? – ღიმილით შეხედა ძმამ დიანას. – თქვენ უკვე სამი წელია ისედაც ერთად ხართ ქორწინების გარეშე. ახლა რა შეიცვლება?

-უბრალოდ მასთან გადავალ და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო.

-ვაა, ახლა მთელი ბინა ჩემი იქნება.

-დიახ, უბრალოდ ბუნაგად ნუ გადააქცევ. ეს ჩემი მშობლების ბინაა და მათი ხსოვნაა. და მე ჯერ კიდევ მაქვს აქ წილი.

-მესმის, არ დავანგრევ, მაგრამ გავერთობი!

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც დიანა მაქსიმეს ბინაში გადავიდა, სანამ შეყვარებულების გრძნობები ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მამაკაცმა უნებურად ჰკითხა:

-შენს წილზე რა გადაწყვიტე?

დიანა ზარმაცად გაიზმორა.

-რა უნდა გადამეწყვიტა? ბინა დგას, იქ ჩემი ძმა ცხოვრობს.

მაგრამ მაქსიმე არ დამშვიდდა:

-შენ და შენს ძმას მაგარი ბინა გაქვთ, თითქმის ქალაქის ცენტრში და შენთვის არანაირი შემოსავალი არ მოაქვს.

-რას გულისხმობ? – უდარდელად იკითხა დიანამ

მაქსიმემ განმარტა:

-როდესაც ბინაში არ ცხოვრობ, შეგიძლია ის შემოსავლის წყაროდ აქციო. გაყიდეთ და ორი ერთოთახიანი ბინა იყიდეთ გარეუბანში. შენი ძმისთვის სულ ერთია სად იცხოვრებს – ის ახალგაზრდაა. შენ შეგიძლია ბინა გააქირავო და ფული მიიღო. ხელფასის დანამატი იქნება, ასე ვთქვათ, ჩვენს საერთო ბიუჯეტში.

დიანა ფეხზე წამოდგა. მიხვდა, რომ მისი შეყვარებული არ ხუმრობდა.

-სერიოზულად ამბობ?

-რა თქმა უნდა. მესმის, რომ ეს შენი და შენი ძმის მემკვიდრეობაა, მაგრამ დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო! მე ბინა მაქვს, მართალია იპოთეკით. შენც უნდა გქონდეს საკუთარი სახლი და მან შემოსავალი უნდა მოგიტანოს.

დიანა წამით დაფიქრდა და თავი დაუქნია:

-არა, ეს არ გამოდგება.

-რატომ? – გაიკვირვა მაქსიმემ.

-საკუთრი უძრავი ქონების დათმობას მთავაზობ, ჩვენი ერთობლივი ცხოვრებისთვის.

-არა უარის თქმას, არამედ საკუთარი წილის დაფიქსირებას! რომელიც ჩვენს ოჯახს შემოსავალს მოუტანს.

-არა, არ მინდა, ცენტრში მდებარე ბინის წილის გადაცვლა, სადღაც გარეუბანში მდებარე ბინაში.

-მაგრამ ახლა მთელ ბინას შენს ძმას უტოვებ!

-დიახ. ეს ჩემი წილია, რასაც მინდა იმას ვაკეთებ.

-რას ნიშნავს, „რასაც მინდა?“ ჩვენ ერთად ვართ და ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები!

-მაგრამ არა ჩემს უძრავ ქონებაზე. უბრალოდ დავივიწყოთ ის, კარგი?

-როგორ არ გესმის! ამ ბინის გაქირავებით მიღებული ფული დაგვეხმარებოდა. მაგალითად, სახლს ვიყიდიდით.

-არაუშავს, მოგვიანებით ვიყიდით. რა გეჩქარება? შენ ჯერ კიდევ იპოთეკას იხდი.

-არა! ფასები მუდმივად იზრდება. შენ კი ასეთ აქტივს კარგავ.

-არ ვკარგავ. ყველაფერი კარგადაა.

ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. დიანა დაფიქრდა. მან გაიხსენა მომენტები, რომლებსაც მანამდე დიდს ყურადღებას არ აქცევდა.

რაც უფრო მეტს ფიქრობდა და ახსენდებოდა, მით უფრო მეტად სურდა სახლში დაბრუნება.

მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ყველა ეს ეჭვი მხოლოდ პარანოია იყოს! ამიტომ, გოგონამ გადაწყვიტა მაქსიმეს სერიოზულად დალაპარაკებოდა:

-მაქსიმე, ვალები გაქვს? და ამის შესახებ მე არ ვიცი?

-არა, საიდან მოიტანე?

-ისე დაჟინებით ითხოვ ბინის გაყიდვას და გასაქირავებელი ბინის ყიდვას… არადა, თითქოს შენი შემოსავალი ყოველთვის გყოფნიდა.

-არა, არავითარი ვალი არ მაქვს. მხოლოდ იპოთეკა.

-მაშინ შეგიძლია მაჩვენო ამონაწერი საკრედიტო ისტორიის ბიუროდან? რათა დავრწმუნდე, რომ დავალიანება ნამდვილად არ გაქვს.

ამ სიტყვების შემდეგ ატეხილი ჩხუბი დიანას დღესაც არ დავიწყებია. მამაკაცი ჩხუბობდა, ყვიროდა, ბრაზობდა. მან დიანას მოღალატე, მეწვრილმანე უწოდა და „სრულ უნდობლობაში“ დაადანაშაულა.

არც გოგონა გამოირჩეოდა პოლიტკორექტულობით.

შედეგად, მომავალი მეუღლეები დაშორდნენ.

ექვსი თვის შემდეგ კი დიანამ გაიგო, რომ მაქსიმეს ბინა აუქციონზე იყიდებოდა. ვალების, პროცენტებისა და ჯარიმების დაფარვის შემდეგ კი მას თითქმის აღარაფერი რჩებოდა.

ჭორების თანახმად, მაქსიმე ძალიან ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობდა.

შედეგად, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობას ჯერ სამომხმარებლო სესხებით ფარავდა, შემდეგ კი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხამდე მივიდა.

ისისნი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ. თბილად ისაუბრეს. მაქსიმემ უთხრა, რომ მომავალში კვლავ აპირებდა იპოთეკის აღებას, მაგრამ დიანას ეს აღარ აინტერესებდა.

ის ამ ადამიანს არ ენდობოდა და არავითარი სურვილი არ გააჩნდა, რომ ბედი ხელახლა გამოეცადა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს