დედამთილი მთხოვს, რომ უარი ვთქვა ბინის წილზე

739

გათხოვილი ვარ. მყავს 4 წლის ქალიშვილი. უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით, როდესაც დედამთილმა იყიდა ბინა და იქ წილი თავის შვილს (ჩემს ქმარს) გამოუყო, მაგრამ არა ბინის ნახევარი, არამედ მხოლოდ 1/3. ბინის საფასური თითქმის მთლიანად ჩემმა დედამთილმა გადაიხადა. ჩემმა ქმარმა მცირე თანხა შეიტანა, მე ჩემი პირადი ფული საერთოდ არ გადამიხდია. ამ ქონების შეძენის დროს დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი. ბინა მდებარეობს ქალაქში.

სანამ ამ ბინას ვიყიდით, მე და ჩემი მეუღლე ჩემს სახლში ვცხოვრობდით 7 წელი. ახლა კი ის ბინის დაცლას ითხოვს, რადგან აღარ ვუყვარვარ და არც ჩემი ნახვა უნდა. ითხოვს, რომ ბავშვთან ერთად ჩემს ბინაში გადავიდე. ხშირად მიყვირის და სურს, რომ ნებისმიერ ფასად მაიძულოს სახლიდან გადასვლა, ხელს მკიდებს და პრაქტიკულად მაგდებს გარეთ.

დედამთილთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეს ყოველთვის ასე იყო. განსაკუთრებული კამათი და უთანხმოება არ გვქონია. ის მეხმარება რჩევებითაც და საქმითაც. ჩემი მშობლები ჩემს ცხოვრებაში ასე ჩართულები არ არიან. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მიხაროდა ასეთი დედამთილი რომ შემხვდა. მას ძალიან უყვარს შვილიშვილი და თავისი შვილი. მას უკვირს, როგორ ადამიანად იქცა ის.

ამბობს: „ის ყოველთვის ისეთი კარგი ბიჭი იყო…“ თავს ვიკავებ, მაგრამ ძალიან მინდა ვიკითხო, როგორ შეუძლია ასეთ კარგ ბიჭს ცოლ-შვილის სახლიდან გაგდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით? ძალიან მეწყინა, როდესაც თქვა, რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ ბავშვი ეცოდება და ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე, რომ ჩვენს შორის ასეთ ურთიერთობებია. ყოველთვის ორი ადამიანია დამნაშავე. მაგრამ სინამდვილეში, მას ნამდვილად არ სურს იცოდეს, რა ხდება რეალურად.

ახლა კი დედამთილს სურს, რომ ბინა მთლიანად თავის სახელზე დაარეგისტრიროს და მთხოვს, ხელი მოვაწერო საბუთებს, რომ წინააღმდეგი არ ვარ, რომ ჩემმა ქმარმა თავისი წილი დათმოს. ადრე მან წილი შვილის სახელზეც დაარეგისტრირა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის არ დამშორდებოდა. დიდხანს ვცხოვრობდით ერთად, ყველაფერი კარგად იყო. ის ვერ წარმოიდგენდა, რომ რაღაც მომენტში მას ცოლი აღარ დასჭირდებოდა.

ახლა მას თავისი წილის დაბრუნება სურს. სურს, რომ სახლი მთლიანად მას ეკუთვნოდეს (სინამდვილეში, მის შვილს). დედამთილი ჩემს ქმარზე ამბობს: „როგორც უნდა, ისე იცხოვროს. მის სახლს ნუ შეეხები, მერე კი ჩემს წილს მე ჩემს შვილიშვილს დავუტოვებ და დაგეხმარები კიდეც“. გამოდის, რომ მისმა ვაჟმა მარტომ უნდა იცხოვროს მეფესავით, მე კი ბავშვი მარტომ უნდა გავზარდო.

სხვა როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას? მართალია, იმ მომენტში დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და ბავშვს ვუვილიდი, ეს იყო ჩემი მაშინდელი წვლილი ოჯახში. ფიზიკურად, არც ვმუშაობდი და არც ბინის საფასური გადამიხდია, ამიტომ, თითქოს არანაირი შეხება არ მაქვს ამ სახლთან. მაგრამ ბავშვს ხომ აქვს. ძალიან ვნერვიულობ, რომ ჩემს ქმარს ახალი ოჯახი და შვილები ეყოლება და ჩემს ქალიშვილს ყველაფერი ჩამოერთმევა.

ამ შემთხვევაში მე ვმოქმედებ როგორც ჩემი შვილის ინტერესების წარმომადგენელი. დედამთილი მპირდება, რომ შვილიშვილს არ გაანაწყენებს და ბინაში წილს აუცილებლად მისცემს. თუმცა, ის არ ამბობს, როგორ და როდის მოხდება ეს ყველაფერი. მეშინია, რომ სიტყვაზე ვენდო, მაგრამ არც ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს