ჩემი ვაჟი დაქორწინებულია. მას და მის მეუღლეს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავთ. ჩემი შვილიშვილი თითქმის 2,5 წლისაა. რძალი 15:00 საათამდე მუშაობს. ხანდახან სამსახურიდან აგვიანებს. საბავშვო ბაღი, სადაც ჩემი შვილიშვილი დადის, ჩემი სახლის გვერდით არის. მე მარტო ვცხოვრობ, მაქვს საკმარისი დრო, ძალა და ჯანმრთელობა, რომ ჩემს შვილიშვილს მივხედო. ამიტომ არაერთხელ ვუთხარი ჩემს შვილსაც და რძალსაც, რომ შეგვეძლო ჩემი შვილიშვილი საბავშვო ბაღში არ მიგვეყვანა, მე მივხედავდი მას.
ჯერ ერთი, პატარა ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში ყოფნა არც ისე ადვილია, ხშირად ჯგუფები გადატვირთულია და მასწავლებლები ფიზიკურად ვერ ახერხებენ, რომ ყველას მიაქციონ ყურადღება. ზოგს კი, უბრალოდ არ სურს ამის გაკეთება. ხშირია შემთხვევები, როცა ყურადღების ნაკლებობის გამო ბავშვები სერიოზულ ტრავმას იღებენ, ჩხუბობენ. მეორეც, იქ ბავშვები გამუდმებით ავადდებიან, რასაც უამრავი გართულება მოჰყვება. ასე ადრე ბაღში ის ბავშვები მიჰყავთ, რომლებსაც ვერავინ იტოვებს სახლში, მშობლებს კი უწევთ მუშაობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემმა ვაჟმა და რძალმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი შვილიშვილისთვის ბაღში ყოფნა უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ბებიასთან.
ცოტა ხნის წინ ჩემს შვილს დავურეკე და ვთხოვე, რომ შვილიშვილს ბაღიდან მე გამოვიყვანდი, რათა ჩემთან წამეყვანა, ძალიან მიყვარს და მენატრება. შვილი დამთანხმდა. ჩემი შვილიშვილი წამოვიყვანე, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ორიოდე საათის შემდეგ ჩემმა რძალმა დამირეკა და თითქმის მიყვიროდა, რომ ბავშვის წაყვანის უფლება არ მქონდა და თუ ასე განმეორდებოდა, ბავშვს ვერასდროს ვნახავდი. ჩემს შვილს თურმე დავიწყებოდა მისი გაფრთხილება. ის ბაღში მივიდა, მე კი შვილიშვილი უკვე წამოყვანილი მყავდა.
მერე ჩემმა შვილმა დარეკა და მითხრა, ჩემი რძალი სწორედ ამიტომ მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, რომ ბავშვი თვითონ გამოიყვანოს ბაღიდან. მე კი, როგორც ხედავთ, უნდა ველოდო, როდის დამირეკავენ ან მთხოვენ, რომ ბავშვი დავიტოვო. მე – ბებია ვარ. რატომ არ უნდა შემეძლოს ბავშვის გამოყვანა ბაღიდან? ამ სიტუაციიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა, ამ დროის მანძილზე ბავშვი მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა ჩემი შვილი და მისი მეუღლე მაღაზიაში წავიდნენ და შვილიშვილი მომიყვანეს. სხვათა შორის, მხოლოდ ორი საათით.
ცოტა ხანში, ისევ დავურეკე ჩემს შვილს და ვუთხარი, რომ შვილიშვილის ბაღიდან გამოყვანა მინდოდა. შვილმა მითხრა, რომ კავშირი ცუდია, არ მესმის, დაგირეკავო. აღარ დამირეკა. საბავშვო ბაღში მივედი, მაგრამ ბავშვი არ გამომატანეს! ჩემს რძალს დაერეკა და გაეფრთხილებინა, რომ ბავშვი მკაცრად უნდა გამოატანონ მხოლოდ მას ან მამას, და თუ სხვა წაიყვანს, მასწავლებლები საყვედურს მიიღებენ. მას უთქვამს, რომ მისი ნებართვის გარეშე ბავშვის წაყვანის უფლება არც ბებიას არ ჰქონდა, თუმცა მე უკვე რამდენჯერმე წამოვიყვანე ბავშვი და მასწავლებელი მიცნობს. პირადად მე, ვერასოდეს გაუბედავდი ამას ჩემს დედამთილს.
მერე ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მას და მის მეუღლეს ჩემს გამო ჩხუბი ჰქონდათ. მითხრა, რომ მე არ უნდა ვერეოდე მათ ოჯახში და „გიჟივით“ არ უნდა მივრბოდე საბავშვო ბაღში შვილიშვილის წამოსაყვანად. არ იყო საჭირო მათ ქორწილზე თანხმობის მიცემა. ეს რა უპატივცემულობაა უფროსების მიმართ? ისინი ისე იქცევიან, თითქოს ბავშვისთვის უცხო ვიყო. როცა რძლის დედას მიჰყავს შვილიშვილი, მას ურეკავს, ჩემთვის კი უფრო მოსახერხებელია, რომ ჩემს შვილის დავურეკო, ვიდრე რძალს. იქნებ ეს აღიზიანებს მას და გადაწყვიტა, რომ სამაგიერო ასე გადამიხადოს?