5 მიზეზი, რის გამოც მამაკაცები უფრო ადვილად ეგუებიან დაშორებას და უფრო სწრაფად ივიწყებენ ყოფილებს

556

იმის შესახებ, თუ რა რთულად ეგუებიან ქალები დაშორებას ათასობით წიგნი დაიწერა და ასობით ფილმია გადაღებული, მაგრამ რა ხდება მამაკაცების შემთხვევაში? ნუთუ, მათთვის მართლა ასე უცხოა განცდები და სტატიები სათაურით „როგორ დავივიწყოთ ყოფილი?“ ვივიენის დღევანდელ სტატიაში, ვისაუბრებთ სტატისტიკაზე და მამაკაცის “გლოვის” ტაქტიკაზე.

ადამიანთან განშორება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ასეთი ახლობელი და ძვირფასი იყო, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპიზოდია, რომელიც ხშირად გრძელდება მრავალი თვის, ან თუნდაც წლის განმავლობაში. ყველა განსხვავებულად განიცდის ამ რთულ დროს: ზოგი სახლში იკეტება და ცდილობს თავისი მწუხარების „გამოტირებას“, ზოგი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ არაფერი საშინელი არ მომხდარა, ზოგს კი, მოახლოებული დეპრესიის ეშინია და ნანობს, რომ „სიცოცხლის ერთადერთი სიყვარული“ ხელიდან გაუშვა, მიდის ფსიქოლოგთან, რათა ის დაეხმაროს ტკივილისა და იმედგაცრუების მუდმივი ჭაობიდან თავის დაღწევაში.

ხშირად, განშორებისას ასე სწორედ ქალები იქცევიან. მამაკაცებს რომ ვუყურებთ, თითქოს, მათთვის სულაც არ არის დამახასიათებელი ასეთი განცდები. ისინი სწრაფად შორდებიან წარსულ ურთიერთობებს და სწრაფად ივიწყებენ გუშინდელ შეყვარებულებს. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები შემთხვევათა 90%-ში ნამდვილად უფრო მარტივად ეგუებიან დაშორებას, მაგრამ რატომ ხდება ასე? დღეს ვისაუბრებთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე.

ყველაფერში დამნაშავე ბავშვობის პერიოდია

ფსიქოლოგები მუდმივად გვახსენებენ, რომ ყველა ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ზრდასრულ ასაკში, ჩამოყალიბდა ჩვენს ბავშვობაში და მათი შეცვლა უკიდურესად რთული და ზოგჯერ სრულიად შეუძლებელია. მაშ ასე, როგორც ვიცით, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში მთავარი ქალი ყოველთვის იყო, არის და იქნება – დედა. მშობელს უყვარს შვილი ნებისმიერ ასაკში და ამიტომ ზრუნავს და აფასებს მას ზრდასრულ ასაკშიც კი. იდეალურ სიტუაციაში, აბსოლუტურად თითოეული ჩვენგანი (და განსაკუთრებით მამაკაცი) უნდა განშორდეს მშობლებს, მიიღოს ისინი ცალკე პიროვნებებად და გააცნობიეროს საკუთარი თავი, როგორც სრულფასოვანი ადამიანი. ახალგაზრდებისთვის ასეთი გათიშვა ცხოვრებაში პირველი განცალკევებაა, მაგრამ რადგან დედა მაინც მათ გვერდზეა და აგრძელებს მზრუნველობას, თუმცა შორიდან, მათ ჰგონიათ, რომ ასე იქნება გოგოებთან ურთიერთობაშიც. ამრიგად, დედის უპირობო სიყვარული, რომელსაც დასასრული და ზღვარი არ აქვს, მათთვის ერთგვარი გაკვეთილია, რომელიც შეახსენებს, რომ თუ ერთი ქალი წავა, მის ადგილას მალე მოვა მეორე, ასე რომ, არავითარი ტრაგედია არ მომხდარა.

ახალი ურთიერთობა = ჭრილობის შეხორცება

იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენს დროში ბევრი მამაკაცი საკუთარ თავს უფლებას აძლევს გამოავლინოს ემოციები და ზოგჯერ იტიროს კიდეც, თუნდაც მაშინ, როდესაც არავინ უყურებს, უმეტეს კულტურაში მაინც მიღებულია, რომ არ უნდა აჩვენო შენი დაუცველობა და უნდა დარჩე „კლდედ“. თუმცა, რაც არ უნდა ითქვას, ურთიერთობის გაწყვეტა, მჭიდრო კავშირის, რომელიც რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს არსებობდა, ტკივილს აყენებს მამაკაცებს, რის ჩახშობასაც ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ. იმისთვის, რომ გულგრილობის ნიღაბი დამაჯერებელი იყოს, ზოგი ცდილობს სწრაფად შევიდეს ახალ ურთიერთობაში და უსიამოვნო მოგონებები ახალი ემოციებით ჩაანაცვლოს. ასეთი ნაბიჯის ეფექტურობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენი ფსიქიკის მოტყუება შეუძლებელია და, შესაბამისად, ტკივილი შეიძლება ოდნავ გაქრეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, მამაკაცები მთლიანად წყვეტენ ქალების პატივისცემას და იწყებენ მათთან არასერიოზულად მოპყრობას. გოგონები, თავის მხრივ, ხდებიან ერთგვარი „პლასტირები“, რომლებიც მხოლოდ ჭრილობას ფარავენ, მაგრამ არ კურნავენ მას და ხშირად შემდგომში თავად რჩებიან „დაჭრილ გედებად“.

შურისძიების სურვილი

არ უნდა იფიქროთ, რომ მამაკაცები მართლაც სწრაფად ივიწყებენ ყოფილ შეყვარებულებს, ისინი უბრალოდ ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ემოციებს და „თეატრალურ წარმოდგენებს“ აწყობენ სხვებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი კითხვები. ხშირად ხდება, რომ დაშორების დროს ქალი იმდენად ეხება მამაკაცის ეგოს, რომ ის შურისძიების გზას ადგება, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ ამაღლდეს მის თვალში. ის გააფთრებით იწყებს ახალი ურთიერთობების ძიებას და უხამს ურთიერთობებში შედის ერთადერთი მიზნით: დაუმტკიცოს ყოფილ შეყვარებულს, რომ ის, ვინც მან დაკარგა, მოთხოვნადი და სასურველი ეგზემპლიარია. თუმცა, ქცევის ეს მოდელი ღიად საუბრობს მხოლოდ მამაკაცის დაბალ თვითშეფასებაზე, შურისმაძიებელ ხასიათზე და მოუმწიფებლობაზე.

არასერიოზული ზრახვები

როგორ უნდა გაიგოთ, რომ მექალთანეს ხვდებოდით? ეს ძალიან მარტივია: დაშორებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის სხვის გარემოცვაში დაიწყებს გართობას. ამ ფსიქოტიპის მქონე მამაკაცებს მოსწონთ არა თავად თანამგზავრი, რომელთანაც არიან ურთიერთობაში, არამედ ემოციები, რომლებსაც ის მათ ჩუქნის. ამ შემთხვევაში, ქალებისთვის უაღრესად რთულია, რადგან დროთა განმავლობაში ეჩვენებათ, რომ საერთო წარსული მხოლოდ ილუზია იყო ან, კიდევ უფრო უარესი, ეს იყო ტყუილი. თუმცა, აიყვანეთ თავი ხელში და ეცადეთ, ძალიან არ განაწყენდეთ, რადგან ამ ურთიერთობიდან გარკვეული გამოცდილება მიიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო ჭკვიანი იქნებით. მექალთანე – არის გარკვეული ცხოვრებისეული გარემოებების „ქვეპროდუქტი“, რამაც გამოიწვია ასეთი სამწუხარო (რა თქმა უნდა, არა მათი აზრით) შედეგები: მათ არ ესმით ქალსა და მამაკაცს შორის ჯანსაღი ურთიერთობების და არ გააჩნიათ ძლიერი ოჯახის შექმნის უნარი. შეეცადეთ წინასწარ ამოიცნოთ ისინი და არ დააზიანოთ საკუთარი ფსიქიკა ასეთ ტიპთან ურთიერთობით.

ძალიან მტკივნეული დაშორება

საკმაოდ ხშირად დაშორების შემდეგ და განსაკუთრებით თუ ეს მტკივნეული იყო და არ მოხდა მამაკაცის ინიციატივით, ის იწყებს ყოფილი შეყვარებულის ძებნას სხვა ქალებში. დავიწყების ასეთი მცდელობები ფაქტობრივად მხოლოდ ჩანაცვლებით მთავრდება, რაც ზოგჯერ საკმაოდ რთული ამოსაცნობია ილუზიის ფარდის მიღმა. ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილის ფანტომურ ვერსიასთან იწებს ურთიერთობას და იგნორირებას უკეთებს იმ ნამდვილ გოგონას, რომელთანაც ამჟამად იმყოფება ურთიერთობაში. ამ ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ან სრული გულგრილობა – როგორც „პლასტირის” სიტუაციაში – ან ღრმა მარტოობა.

შედეგი ყველა შემთხვევაში სამწუხაროა, ასე რომ, არ ვიცით, იქნებ ჯობია ადამიანმა მართლა იგლოვოს ერთი ან ორი წლის განმავლობაში, ვიდრე ასე დაინგრიოს ცხოვრება და ფაქტიურად უარყოს ნამდვილი ჯანსაღი ურთიერთობები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს