„დედაშენი კმაყოფილი იქნება, ეჭვი არ მეპარება!” როგორ შეიძლება იქცეს ახალი ბინა ოჯახურ ცხოვრებაში მოულოდნელ პრობლემად

487

-აი, სიხარულო, ხედავ ახლა როგორი ბინა გვაქვს? დიდი, ნათელი, გარემონტებული. და შენი ოთახი? ნამდვილი პრინცესის ოთახია!

ლიკამ ქალიშვილი საწოლში ფრთხილად ჩააწვინა. ახლა ისიც სიამოვნებით დაიძინებდა, ზედიზედ სამ დღეს მაინც.

შემდეგ კი შეძლებდა სიამოვნება მიეღო ყველაფრით, რითაც იყო გარშემორტყმული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

და მართლაც, აღმაფრთოვანებელი ბევრი რამ იყო.

ბინაში ინვესტიცია სამი წლის წინ განახორცილეს. წინასწარ შენატანს მოხმარდა ქორწილში შემოსული თანხა და აგრეთვე ის თანხა, რომელიც თაფლობის თვისთვის იყო გამოყოფილი. ლიკას დედა მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

შემდეგ კი წელიწადნახევარი მძიმე შრომა, როგორც მისთვის, ასევე მისი ქმრისთვის. და როდესაც სასურველი ორსულობა შედგა, წყვილს უკვე ჰქონდა დანაზოგი რემონტისთვის.

ბინა იმ დროისთვის აშენებული იყო, ფასები კი – თითქმის გასამმაგდა.

რემონტს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დავითი აკონტროლებდა. ლიკა სახლში იჯდა და ლოცულობდა, რომ მშობიარობას კარგად ჩაევლო.

და აი, ისინი უკვე საკუთარ სახლში არიან.

ახალი უბანი, თუმცა ქალაქიდან შორს. ყველაფერი ახალია – გზები, სავაჭრო ცენტრები, სკოლა და საბავშვო ბაღი, ახალი პარკი შესანიშნავი სათამაშო მოედნებით.

და კიდევ დავითის დედისგან შორს. რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო. ახლა მას გაუჭირდება კვირაში სამჯერ „შემთხვევით“ მისვლა მათ სანახავად.

ამ ფიქრებში ახალგაზრდა დედამ თვალები დახუჭა, რათა ხელახლა გაეხსნა 45 წუთის შემდეგ.

ორი თვის შემდეგ

-მალე მოხვალ? ისევ? სამი დღეა სახლში არ გიძინია! დიახ, ვიცი, რომ შენი ბრალი არ არის. მაგრამ, მართლა არ გინდა ჩემი და ჩვენი ქალიშვილის ნახვა? კარგი, ნახვამდის.

ჩაფიქრებულმა ლიკამ ტელეფონი გათიშა. ის ამის გამო არა მხოლოდ წუხდა, არამედ სერიოზულად ნერვიულობდა.

ქმარი თითქმის ორი კვირაა სახლში ყოველ ორ დღეში ერთხელ ჩნდება. ახლა კი უკვე სამი დღეა სახლში არ უძინია.

ამბობს, რომ მონაწილეობას ღებულობს კომპანიის სხვა ოფისთან განსახორციელებელ ზარებში, ქვეყნის მეორე მხარეს, დილის 3 საათამდე. მაგრამ! ეს ონლაინ კონფერენციები ერთი თვის წინ არ დაგეგმილა და კამჩატკაზე ოფისი 5 წლის წინაც ჰქონდათ!

ლიკა ცუდ აზრებს ებრძოდა. მათ არ უჩხუბიათ, რომ დავითი ასე უბრალოდ გაქცეულიყო. საერთოდ…

-დედაშენი რატომ არ მოდის? არც რეკავს. შვილიშვილის ნახვა არ უნდა? არც ისე შორს ცხოვრობს.

მარტივი შეკითხვა დასვა ლიკამ, მაგრამ საპასუხოდ უცნაური დუმილი მიიღო.

-რატომ ხარ ჩუმად?

-რა ვთქვა?

ლიკა უცებ გაბრაზდა:

-სანამ ახლავე არ მეტყვი ყველაფერს, სახლიდან ვერ გახვალ. საკმარისია ეს საიდუმლოებები.

-რა საიდუმლოებები? – ვმუშაობ, – სცადა ქმარმა სკამიდან წამოდგომა.

-დაჯექი, – მტკიცედ უთხრა ლიკამ და ხელები ნაზად დაადო ქმარს მხრებზე. – მოდი ვილაპარაკოთ, აქ და ახლა. უბრალოდ, გულწრფელი იყავი, კარგი? ვინმე გყავს?

დავითმა ხელებიც კი გაიქნია აღშფოთებისგან:

-როგორ შეგეძლო ასე გეფიქრა?

-მაშინ სად ხარ და რას აკეთებ ღამით?

ქმარი ყოყმანობდა, მაგრამ მაინც უპასუხა:

-უბრალოდ, დედასთან ვრჩები.

ლიკა ამას არ ელოდა.

-ავად არის?

-არა.

-მაშინ ამიხსენი, რატომ გირჩევნია ღამის გათევა დედასთან და არა ჩვენთან? რატომ ხარ ჩუმად, დავით?

-ის დედაჩემია! როგორ არ გესმის?! არ მინდა, რომ ისე დაასრულოს, როგორც დედაშენმა!

დავითი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ბოდიშის მოხდა უნდოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

-ლიკა, ამის თქმა არ მინდოდა.

-მაგრამ თქვი, – ცრემლები ნელ-ნელა ჩამოუგორდა ცოლს სახეზე. – არ ვიცოდი, რომ დედაშენს იგივე დაავადება ჰქონდა, რაც მას. ის უკვე გადის მკურნალობის კურსს, რომელიც ნამდვილად არ განკურნავს, მაგრამ იქნებ ცოტა გაუხანგრძლივოს სიცოცხლე? მან შეწყვიტა ყვირილი ტკივილისგან, თუნდაც ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემდეგ? არა?

-ლიკა, ბოდიში.

-ააა, გასაგებია. დედაშენს შვილი ენატრება, არა? რა თქმა უნდა, გადასვლამდე ყოველ უქმეებზე დადიოდა მის სანახავად. მას ხომ სამაგალითო შვილი ჰყავს.

დავითი გაწითლდა.

-კი, მახსოვს, როგორ ამბობდა ამას ქორწილში. ახლა კი, როცა ცოლმა შვილი დედის კალთას მოაშორა, დედა მარტოდ გრძნობს თავს. მან გადაწყვიტა, რომ შვილი ოჯახიდან წაიყვანოს. მისი ოჯახიდან, სადაც ჰყავს ცოლი და ქალიშვილი.

-ზედმეტი მოგდის, – გააფრთხილა ქმარმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

-ზედმეტი შენ მოგივიდა. არ უნდა დაქორწინებულიყავი. შენ არ ხარ საკმარისად მომწიფებული, რომ დამოუკიდებლად იცხოვრო. მე ასეთი ქმარი არ მჭირდება!

-რას გულისხმობ?

-განქორწინებას, დავით. მე არ ვაპირებ ჩემი ქალიშვილის მარტო გაზრდას, როცა გათხოვილი ვარ იმ ადამიანზე, ვისაც კვირაში ორჯერ ვნახავ საღამოობით.

-რას ამბობ, ლიკა?! დავითს აშკარად არ ესმოდა რა ხდებოდა. – ჩვენ ქალიშვილი გვყავს. და ამ ბინაში მხოლოდ ექვსი თვეა რაც გადმოვდით!

-ამ ყველაფერმა ხელი არ შეგიშალა იმაში, რომ სახლში არ მოსულიყავი.

-მაგრამ ეს მნიშვნელოვანია!

-შენთვის არა. ასე რომ, ყველაფერი დასრულდა. დედაშენი კმაყოფილი იქნება.

განქორწინება იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ლიკა ელოდა.

სანამ ბინა იყიდებოდა, ის და მისი ქალიშვილი მეგობრებთან ცხოვრობდნენ.

ის მხოლოდ ხანგრძლივი ექვსი თვის შემდეგ შეძლებს იყიდოს პატარა ბინა თითქმის იმავე ადგილას, სადაც მათი ბინა იყო.

და მიუხედავად იმისა, რომ მისი მატერიალური და საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა, ლიკა დარწმუნებულია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა.

დავითმა განქორწინების დროს პირნათლად შეასრულა მამის ვალდებულებები.

რა თქმა უნდა, მას არც დედა დავიწყებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს