გათხოვილი ვარ. ჩემმა ქმარმა მანქანა იყიდა, როცა მე ჩემს ნათესავებთან ვიყავი სტუმრად. მაგრამ მან ეს მანქანა უბრალოდ კი არ იყიდა, არამედ დედამისის სახელზე დაარეგისტრირა. მე ვთხოვდი, რომ ასე არ გაეკეთებინა – მანქანა სხვა ადამიანის სახელზე არ დაერეგისტრირებინა. ვაფრთხილებდი, რომ ეს გაანადგურებდა ჩვენს ქორწინებას, მაგრამ მან არ მომისმინა, არ აინტერესებდა ჩემი თხოვნა.
ახალ მანქანაში ჩადო ძველი მანქანის ღირებულების დაახლოებით ნახევარი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდა. ის მანქანა მან ქორწინებამდე შეიძინა. დანარჩენი ნაწილისთვის ჩემმა დედამთილმა აიღო სესხი და ყველაფერი დოკუმენტირებულია (რომ მან ეს ფული ჩადო მანქანაში). ფაქტობრივად, მათი შეთანხმების მიხედვით, ქმარი მას ყოველთვიურად გადაურიცხავს ფულს – ხუთი წლის განმავლობაში.
მან ეს იმით ახსნა, რომ მაღალი საკრედიტო დატვირთვის გამო, ბანკმა მას უარი უთხრა შესყიდვისთვის საჭირო თანხის გაცემაზე. ვიღაც უნდა ყოფილიყო თავდები და ჩემი თანხმობისა და გარანტიის გარეშე არაფერი მოხდებოდა. უარი ვუთხარი, რადგან უკვე მეოთხე წელია ჩხუბის დროს განქორწინებით მემუქრება – ნებისმიერ სიტუაციაში, როცა არ ვეთანხმები. ამიტომაც ვუთხარი მას უარი, ვფიქრობ, ეს ჩემი მხრიდან სულელური ნაბიჯი იქნებოდა.
ჩემი ქმარი თვლის, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურ სიტუაციაა, რომ მან ყველაფერი ჩემს ზურგს უკან გააკეთა. ამბობს, რომ საკმაოდ ადეკვატურად იქცევა. მისი სიტყვებია: „მე გამომყევი ცოლად თუ ჩემს ქონებას? თუ ქონებას, მაშინ განქორწინებას ვითხოვ!” და ეს იმის მიუხედავად, რომ მანქანის ფული ერთობლივი ბიუჯეტიდან უნდა იხადოს 5 წლის განმავლობაში! თუ ის სახლისთვის საჭირო ნივთს არ იყიდის, მე მომიწევს ყიდვა, მაგრამ თუ რამე მოხდება, მე მანქანასთან საერთო არაფერი მექნება. ახლა ის ჯერ კიდევ იხდის იპოთეკას, რომელიც დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე აიღო. გადახდის თანხა დიდია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საყოფაცხოვრებო ტექნიკას დედის საკრედიტო ბარათით ყიდულობს. ახლა მე უნდა გადავიხადო ყოველთვიური საბინაო და კომუნალური გადასახადები ორ ადამიანზე (ჩემი ხელფასის მესამედი), რადგან მან მანქანა შეიძინა. მე უნდა შევიკავო მისი ვალი, რომ ის აღარ გაიზარდოს. საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების შეძენას კვარტალური ბონუსებით გეგმავს. მისი შემოსავლის დარჩენილი ნაწილი ყველა სესხის დაფარვის შემდეგ ძლივს იქნება საკმარისი ორი ადამიანის გამოსაკვებად. ძირითადი პროდუქტები: ხორცი, კარაქი, კვერცხი, მარცვლეული, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, მაკარონი.
არ მესმის, როგორ გავაგრძელო ასეთ ადამიანთან ცხოვრება, მაგრამ ასევე ვერ წარმომიდგენია როგორ მივატოვო იგი, რადგან ჩემი გათვლებით თვეში ძალიან მცირე თანხა დამრჩება საკვებისთვის. განქორწინების შემთხვევაში ხელფასის დიდი ნაწილი ქირის გადახდას და ფსიქოლოგის მომსახურებას მოხმარდება.
ძალიან დავიღალე. მის საყვედურებს და შანტაჟს, რომ დამშორდებოდა, დიდხანს ვიტანდი მუდმივი სამსახურის უქონლობის გამო. ახლა დაახლოებით ერთი წელია ერთ ადგილზე ვმუშაობ, მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს შემეძლება იქ დარჩენა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა თანამშრომელი ვარ, დიდი გამოცდილება არ მაქვს და “ქუჩიდან მივედი”. ჩვენმა ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მოიწვია უმუშევრად დარჩენილი ორი გამოცდილი თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ნახევარ განაკვეთზე მუშაობა არ აწყობს.
მე უნდა შევცვალო ქცევის მოდელი თერაპიით, ფსიქოლოგთან უნდა ვიმუშაო, თორემ კვლავ შევხვდები “დედიკოს ბიჭებს”, რომლებიც ოჯახზე კი არ არიან ორიენტირებული, არამედ დედასთან გარბიან რჩევის საკითხავად და ქონებას მის სახელზე არეგისტრირებენ. ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. თუ განქორწინებას მოვითხოვ, ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფას არ მოვითხოვ, მხოლოდ ჩემსას წავიღებ, რადგან ანგარებით არ გავთხოვილვარ და ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარიც ასევე ფიქრობდა. ძალიან მწყინს მისი ასეთი დამოკიდებულება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე…