8 საბჭოთა სათამაშო, რომელიც მხოლოდ შეძლებული ოჯახების ბავშვებს ჰქონდათ

819

საბჭოთა სათამაშოებს ყოველთვის აფასებდნენ – მათთვის უცხო არ იყო ხარისხი, ფუნქციონალურობა და რაღაც უნიკალური კოლორიტი, რომელიც დღემდე იზიდავს კოლექციონერებს.

დღევანდელ საბავშვო სათამაშოებს თუ გადავხედავთ, ვიფიქრებთ, რომ ამ ბავშვებს ნამდვილად აქვთ შანსი, რომ გახდნენ ვუნდერკინდები. ბაზარი სავსეა დახვეწილი ეგზემპლიარებით, რომელთა გაგებაც ხშირად თავად ზრდასრულებსაც კი უჭირთ.

საბჭოთა წლებში არ არსებობდა სათამაშოები “iq-ის განვითარებისთვის”. მიუხედავად ამისა, დიდი ყურადღება ეთმობოდა ბავშვების თავისუფალ დროს. იწარმოებოდა მრავალი განსხვავებული სათამაშო, რომელიც მთელი ეპოქის სიმბოლო ხდებოდა. ზოგიერთი მათგანი თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი, ზოგი კი დეფიციტად ითვლებოდა, რომლის შეძენის საშუალება ყველა ოჯახს არ ჰქონდა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გავიხსენებთ რვა ძვირადღირებულ სათამაშოს, რომლებიც ბევრი ბავშვის სანუკვარი ოცნება იყო და მჭევრმეტყველად საუბრობდა მათი მფლობელების ოჯახის სტატუსზე.

სათამაშო რკინიგზა “პიონერსკაია”

პირველად სათამაშო რკინიგზა „პიონერსკაია“ გაყიდვაში 1950-იანი წლების შუა ხანებში გამოვიდა. ომისშემდგომ რთულ პერიოდში ბავშვები დიდად არ იყვნენ განებივრებულები სათამაშოებით და თავისუფალ დროს იმით ერთობოდნენ, რაც ჰქონდათ: ხის ფიგურებითა და პლასტმასის სათამაშოებით. მაგრამ როგორც კი გაყიდვაში ნამდვილი ტექნიკური კომპლექტი შემოვიდა სატვირთო და სამგზავრო ვაგონებით, დიზელის ლოკომოტივით, შლაგბაუმებით, ხიდებით, შუქნიშნებით, ფარნებით, პატარა სადგურით და მორიგეს სახლით უფრო და უფრო მეტი ბავშვი სთხოვდა მშობლებს ამ შესანიშნავ კონსტრუქტორს.

ის არც ძვირი ღირდა და არც იაფი – 36 მანეთი, ამიტომ ყველა არ იყო მზად ამ თანხის შესაწირად სათამაშოსთვის. ბავშვებს უწევდათ დაბადების დღის ან ახალი წლის ლოდინი, რათა მშვენიერი რკინიგზის მფლობელები გამხდარიყვნენ, მაგრამ ხანდახან ასეთ დიდ დღესასწაულებზეც კი დედები და მამები ვერ ყიდულობდნენ ნანატრ საჩუქარს შვილისთვის და ის ისევ ბავშვის ოცნებებში რჩებოდა.

პედლებიანი მანქანა

აბსოლუტურად ყველა ბავშვი ოცნებობდა პედლებიან მანქანაზე, ფარებით, რომელიც ირთვებოდა. იგი ძალიან დეფიციტურად ითვლებოდა და მისი ფასი – 40 მანეთი, სერიოზულად აშინებდა ბევრ მშობელს, რადგან ამ ფულით შეეძლო მთელი თვის განმავლობაში გამოეკვება ოჯახი. 1970-იან წლებში პედლებიან მანქანებს აწარმოებდა ლენინის კომკავშირის სახელობის საავტომობილო ქარხანა. საბავშვო „მოსკვიჩების“ ასაწყობად მათ ცალკე ასაწყობი ხაზიც კი ააშენეს, რომელიც წელიწადში საშუალოდ 200 ათას ეგზემპლარს აწარმოებდა.

ხშირად მათ ყიდულობდნენ პარკებისთვის, სადაც მანქანის დაქირავება შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს ბევრად იაფი ღირდა, ვიდრე პირადი ეგზემპლიარის ყიდვა, მაგრამ თითქმის არავის სურდა მძღოლის ადგილის დატოვება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამიტომ ბავშვები განაგრძობდნენ ოცნებას საკუთარ მინი მანქანაზე და მონდომებით სთხოვდნენ დედას, მამას და თუნდაც ბებია-ბაბუას.

მოსიარულე თოჯინა

დიდი პლასტმასის თოჯინა ყველა გოგოს ოცნება იყო. ბავშვებს მხოლოდ იმის გაფიქრებაც კი აღაფრთოვანებდათ, რომ თოჯინა ნამდვილივით მათ გვერდიგვერდ გაივლიდა და თავს სხვადასხვა მიმართულებით შეატრიალებდა. ნინა, ზოია და თამარა მუდმივად იყიდებოდა დიდ ლამაზ ყუთში. მათ სხვადასხვა ფერის თმა, ვარცხნილობა, თვალის ფერი და ჩაცმულობა ჰქონდათ და სახელებს ქარხანაში არქმევდნენ. 1968 წელს თოჯინა ზოია 10 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა, რაც იმ დროს საკმაოდ დიდ ფულად ითვლებოდა, რომლის გაღებაც არ სურდა ბევრს მშობელს.

ნაკრები „ახალგაზრდა ქიმიკოსი”

პირველად ნაკრები „ახალგაზრდა ქიმიკოსი“ გამოუშვეს 1970 წელს ლატვიაში. მისი ორი ვარიანტი არსებობდა: დიდი 300 ცდით და პატარა 150 ცდით. თითოეულ მათგანში იყო სხვადასხვა რეაგენტები (სპილენძის სულფატი, პარაფინი, ალკოჰოლი და მრავალი სხვა), ასევე სპეციალური აღჭურვილობა: მინის ძაბრები და მილები, აორთქლების თასები, პიპეტები და შტატივი. ყველა ამ მარტივი „ინგრედიენტის“ წყალობით ოთახი გადაიქცეოდა ნამდვილ ლაბორატორიად, სადაც ნამდვილი სასწაულები ხდებოდა: სახამებელი გადაიქცეოდა შაქრად, ვულკანები იწყებდა ამოფრქვევას, ხაჭო და ამიაკი კი წამში წებოდ იქცეოდა.

სათამაშო ნაკრები „ექიმი”

საბჭოთა კავშირში ექიმის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სასურველ პროფესიად ითვლებოდა და ამიტომ ბევრი ბავშვი ოცნებობდა გამხდარიყო “ექიმი აიბოლიტი” და ემკურნალა არა მხოლოდ ცხოველებისთვის, არამედ ერთმანეთისთვისაც. ამ რთულ ამოცანაში მათ ეხმარებოდა სათამაშო ნაკრები, რომელშიც იყო, მართალია პლასტმასის, მაგრამ სრულფასოვანი სამედიცინო არსენალი: შპრიცი, მაკრატელი და სათვალეებიც კი. ერთადერთი, რაც აკლდა, თეთრი ხალათი იყო, მაგრამ ის, ქუდთან ერთად, გაყიდვაში ცოტა მოგვიანებით შემოვიდა და ცალკე იყიდებოდა.

ეტლი თოჯინებისთვის

მას შემდეგ, რაც სსრკ-ში თოჯინების წარმოება დაიწყო, “აქსესუარების” შემუშავების დროც დადგა. ასე რომ, მალე ბევრმა საბჭოთა ქარხანამ დაიწყო თოჯინების ეტლების წარმოება, რომლებშიც “ახალგაზრდა დედას” შეეძლო ბავშვის ჩასმა და მასთან ერთად სასეირნოდ წასვლა. 1960-იან წლებში ნამდვილი ბორბლებიანი აკვანი ყველა გოგონას ოცნებად იქცა. სასეირნო ვარიანტები ვერ დაიკვეხნიდა ასეთი წარმატებით, მაგრამ ბევრს არანაკლებ ახარებდა, რადგან ადრე მათ ხის ეტლებით უწევდათ სიარული, რომლებსაც მამები თავად აკეთებდნენ თავიანთი ქალიშვილებისთვის.

მეტალოფონი

სათამაშო მეტალოფონს შეეძლო რუსული ხალხური სიმღერების მრავალი მელოდიის დაკვრა, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული იყო “ორი მხიარული ბატი ცხოვრობდა ბებიასთან”. ეს მუსიკალური ინსტრუმენტი ყველა ასაკის ბავშვებისთვის იყო შესაფერისი, ამიტომ ძალიან პატარებსაც კი შეეძლოთ დაკვრა და მუსიკალური უნარების განვითარება. ცოტა უფროსები ოცნებობდნენ ნაკრებზე, რომელსაც ნოტები მოჰყვებოდა, რის წყალობითაც მათ სწრაფად შეეძლოთ “ხელის გაწაფვა” და მშობლების აღფრთოვანება მათი გამორჩეული მუსიკალური შესაძლებლობებით.

სამზარეულო „ანიუტკა” და მაცივარი „სნეჟოკ”

საბავშვო მინი-სამზარეულო „ანიუტკა“ ნამდვილს ჰგავდა: ყველა უჯრა იღებოდა, გაზქურა და ღუმელი ინთებოდა, მინიატურული ონკანებიდან წყალი მოედინებოდა. მოგვიანებით დაიწყეს მაცივრის წარმოება, რომლის კარზეც მხიარული თოვლის კაცი იყო გამოსახული. შიგნით იყო ნათურა, რომელიც ინთებოდა, თუ მშობლები ბატარეებს ჩასვამდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს