თუ ფული თქვენს ანგარიშებზე მაშინვე ქრება, როგორც კი ჩნდება და მეტის შოვნის ყველა მცდელობა წარუმატებლად მთავრდება, მაშინ, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი არასწორი ცხოვრებისეული დამოკიდებულებების ბრალია. ვივიენის დღევანდელ სტატიაში სწორდ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
ჩვენ ყველამ ვიცით კარგი და ცუდი ჩვევების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ რის თქმა შეგვიძლია იმაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კეთილდღეობასთან? ხშირად, ზოგიერთი დამოკიდებულებების გამო, რომლებიც ოდესღაც თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, ფული ახლა მდინარესავით მიედინება.
ფულის სიყვარული
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ფულის და ზოგადად მატერიალური სიმდიდრის სიყვარულს უამრავი უარყოფითი შედეგი ახლავს. თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ სამყაროს ფულად ექვივალენტში ხედავთ, მაშინ ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ გაქვთ არაფერი. როდესაც მეგობრები სტუმრად გეპატიჟებიან, ეცადეთ, დატკბეთ გემრიელი კერძებით, ნაცვლად იმისა, რომ გონებაში დაითვალოთ, რა თანხა დახარჯეს მასპინძლებმა პროდუქტებზე მათ მოსამზადებლად. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფული ძალიან უყვართ, როგორც წესი, მთელი ცხოვრება ის მათ ფიქრებში აქვთ, რეალობაში კი არა.
არაგონივრული ეკონომია
ეკონომია კარგია, მაგრამ მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. იაფი, მაგრამ აშკარად ცუდი საქონლის ყიდვა, პირველ რიგში, საკუთარი თავის და ჯანმრთელობის უპატივცემულობაა და მეორე რიგში, საბოლოოდ ზედმეტის გადახდა, რადგან ძუნწი ორჯერ იხდის. უხარისხო საკვები ადრე თუ გვიან გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, რაც გულისხმობს ფულის ექიმებში და შემდგომ მკურნალობაში ხარჯვას. იაფფასიანი ტანსაცმლის ყიდვისას მოემზადეთ იმისთვის, რომ რამდენიმე გარეცხვის შემდეგ ისინი სრულიად სხვა ფორმის გახდება და მათი ჩაცმა უბრალოდ უხერხული იქნება.
ჩივილები ცხოვრებაზე
ხანდახან ყველა ვუჩივით წარუმატებლობას. კარგია, როდესაც გვერდით გყავს ძლიერი ადამიანი, რომელიც ჩუმად მოგვისმენს ან კარგ რჩევას მოგვცემს, რის შემდეგაც განახლებული ენერგიით ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ თქვენი საფულის მდგომარეობაზე ფიქრი, მაგრამ თუ მუდმივად უჩივით ცხოვრებას და გარშემორტყმული ხართ იმ ადამიანებით, რომლებსაც მხოლოდ ბედის დადანაშაულება შეუძლიათ, მაშინ ვაცხადებთ ფაქტს: თქვენ სიღარიბის ჭაობში იხრჩობით. ჭაობიდან გამოსვლა უაღრესად ძნელია, რადგან თუ ჭაობმა უკვე ჩაგითრიათ, მაშინ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის, სანამ საბოლოოდ არ გადმოხვალთ „ხმელეთზე“.
აკრძალვები
“თუ მდიდრულად არ გიცხოვრია, ახლა დაწყებას აზრი არა აქვს“, – ნაცნობი ფრაზაა? თუ ასეა, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ეს ბავშვობისდროინდელი ნეგატიური დამოკიდებულება ყოველ მეორე ადამიანშია და ამის მიზეზი ის აღზრდაა, რომელიც ჩვენმა მშობლებმა ბავშვობაში მიიღეს და შემდეგ, თითქოს ნიმუშის მიხედვით, ჩვენც გადმოგვცეს. დროთა განმავლობაში, ცხოვრებაში ჩნდება სხვა პროგრამებიც: “ეს ჩემთვის ზედმეტად კარგია” ან “მე ამას არ ვიმსახურებ”, რაც ბოლოს უღებს თქვენს კეთილდღეობას, რადგან თქვენ, ამის ცოდნის გარეშე, დაიწესეთ ბევრი შეზღუდვა და ბოლო მოუღეთ თქვენს შესაძლებლობებს. რომელ დიდ ხელფასზე და კომფორტისკენ სწრაფვაზე შეიძლება საუბარი?
არასაჭირო ნივთების დაგროვება
თუ თქვენს კარადებში ჯერ კიდევ არის დამტვრეული ნივთები, ძველი ტანსაცმელი ან სხვა არასაჭირო ნივთები, მაშინ გაცნობებთ: „პლიუშკინის სინდრომი“ – ეს არის ღარიბების ხვედრი. იმისთვის, რომ ფულს უთხრათ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, მისთვის ადგილი უნდა მოამზადოთ, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, თუ თქვენი ბინის ყველა კუთხე ნაგვით არის სავსე? შეწყვიტეთ ყველაფრის შეგროვება იმ იმედით, რომ ოდესმე ის აუცილებლად გამოგადგებათ. მიეცით, გადააგდეთ, გაყიდეთ ან გაჩუქეთ ის, რაც არ გჭირდებათ და გახსენით ცხოვრება რაღაც ახალისთვის.
როგორ მოვიქცეთ?
მავნე ჩვევები სასიკვდილო განაჩენი არ არის. მათი მოშორება ძალიან რთულია, მაგრამ სავსებით შესაძლებელი. ჩვენ გაგიზიარებთ ხუთ მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ.
- ნუ გეშინიათ სირთულეების;
- ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება;
- შეადგინეთ სია „საკუთარ ღირსებასთან დაკავშირებით“ და ბოლოს ნება მიეცით საკუთარ თავს დალიოთ მინიმუმ ერთი ფინჯანი ყავა სწორედ იმ ძალიან ძვირადღირებულ კაფეში, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ;
- შემატეთ ფერი თქვენს ცხოვრებას, რადგან ნაცრისფერი ტონები სუსტი პიროვნებებისთვისაა;
- ნუ გადაიტანთ აქცენტს ეკონომიაზე შემოსავლის გაზრდის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს დატოვებთ უფულობის საზღვრებს.