„სჯობს პატარა ბავშვივით მოვიქცე და ფული ისევ მე დამრჩეს!“ საბინაო პრობლემა ყველას აფუჭებს

412

-ბინის ყიდვა გადავწყვიტეთ! – გაახარა ნანამ დედამისი. -მაგრამ ცოტა გვაკლდება. შეგიძლია დაგვეხმარო? რა თქმა უნდა, უბრალოდ ისე არა.

ქეთევანმა ქალიშვილს ყურადღებით შეხედა:

-ბინა კარგია. მაგრამ იპოთეკით რატომ არ იღებთ?

ქალიშვილი დაღონდა:

-გიას ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს. ძალიან ცუდი.

-მაშ, ბინის ფული საიდან გაქვთ?- ცნობისმოყვარეობით იკითხა ქეთევანმა.

-მისი მშობლები გვაძლევენ.

-უბრალოდ? თუ წილის სანაცვლოდ?

-უბრალოდ.

ქეთევანს გაუკვირდა, მაგრამ მან ეს არ შეიმჩნია.

-მე მივიღებ წილს ჩემი ფულის სანაცვლოდ?

-დიახ. მე ვიცი, რომ შენ ფულს ასე უბრალოდ არ მოგვცემ.

-მე უკვე მოგეცით რამდენჯერმე.

-დედა, მოდი ნუ დავიწყებთ. ეს ხუთი წლის უკან იყო. დღეს ჩვენ სხვა ადამიანები ვართ.

-როგორი იქნება ჩემი წილი?

-1/4, იქნებ ცოტა მეტიც. ანუ გვქონდეს შენი იმედი?

-გქონდეთ. ფული მაქვს.

როდესაც ქეთევანმა გადაწყვიტა, რომ ქალიშვილთან და სიძესთან განეხილა, თუ რის ყიდვას აპირებდნენ, გიამ მოულოდნელად უპასუხა:

-ქალბატონო ქეთევან, თქვენ ბინის მხოლოდ 1/4 გექნებათ. ჩვენ თქვენს გარეშე გადავწყვეტთ, რის ყიდვა გვინდა.

იმ დღეს სიდედრს ხმა აღარ ამოუღია. მას მხოლოდ ის გაუკვირდა, თუ რატომ არ დაიცვა მისმა ქალიშვილმა.

გავიდა კიდევ ორი თვე. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდებმა ნახეს კარგი ვარიანტი! ნანამ და გიამ ბინა დაათვალიერეს და აღფრთოვანებულები იყვნენ.

ქალიშვილმა მაშინვე დაურეკა დედას:

-დედა, ბინა ვიპოვეთ! მშვენიერი ბინაა და ფასიც გვაწყობს!

ქეთევანს ისეთი რეაქცია არ ჰქონია, როგორსაც ქალიშვილი მოელოდა:

-კარგი! როდის შემიძლია ბინის ნახვა?

ამ დროს ყურმილში რაღაც ჩურჩული გაისმა და მას შემოესმა თავისი სიძის ხმა:

-ქალბატონო ქეთევან, ბინაში რის ნახვა გინდათ? თქვენ იქ არ უნდა იცხოვროთ. ჩვენ უკვე ვნახეთ და მოგვეწონა. ხელს რატომ გვიშლით?

-გია, მე მინდა ვნახო, რაში ვდებ ჩემს ფულს.

-თქვენი ამოცანაა, ფულის მოცემა. მორჩა. მოდი, ნუ დავკარგავთ დროს. ბინა უკვე ავირჩიეთ. თქვენთვის მოსახერხებელი იქნება ხვალ საღამოს მოსვლა და ხელშეკრულების გაფორმება?

-ყურმილი ნანას გადაეცი, – ცივი სიმშვიდით უთხრა ქეთევანმა.

-გისმენ!

-ჩემთან მოდი. მარტო! – ეს ტონი ნანასთვის ნაცნობი იყო, ამიტომ მან სწრაფად უპასუხა:

– კარგი. ცოტა ხანში ვიქნები.

ერთი საათის შემდეგ ქეთევანის კარზე ზარის ხმა გაისმა. ეს იყო ნანა და… გია.

-დედა, – დაიწყო ქალიშვილმა თავის მართლება. -ერთად ვიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ ორივე მოვსულიყავით და ერთდროულად განგვეხილა ყველაფერი.

-ეს საქმე მეც მეხება. – მაშინვე ჩაერია სიძე. – ასე რომ, მაქვს აქ ყოფნის უფლება.

-უფლება გაქვს, მაგრამ არა ჩემს ბინაში. ნანა, აირჩიე: მარტო შემოდიხარ ან ერთად მიდიხართ.

წყვილი დიდხანს ჩურჩულებდა სადარბაზოში. ბოლოს ქალიშვილი ბინაში შევიდა.

-დედა, გია რაღაც დონით მართალია. მასაც აქვს ხმის უფლება.

დედამ თავი დაუქნია:

-დიახ, დიახ. დაჯექი ნანა, ფეხსაცმელს ნუ გამოიცვლი.

ქალიშვილმა დედას ეჭვით შეხედა:

-გეწყინა? ხომ იცი, გია როგორია.

ქეთევანმა გაიღიმა.

-მესმის.

ნანა გამხიარულდა:

-ყველაფერი კარგადაა, დედა?

-რა თქმა უნდა! – გაიღიმა ქეთევანმა. – შენ ხომ ჩემი ქალიშვილი ხარ!

ნანა ფეხზე წამოდგა, დედას ჩაეხუტა და ღიმილით ჰკითხა:

-ანუ ბინას ვყიდულობთ? ხვალ მოგიწევს ხელის მოსაწერად მოსვლა.

-ჩვენ? – გაუკვირდა დედას. – მე – არა.

-ეს როგორ?

-რაში მჭირდება წილი ბინაში, სადაც ერთ-ერთი თანამფლობელი გიაა? მისი ჭკვიანი და ღირებული რჩევების მოსასმენად? არა გმადლობთ. შენ ხარ მისი ცოლი და არა მე.

-დედა, ხომ თქვი, რომ არ გეწყინა!

-ეს სიმართლეა.

-დედა, ჩვენ შენი ფული გვჭირდება, შენ კი პატარა გოგოსავით იქცევი!

-დიახ, დიახ. – თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ქეთევანმა. – როგორც პატარა. მაგრამ მირჩევნია პატარა ბავშვივით მოვიქცე და ფული ისევ მე დამრჩეს, ვიდრე დიდივით, მაგრამ ფულის გარეშე და წილით პრობლემური მეზობლის სახლში.

კარგი, მადლობა დედა. ძალიან დაგვეხმარე!

-ამისთვის მადლობა შენს ქმარს გადაუხადე და არა მე! – უპასუხა ქეთევანმა და შესასვლელი კარი მიხურა.

ნანამ და გიამ ის ბინა ვერ იყიდეს. უფრო მეტიც, ქეთევანს საბოლოოდ გაებუტნენ.

ახალგაზრდები დარჩნენ ბინის, დედისა და სიდედრის გარეშე. ქეთევანს კი ფულიც დარჩა და შესაძლო პრობლემებიც აიცილა თავიდან.

ამ სამი ადამიანიდან თითოეული მათგანი საკუთარ თავს ამართლებდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს