კარგ დიასახლის არასოდეს არ უფუჭდება არც ერ თავი ნიორი! ეს ჯანსაღი, არომატული ბოსტნეული შესანიშნავი დამატებაა სოუსების, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებისთვის. ის სწრაფად გაყენებს ფეხზე გაციების დროს. ასე რომ, მოსავალი აღებულია და ახლა ჩვენ წინაშე დგას კითხვა: როგორ შევინახოთ ნიორი სახლში?
ვივიენის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ზამთრისთვის ნივრის შენახვის 6 მარტივ მეთოდს. პირველ რიგში, მოდი გავარკვიოთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბოსტნეული სწორად, თუ ის მაღაზიაში შევიძინეთ ან საკუთარი ბოსტნიდან წამოვიღეთ.
როგორ შევინახოთ ნიორი სახლში
ზამთარში კარგად ინახება მხოლოდ ის მოსავალი, რომელიც სწორ დროს აიღეს. სუპერმარკეტში ან ბაზარში ყიდვისას შეგიძლიათ მხოლოდ იმედი იქონიოთ, რომ ფერმერებმა კარგად იცოდნენ თავიანთი საქმე. ნივრის 2 სახეობა არსებობს: ზამთრის და გაზაფხულის. მათ სხვადასხვა დროს რგავენ და იღებენ, ასევე განსხვავებულია მათი შენახვის ვადა.
ზამთრის ნიორს აქვს დიდი თავები და მცირე რაოდენობის კბილები. მას დასარგავად შემოდგომაზე ამზადებენ, ხოლო მოსავლის აღება ივლისისთვის ხდება. ზამთრისთვის შენახვას აზრი არ აქვს, ის სწრაფად ხდება გამოუსადეგარი. ასეთი ნივრის შენახვის ვადა 3-4 თვეა არაუმეტეს 2 °C ტემპერატურაზე. ზამთრის კულტურა უმჯობესია დაუყოვნებლივ გამოვიყენოთ კულინარიაში, სანამ ახალია.
გაზაფხულის ნივრის თავი ადვილად ამოსაცნობია მისი კბილების დიდი რაოდენობით. ამ სახეობას რგავენ გაზაფხულზე და მოსავალს აგვისტო-სექტემბერში იღებენ. ეს არის ნივრის სახეობა, რომელიც ყველაზე კარგად ინახება. ხშირად ის შეიძლება დარჩეს მომავალ ზაფხულამდე. სპეციალისტები გვირჩევენ გაზაფხულის ნივრის შენახვას პირველი 6 თვის განმავლობაში 21 °C-მდე ტემპერატურაზე. შემდეგ ის უნდა გადაიტანოთ გრილ ადგილას არაუმეტეს 4°C ტემპერატურის პირობებში. ასე ის კიდევ რამდენიმე თვის მანძილზე შეინახება.
ორივე სახეობის ნიორი უნდა ინახებოდეს სიბნელეში და ზომიერი ტენიანობის პირობებში (50-70%). თუ ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, თავები დაკარგავს ტენიანობას და გახმება, თუ უფრო მაღალი, მაშინ დაიწყება ლპობა.
როგორ შევინახოთ ნიორი სახლის პირობებში
შენახვამდე, უნდა შეასრულოთ რამდენიმე მარტივი მოქმედება.
- გააშრეთ მოსავალი კარგი ვენტილაციის პირობებში ან პირდაპირ ბოსტანში მზის ქვეშ. ნიორი ერთ ფენად დაალაგეთ, შემდეგ მშრალი ღეროები მოაჭერით ისე, დარჩეს დაახლოებით 4 სმ. დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის, თუ ნივრის დაწვნას გეგმავთ.
- ფრთხილად მოაშორეთ ზედმეტი ნაფცქვენი ისე, რომ არ შეეხოთ დამცავ გარსებს.
- გადაარჩიეთ და ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული ბოსტნეული. სინდისის ქენჯნის გარეშე გადაყარეთ დაზიანებული ნიორი, რომელსაც ლპობის ნიშნები აქვს. შესანახად იდეალურია ნიორი, რომელსაც არ აქვს რბილი ადგილები, ლაქები, აქვს თანაბარი, ძლიერი კბილები, მშრალი, მტვრევადი ქერქით. მოაჭერით ფესვები და მოათავსეთ თავები გრილ ადგილას 5-7 დღის განმავლობაში.
- მაღაზიაში შეძენილი ნივრის შემთხვევაში კიდევ უფრო ადვილია: უბრალოდ მოაშორეთ ჭუჭყიანი ქერქი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ოდნავ გააშრეთ.
ნივრის შენახვის მეთოდები
როგორ შევინახოთ ნიორი სახლის პირობებში: მინის ჭურჭელში
ჭურჭელი კარგად გარეცხეთ, გაასტერილეთ და გააშრეთ. შიგ მოათავსეთ ნივრის მთელი თავები ან კბილები. არ გაფცქვნათ! ქილა შეგიძლიათ დახუფოთ კონსერვის თავსახურით ან დატოვოთ ის, როგორც არის. ჭურჭელი გრილ ადგილას მოათავსოთ.
დაწვნა ან წინდებში შენახვა
დაიწყეთ ჩვეულებრივი ნაწნავის დაწვნა სამი ცალი ნივრის ღეროთი, თანდათანობით მიუმატეთ დანარჩენი. დაარეგულირეთ სიგრძე თქვენი სურვილისებრ. დასრულებული ნაწნავები უნდა ჩამოკიდოთ კაუჭზე გრილ, ბნელ კუთხეში. ნივრის შენახვის ეს “ბებიის” მეთოდი დაამშვენებს თქვენს სამზარეულოს ან საკუჭნაოს. ზარმაცებისთვის არსებობს ალტერნატივა – მოათავსეთ ნივრის თავები ძველ ნეილონის წინდებში.
მინის ჭურჭელში მარილით
მოამზადეთ ქილა ისევე, როგორც ჩვეულებრივ – გარეცხეთ და გაასტერილეთ. ძირს ჩაყარეთ ცოტაოდენი ქვის მარილი (ხორბლის ფქვილიც შესანიშნავად ჩაანაცვლებს). ზემოდან ერთ მკვრივ ფენად მოათავსეთ გაუფცქვნელი თავები ან კბილები. დაფარეთ მარილით და ჩაალაგეთ ნივრის კიდევ ერთი ფენა. შეავსეთ მთელი ქილა ამ გზით. ბოლო ეტაპია მარილის ფენა 3-4 სმ სიმაღლით. დახურეთ ქილა პლასტმასის სახურავით და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
როგორ შევინახოთ ნიორი სახლის პირობებში: მაცივარში
თუ ბევრი ზამთრის ნიორი გაქვთ, უმჯობესია შეინახოთ იგი მაცივრის ქვედა ყუთში. თავები წინასწარ გადაარჩიეთ, გააშრეთ და მოათავსეთ მუყაოს კოლოფებში ან ქაღალდის პარკებში. პლასტმასის ყუთები და ცელოფნები არ გამოდგება – მათში ნიორი ლპება.
პარაფინში
ამ შემთხვევაში ცოტა თამაში მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. გაადნეთ პარაფინი და თითოეული თავი სითხეში ამოავლეთ. როდესაც ზედმეტი პარაფინი ჩამოიწურება, პროდუქტი რაიმე ზედაპირზე მოათავსეთ და გაციება აცადეთ. ასე ნიორს ექნება თავისი მკვრივი დამცავი გარსი, რომელიც ხელს შეუშლის მის გაფუჭებას. შეგიძლიათ, ცხოვრება გაიმარტივოთ და ბოსტნეულს მჭიდროდ შემოახვიოთ საკვები ცელოფანი.
ხის ნაცარში ან ნახერხში
ნახერხის შემთხვევაში დაგჭირდებათ მუყაოს ყუთი ან ხის ყუთი ფიცრებს შორის მცირე სივრცეებით. შეავსეთ ძირი ხის ნახერხით (საუკეთესოა ნაძვი ან ფიჭვი). ზემოდან დაალაგეთ ნივრის ფენა, მჭიდროდ მოაყარეთ ნახერხი და გაიმეორეთ სანამ კონტეინერი არ გაივსება. ბოლო ფენა უნდა ნახერხი.
თუ გაქვთ ბუხარი ან ღუმელი, სადაც მხოლოდ შეშას წვავთ, ნივრის შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ნაცარი. მნიშვნელოვანია: ის არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ მინარევებს, როგორიცაა დამწვარი პლასტმასი.
როგორ გამოვიყენოთ გაფუჭებული ნიორი
შესანახად გამოუსადეგარი თავები შეგვიძლია გამოვიყენოთ საკვებად. თუ ასეთი ძალიან ბევრია, შეგვიძლია ვაქციოთ ნივრის ფხვნილად და ასევე გამოვიყენოთ საჭმელში. ამისათვის, ნიორი უნდა გავფცქვნათ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, გავაშროთ და შემდეგ დავნაყოთ ან ბლენდერით დავაქუცმაცოთ. მზა პროდუქტი ინახება ჰერმეტულ ჭურჭელში.
კიდევ ერთი ვარიანტი – მოვათავსოთ ნივრის კბილები ჭურჭელში და დავასხათ მცენარეული ზეთი (საუკეთესოა ზეთისხილის ზეთი). ნიორი შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭმელებში და როცა ის გამოილევა, თქვენ დაგრჩებათ გემრიელი საკმაზი სალათებისთვის.